უბნების მიმდებარედ ამომრჩევლის ნების კონტროლის რეგულაციების სრული უგულებელყოფა შეინიშნებოდა — საია არჩევნებზე
ფოტო: On.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის ნების კონტროლის რეგულაციების, კერძოდ შეკრების, ამომრჩეველთა შეფერხებისა და აღრიცხვის აკრძალვის სრული უგულებელყოფა შეინიშნებოდა.
მათვე ცნობით, უბნებთან იმყოფებოდნენ გავლენიანი პირები, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატები, თბილისისა და რეგიონების საკრებულოების წევრები, როგორც ქართული ოცნების, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიების მხრიდან. საიას განცხადებით, უბნის მიმდებარედ მათი ყოფნა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების რისკებს ზრდიდა, ამასთან დღის განმავლობაში აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დარღვევები კი არჩევნებში მონაწილე ორივე პარტიას უკავშირდება.
"პერიმეტრის რეგულაციების დარღვევის გამო, საიამ მხოლოდ 2 შემთხვევაში მიმართა საპატრულო პოლიციას. პერიმეტრის რეგულაციების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადეკვატური რეაგირება. ამრიგად, დღის განმავლობაში, პერიმეტრის რეგულაციების დარღვევის განგრძობითი ხასიათის მიუხედავად, საიას საპატრულო პოლიციისთვის აღარ მიუმართავს.
ხალხმრავლობა და სიმჭიდროვე შეინიშნებოდა კენჭისყრის შენობების შიგნითაც, რაც გამოწვეული იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დამკვირვებლების ყოფნით საკმაოდ მცირე ზომის უბნებზე. ამის გამო, რიგ შემთხვევებში, საიას ხელი ეშლებოდა პროცესზე სრულფასოვნად დაკვირვებაში. ეს პრობლემა აფერხებდა საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას როგორც დღის განმავლობაში, ასევე უბნების დახურვის შემდეგ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საიას ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, უბნების შიგნით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
- 78-ე უბანზე, თავმჯდომარემ ამომრჩეველს უთხრა ხომ იცოდა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა;
- 79-ე უბანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ეცვა შავი მაისური, რომელზეც დაბეჭდილი იყო ნუგზარ ფუტკარაძის სახელი და გვარი, ფოტოსურათთან ერთად;
- 89-ე უბანზე, რეგისტრატორის უკან მდგომი დამკვირვებელი, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას მრავალეთნიკური ერთობა, ინიშნავდა მონაცემებს სამაგიდე სიებიდან. დამკვირვებლის არაერთი მითითების მიუხედავად, თავმდჯომარემ ვერ შეძლო ამ პრობლემის აღმოფხვრა;
- 76-ე უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ, ცარიელი ბიულეტენების რაოდენობა იყო 1-ით ნაკლები. კომისიის შესაბამისმა წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტება და განაცხადეს, რომ ეს ბიულეტენი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.
"საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების დიდ ნაწილზე არ ხდებოდა COVID-19 პრევენციის მიზნით დადგენილი რეგულაციების სათანადოდ დაცვა. განსაკუთრებით პრობლემური იყო 78-ე უბანი, სადაც კომისიის წევრები პირბადის ტარების წესს საერთოდ არ იცავდნენ. ამაზე საიამ შენიშვნაც დააფიქსირა, თუმცა თავმჯდომარემ ნაცვლად იმისა რომ წესების დაცვაზე ეზრუნა, საიას დამკვირვებელს "ლაწირაკი" უწოდა. ყველა უბანი დროულად დაიხურა", — ამბობს საია.
რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართა. ამომრჩევლებმა რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩიეს. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
ბათუმში საკრებულოს ახალი მაჟორიტარი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ენმ-მა მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. პარტიაში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა.
რაც შეეხება რუსთავს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, არჩევნების ჩატარება აუცილებელი გახდა, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად აირჩიეს.
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები