არის თუ არა საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით
ფოტო: Ukrposht
11 აპრილს ქართული მედიების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. გამოცემები ეკონომიკის სამინისტროს ეყრდნობოდნენ, რომლებიც თავის მხრივ საქართველოს ფოსტის განცხადებას ციტირებდა, საქართველოს ფოსტა კი ამბობდა, რომ Ukrposht მონაცემებს ავრცელებს. ეს პოსტი გადააზიარეს არაერთი სახელმწიფო უწყების ფეისბუქგვერდზე.
თუმცა, მსგავსი მონაცემები არ იძებნება Ukrposht ვებგვერდზე ან მათ სოციალურ ქსელებში. ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ ეს ინფორმაცია ყალბია და მიზანმიმართულად ვრცელდება. აღსანიშნია ისიც, რომ უკრაინული მედიების ინფორმაციები სხვა ქვეყნების გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობაზე აღემატება იმას, რაზეც საქართველოში საუბრობენ. ანუ ქვეყანა ამ მიმართულებით ლიდერად არ სახელდება. მაგალითად:
- 7 აპრილი: ლუქსემბურგიდან უკრაინაში უკვე გაიგზავნა 500 ტონა ჰუმანიტარული დახმარება
- 8 აპრილი: სლოვაკეთმა ომის დროს ზაკარპატიას 475 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
საქართველოს ფოსტაში განმარტავენ, რომ მათ განცხადებაში საუბარია ლიდერებზე სხვადასხვა ქვეყნის ფოსტებს და არა თავად ქვეყნებს შორის. ფოსტაში მიაჩნიათ, რომ რადგან განცხადებაში მითითებული იყო ინფორმაციის წყარო ანუ უკრაინის ფოსტა, გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მონაცემები არა ქვეყანას, არამედ საფოსტო ოპერატორებს გულისხმობდა.
რა ეწერა საქართველოს ფოსტას
საქართველოს ფოსტის 11 აპრილის განცხადებას თან ახლდა ფოტო, რომელზეც ეწერა: "Ukrposht-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს ფოსტა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით პირველ ადგილზეა". ამ შემთხვევაში დაკონკრეტებული იყო, რომ პირველი ფოსტაა და არა ქვეყანა, თუმცა ტექსტის დასაწყისში ეწერა ფრაზა: "უკრაინის ფოსტა — საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით". იგივე წინადადება მეორდებოდა ტექსტშიც და აღნიშნული იყო, რომ მონაცემებს Ukrposhta ავრცელებს. მედიაშიც სწორედ ეს ვერსია გავრცელდა.
ამ პოსტში ეწერა ისიც, რომ Ukprosht-ის ცნობით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას, უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინაში. ეს ინფორმაცია უკრაინის ფოსტის ვებგვერდზე იძებნება, აქვე აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს ფოსტა ამას ომის პირველივე დღეებიდან აკეთებს. 26 მარტის ინფორმაციაში უკრაინის ფოსტას ეწერა ისიც, რომ საქართველომ 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა უკრაინაში — იმდროინდელი მონაცემებით, ეს ერთჯერადად მიღებული ტვირთის რეკორდული რაოდენობა იყო.
საქართველოს ფოსტის 11 აპრილის განცხადებაში ხაზგასმული იყო ამ პროცესში პრემიერმინისტრისა და სამთავრობო სტრუქტურების როლი და არაფერი ეწერა იმაზე, გზავნიდნენ თუ არა მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჰუმანიტარული ტვირთს. განსხვავებით უკრაინის ფოსტისგან, რომელიც აღნიშნავდა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესში ჩართული იყო "კერძო ბიზნესი, ფონდები, რიგითი ქართველები".
"საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ.
უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ აწარმოე საქართველოში კამპანია აწარმოე უკრაინისთვის წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა", — წერდა საქართველოს ფოსტა.
მათივე ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები გააგზავნა.
რას ნიშნავდა განცხადება
საქართველოს ფოსტაში On.ge-ის კითხვის პასუხად, რა იგულისხმებოდა განცხადებაში — საქართველომ, როგორც ქვეყანამ გაგზავნა ყველაზე დიდი ოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, თუ უშუალოდ საქართველოს ფოსტამ, ასე პასუხობენ: "განცხადებაში მითითებულია, რომ უკრაინის ფოსტა აღნიშნავს, რაც საფოსტო ოპერატორებზე კომენტარს ნიშნავს თავისთავად".
"უკრაინის ფოსტის Ukrposhta-ის ინფორმაციით, 1 აპრილის მონაცემების თანახმად, ფოსტის მეშვეობით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულების პრეპარატი, ტანსაცმელი) რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ფოსტა 400 ტონით გახლავთ 1 ადგილზე. საქართველოს მოჰყვება რუმინეთი 80 ტონით, ბელგია 40 ტონით და ა.შ." — ვკითხულობთ On.ge-ისთვის მიწოდებულ განცახდებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ იგულისხმება რუმინეთისა და ბელგიის საფოსტო ოპერატორები და ამ მონაცემებში არ შედის სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული ტექნოლოგიური, სამშენებლო და სხვა დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი.
კითხვაზე, სად გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობიან, საქართველოს ფოსტაში გვპასუხობენ, რომ Ukrposht-მა მიაწოდა ყველა საფოსტო ოპერატორს, რომელიც არის მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი, ასევე გააჟღერეს Post Europ-ის წევრი ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მაღალი რანგის შეხვედრაზე.
"აღსანიშნავია, რომ 1 აპრილის შემდეგ, საქართველოდან უკრაინაში დამატებით 88 ტონა ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთი შევიდა. ასევე, მიმდინარე ეტაპზე, დატვირთულია 3 მანქანა, რომელზეც განთავსებულია 48 400 კგ. დამატებით, ხვალ შეივსება 3 სატვირთო", — აცხადებენ ფოსტაში და Ukrposth-ის მონაცემების რამდენიმე ფოტოს გვაწვდიან.
ფოტოებზე წერია, რომ საქართველომ თითქმის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, მაგრამ არ არის მითითებული, რომ ამ მონაცემით ან ფოსტა ან ქვეყანა პირველ ადგილზეა.
On.ge ცდილობს დაკავშირებას Ukrposht-თან, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები