საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით პროექტ "იდეათეკების" განხორციელებას განაგრძობს. საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები — იდეათეკები. ამ რიცხვს ცოტა ხნის წინ ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა.
პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი, საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. იდეათეკები ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორებს და სხვა შემეცნებით ხელსაწყოებს აერთიანებს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის 170-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა აღნიშნულ საგანმანათლებლო რესურსზე. მათ შორის, 2 000-ზე მეტი წიგნზე, რომელიც მოიცავს უცხო ენებზე ადაპტირებულ, ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას, ენციკლოპედიებს, კომიქსებს და სხვა.
"მესამე წელია, საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 'იდეათეკების' პროექტს ახორციელებს", — აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, — "შედეგად, 4 600-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს თვითგანვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საგანმანათლებლო რესურსს. ამჯერად, მორიგი იდეათეკა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში გავხსენით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ განათლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საზღვრისპირა სოფლებში. 2022 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 5 იდეათეკის გახსნას ვგეგმავთ, რათა უფრო მეტ მოსწავლეს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიანი განათლებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის გახდეს შემეცნებითი პროცესი სასიამოვნო და მრავალფეროვანი".
საქართველოს ბანკმა "იდეათეკების" პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში (ფოთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ნიქოზი, დიცი, ხურვალეთი, ახალქალაქი, დუისი, თბილისი) უკვე მოეწყო. 4 600-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები