7 მოდური ტრენდი, რომელიც 2022 წელს ყველაზე აქტუალური იქნება
ფოტო: The New York Times
"მოდა ბრუნავს", — ეს სიტყვები ყველას გვსმენია და გასულმა წლებმა მართლაც დაგვანახა, რომ ასეა. მე-20 საუკუნის ტრენდები ჩვენი დროის მოდაში არაერთხელ დაბრუნდა, მაგრამ არავის ეგონა, რომ 2000-იანების ბევრისთვის საეჭვო მოდური გადაწყვეტილებები ისევ გააქტიურდებოდა. 2022 წელი ძველი ტრენდების, მათ შორის, 2000-იანების ხელახალი აღზევების დროა, ამიტომ კარადაში საგულდაგულოდ შენახული ტანსაცმლის მორგება კარგი იდეაა.
ამ სტატიაში იმ 7 მოდური ტრენდის შესახებ წაიკითხავ, რომლებიც 2022 წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება.
1. მოკლე ქვედაბოლო
ფოტო: E! Online
თუ წელს კაბის სიგრძის მომატებას აპირებდი, კიდევ ერთხელ დაფიქრდი. მოკლე, გვერდზე აჭრილი ქვედაბოლო, რომლითაც 2000-იანების პოპ პრინცესები იწონებდნენ თავს, წელს ისევ აქტუალური იქნება. ამიტომ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად საშოპინგოდ უნდა წახვიდე და ტრენდებს ფეხი აუწყო. ასევე, შეგიძლია 2000-იანების გადანახული ტანსაცმელი კარადებიდან გამოალაგო, წელს არაერთი ტრენდი დაბრუნდება.
2. გრძელი კაბა
ფოტო: What Fashion Girl
ან მეორე უკიდურესობა აირჩიე და ისეთი გრძელი კაბა ჩაიცვი, რომ კოჭებიც არ გამოგიჩნდეს. გრძელი კაბები და შარვლები, რომლებიც ფეხებს სრულად ფარავს ამ წლის კიდევ ერთი ტრენდია. გრძელი კაბის არჩევით "კონსერვატიული" ნათესავების გულსაც გაახარებ და მოდის ტენდენციებსაც არ ჩამორჩები.
3. ძველისა და ახლის კომბინაცია
ფოტო: Gianluca Senese / Acielle
თუ კარადაში დღემდე ინახავ იმ ტანსაცმელს, რომელიც დიდი ხანია აღარ ითვლება მოდურად, წინდახედული ყოფილხარ — წელს ახალ ტანსაცმელთან ერთად ძველიც დაგჭირდება. მოკლე ქვედაბოლო, დაბალწელიანი ჯინსები და ბებიებისდროინდელი პიჯაკები სამხრეებით, ვინტაჟური აქსესუარები და ფეხსაცმელი ისე შეგიძლია შეუხამო ერთმანეთს, რომ ყველას ვოგიდან მომზირალი მოდელი ეგონო.
4. დისკო სტილი
დისკოს დრო ყოველთვის არის და ამას 2022 წლის ტრენდებიც მოწმობს. მხოლოდ დისკოს ბურთი რატომ უნდა ბრწყინავდეს?! შეარჩიე მანათობელი, ოქროსფერი, თავისუფალი სტილი, ვიწრო ჯინსები გაშვებული ტოტებით, ტანსაცმელი, რომელიც კომფორტულ დისკოს სტილს გაგახსენებს და შენზე ტრენდული არავინ იქნება. ამასთან, გაიხსენე დონა სამერი, აბბა, ბონი ემი და ეს წელი დისკო ჟღერადობის ფონზე გაატარე.
5. სამხრეები
ფოტო: T&C
ჩვენი ბებია-ბაბუები ყველაზე მოდურები იყვნენ, სწორედ ამიტომ მოდის სახლებმა 2022 წლის ინსპირაცია მათგან ისესხეს. დიდი ზომის პიჯაკები და კაბები სამხრეებით წელს ისევ აქტუალური იქნება. იქნებ ბებია-ბაბუებს ახალგაზრდობის ტანსაცმელი ისევ შემონახული აქვთ, დროა ესტუმრო. თუ 70-იანების და 80-იანების კოლექციიდან ვერაფერს აარჩევ, საშოპინგოდ ან მეორეული ტანსაცმლის ბაზრობაზე გაიარე და 2022 წლის ტრენდებს შეუერთდი.
6. ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები
ფოტო: Tenor
ბავშვობაში ქსოვას გასწავლიდნენ, მაგრამ დღემდე არ იცი რაში გამოიყენო ეს ცოდნა? უკვე დათბა და ნაქსოვი ტანსაცმელი ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ თუ ახლავე დაიწყებ, საშემოდგომოდ შენივე მოქსოვილი ჟაკეტის, კაბის ან, სულაც, შარვლის ჩაცმას შეძლებ. ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები ამ წლის ტრენდია და შეგიძლია რაიმე მარტივის ქსოვა ახლავე დაიწყო ან საშოპინგოდ გაეშურო.
7. დაბალწელიანი ჯინსები
და ბოლოს, არავის ეგონა, მაგრამ 2000-იანების ბევრისთვის დასაცინი ტრენდი დაბრუნდა. პოპის პრინცესები და პრინცები ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ. ბრიტნი სპირსმა, კრისტინა აგილერამ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა თუ პერის ჰილტონმა დროს დაასწრეს და მომავლის დაბალწელიანი ჯინსები მოირგეს. წელს ეს ტრენდი ისევ აქტუალური იქნება და თუ იდეები შემოგაკლდება, უბრალოდ 2000-იანების წითელ ხალიჩას გადახედე.
და მაინც, გაინტერესებს როგორ მიჰყვე ტრენდებს? ისღა დაგრჩენია, რე|ბანკის ტოპ ქარდი აიღო და საშოპინგოდ წახვიდე. პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პარტნიორ ტანსაცმლის მაღაზიებში ტოპ ქარდით გადახდისას სტანდარტული 3 თვის ნაცვლად, დანახარჯი 6 თვეზე თანაბრად გადანაწილდება და ეფექტური განაკვეთი 0% იქნება.
ეწვიე ზარას, მანგოს, ბერშკას, ლის, ვრანგლერს, ოიშოს, ფულ & ბეარს, შუზ ფექთორის, მავის, ეტამის, ოვს, ტერანოვას, პენტის, ნავნეს, ელ სი ვაიკიკის და სხვა მაღაზიებს და ისარგებლე შეთავაზებით სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის, ფასდაკლებულ აქსესუარებზე, საბავშვო ტანსაცმელზე და სხვა ნივთებზე.
ტოპ ქარდის აღება მარტივად, სულ რამდენიმე წუთში, ონლაინ შეგიძლია, ეწვიე ბმულს და გახდი ყველაზე ტრენდული.
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან? ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
-
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
კომენტარები