პაპუაშვილი დელეგაციაში მონაწილეობას ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სთავაზობს
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში გასამგზავრებლად დელეგაციაში მონაწილეობას ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სთავაზობს. მისივე თქმით, ვიზიტი უახლოეს დღეებში შედგება. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"სურვილი იყო ჩემი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული. გქონდა გუშინ საუბარი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მქონდა შეთავაზება, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა და შემდეგ კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი იყოს", — ამბობს ის.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ორგანიზება ადვილი არ არის და დასძინა, რომ ეს "საჩქარო საკითხია". მან პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა დელეგაციისთვის კანდიდატებზე ინფორმაცია დროულად მიაწოდონ.
"თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ დელეგაციისთვის, მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან. ვინაიდან, ორგანიზაციულად გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი და იმედი მაქვს, დღის პირველ ნახევარში ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ და აქედან გამომდინარე, ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას", — ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ პაპაუაშვილმა გადაიფიქრა და უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრები შეთანხმდნენ, რომ უხერხულობისა და გაუგებრობის მოსაგვარებლად უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მანამდე, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევდა, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილი ამბობდა, რომ რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანდა.
"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა მაშინ უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.
13 აპრილს პაპუაშვილსა და სტეფანჩუკს ონლაინშეხვედრა ჰქონდათ. პარლამენტის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. იმავე დღეს რადას თავმჯდომარემ დაწერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულა. მისი თქმით, უკრაინაში დეპუტატების ვიზიტი დაადასტურებს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.
ამავე თემაზე:
- ხუნდაძის თქმით, "ბინძურ ბრალდებებზე განმარტებების" ან ბოდიშის გარეშე, ბუჩაში პაპუაშვილის ჩასვლაზე საუბარი არ უნდა იყოს
- "მგონი, ავად არის შალვა" — რას ამბობენ დეპუტატები ბუჩაში პაპუაშვილის მიწვევაზე
- ბუჩაში ქართულ ოცნებასთან ერთად რომ წავიდე, უბრალოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო — ხოშტარია
- ლელო მზადაა, უკრაინაში ვიზიტით წავიდეს, როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან ერთად
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები