პორშე ცენტრი თბილისს ვერცხლის სერტიფიცირებული მექანიკოსები ჰყავს
პორშე ცენტრი თბილისმა, რომელიც რეგიონში სერვისის ჰაბად არის მიჩნეული, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ცენტრის ორი მექანიკოსი - ზაზა მერაბიშვილი და კარენ ხასანოვი უკვე პორშეს ოფიციალური, ვერცხლის სერტიფიკატის მფლობელები გახდნენ.
გერმანული ბრენდის სტანდარტების მომსახურების შესათავაზებლად, პორშე ცენტრი თბილისის მექანიკოსები მუდმივ გადამზადებას გადიან და ყველა მათგანი პორშეს მიერაა სერტიფიცირებული.
თეორიული და პრაქტიკული სწავლებების გავლისა და პორშეს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონულ ოფისში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სერტიფიკატი მათ პორშეს მიერ ოფიციალურად მიენიჭათ.
"გადამზადებები საკმაოდ სპეციფიკურ დეტალებს მოიცავდა, მათ შორის ავტომობილის აგებულებას, აგრეგატებს, სავალ ნაწილებს, ელექტროგაყვანილობებს. უკვე შესწავლილი გვქონდა პორშეს ჰიბრიდული სისტემა. ვერცხლის სერტიფიცირებისთვის საჭირო ტრენინგების მსვლელობისას, დამატებითი ცოდნა მივიღეთ პორშეს უახლესი, პირველი სერიული სპორტული ელექტრომობილის - ტაიკანის შესახებ. აქ კი მთავარი მაღალ ძაბვასთან და ელექტრომობილის სხვადასხვა კომპონენტებთან მუშაობაა," — აცხადებს პორშე ცენტრი თბილისის მექანიკოსი ზაზა მერაბიშვილი.
პორშეს ავტომობილები ყოველწლიურად უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული, მაგრამ ამავე დროს, სხვადასხვა ინოვაციის გათვალისწინებით, ტექნიკურად უფრო რთულიც ხდება. ინოვაციურ-ტექნოლოგიური სიახლეები მექანიკოსებისთვის, ერთი მხრივ, გამოწვევაა, მეორე მხრივ კი, საინტერესო პროცესია საქმიანი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ვერცხლის სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემდეგ, პორშე ცენტრი თბილისის მექანიკოსები სხვადასხვა სასწავლო კურსის გავლასა და სემინარებში მონაწილეობას გეგმავენ. შემდგომი მიზანი ოქროს, უმაღლესი რანგის სერტიფიცირების მოპოვებაა.
"პორშეს მოდელების აგებულება საკმაოდ სპეციფიკურია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და სიახლეების შესწავლა, ჩვენი შემდეგი მიზანი ოქროს სერტიფიკატების აღებაა. ამჯერად, სწავლება იქნება უფრო დეტალური", — კარენ ხასანოვი, პორშე ცენტრი თბილისის მექანიკოსი.
პორშე ცენტრი თბილისის სერვისი ბრენდის მიერ კავკასიის რეგიონში სერვისის ჰაბადაა აღიარებული. ცენტრის ყველა მექანიკოსი მუდმივ გადამზადებას გადის და ყველა მათგანი პორშეს მიერაა სერტიფიცირებული.
პორშე ცენტრი თბილისის სერვისი კავკასიის მასშტაბით გამორჩეულია. რთული ან პრობლემური ქეისების შემთხვევებში რეგიონის სერვისცენტრები კონსულტაციებს ჩვენს მექანიკოსებთან გადიან. სწორედ ამიტომ ვერცხლის სერტიფიკატი რეგიონული მასშტაბით მნიშვნელოვანია. ჩვენი მექანიკოსებისთვის ეს არის დამატებითი კვალიფიკაცია, პორშეს სტანდარტებთან ერთად. გადამზადებებისა და ჩვენი გამოცდილი მექანიკოსების ძალისხმევით გერმანული ბრენდის მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისს შევთავაზებთ, - პეტრე წაქაძე, პორშე ცენტრი თბილისის გენერალური დირექტორი.
პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს გერმანული ბრენდის ავტომობილების სერვისის სრულ სპექტრს სთავაზობს.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე, სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
-
აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს
გადახედვა
-
ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა
გადახედვა
-
"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა "Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა" შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს 15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? - EPRC-ის მიმოხილვა გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? - EPRC-ის მიმოხილვა
გადახედვა
-
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
გადახედვა
-
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა
გადახედვა
-
14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს
გადახედვა
-
წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს
გადახედვა
-
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
კომენტარები