ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პრეზენტაცია
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტი
13 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰიბრიდულ ფორმატში გამართავს ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პრეზენტაციას.
დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს 2021-2022 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის, განვითარების მიმართულებით
- განხორციელებულ ტექნოლოგიურ პროექტებს;
- გამოცემულ წიგნებსა და სახელმძღვანელოებს.
ღონისძიებაზე დაფუძნდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პრემია ლექსიკოგრაფიის დარგში, რომლის კონცეფციასაც წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არა უგვიანეს 2022 წლის 11 აპრილისა.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს.
განრიგი
16:00 – 16:05 — გახსნა
16:05 – 16:15 — ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი: მიზნები და ამოცანები, ხედვა და მისია (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე)
16:15 – 16:30 — ლექსიკოგრაფიის სწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე)
- ბაკალავრიატი: სალექციო კურსი "ლექსიკოგრაფიის შესავალი? ფილოლოგიური მიმართულებების სტუდენტებისათვის; სახელმძღვანელოს "ლექსიკოგრაფიის შესავალი" პრეზენტაცია;
- მაგისტრატურა: სამაგისტრო პროგრამა "ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები". სამაგისტრო პროგრამის კავშირი ევროპულ სამაგისტრო პროგრამასთან ლექსიკოგრაფიაში (EMLex). EMLex-ის კონსორციუმის სრული წევრობა;
- დოქტორანტურა: სადოქტორო მოდული "ელექტრონული ლექსიკოგრაფია".
16:30 – 16:40 — სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პრემიის დაარსება ლექსიკოგრაფიის დარგში. პრემიის კონცეფციის პრეზენტაცია (პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი)
16:40 – 16:50 — ლექსიკოგრაფიის დარგში საერთაშორისო კონფერენციის (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით) "ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში" დაარსება (პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი)
16:50 – 17:00 — "ინგლისურ-ქართული, ქართულ-ინგლისური მანქანური თარგმნის" პროექტის პრეზენტაცია. "ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი" და მისი განვითარების პერსპექტივები (მკვლევარი ვახტანგ ელერდაშვილი, პროფესორი თინათინ მარგალიტაძე)
17:00 – 17:20 — წიგნების პრეზენტაცია
- "ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის უცნობი ფურცლები" (სალომე ჭიღლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)
- "უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმი" (თინათინ მარგალიტაძე, პროფესორი)
17:20 – 17:30 — ლექსიკონის მართვის პროფესიული სისტემის დანერგვა ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის მუშაობაში: IDM ჯგუფის DPS (Dictionary Production System), პრეზენტაცია (მაია დავლიანიძე, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის რედაქტორი)
17:30 – 17:40 — კონკურსი "შექმენი ქართული ტერმინი". კონკურსის კონცეფციისა და ვებსაიტის პრეზენტაცია (სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის ხელმძღვანელი)
17:40 – 17:50 — ორენოვანი ლექსიკონების ციკლის პროექტის პრეზენტაცია: "იტალიურ-ქართული ლექსიკონი" (გიორგი მელაძე, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი რედაქტორი; სოფიკო გოჯაევა, ცენტრის მკვლევარი)
17:50 – 18:00 — "ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის" მობილური აპლიკაცია. ლექსიკონის ახალი ონლაინვერსიის გამოქვეყნება ონლაინლექსიკონების საერთაშორისო ვებგვერდზე (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე)
დრო: 13 აპრილი, 16:00 – 18:00
ფორმატი: ჰიბრიდული (შესაძლებელი იქნება დასწრება როგორც ფიზიკურ სივრცეში (T 102) ისე ონლაინ Zoom-ის საშუალებით)
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
კომენტარები