გულგრილობა კლავს — ზელენსკი ისრაელის პარლამენტს
ფოტო: Press Service/Handout via REUTERS
სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინელების მიმართ ჰგავს ნაცისტური გერმანიის ქმედებებს ებრაელების მიმართ. მანვე აღნიშნა, რომ ათიათასობით უკრაინელი ახლა სხვა ქვეყნებში ეძებს უსაფრთხოებას, ისევე, როგორც ადრე ებრაელები.
"ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოდან და აბსოლუტურად სხვადასხვა პირობებში ვართ, მაგრამ საფრთხე საერთო გვაქვს. ეს არის ერის ტოტალური განადგურება, სახელმწიფოს, კულტურისა და სახელისაც კი. მე მინდა, რომ თქვენ დაფიქრდეთ 24 თებერვალზე, — უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დღეზე, ეს დღე ისტორიაში შევიდა ორჯერ, ორივეჯერ როგორც ტრაგედია უკრაინელებისა და ებრაელებისთვის.
1920 წლის 24 თებერვალს, შეიქმნა პარტია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გაანადგურა ქვეყნები. 120 წლის შემდეგ ასევე, 24 თებერვალს გაიცა ბრძანება რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრის შესახებ. ამ შემოჭრამ წაიღო ათასობით ადამიანის სიცოცხლე და მილიონობით აქცია ლტოლვილად. ჩვენი ხალხი ახლა მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში. ეძებენ უსაფრთხოებას, ისევე, როგორც ოდესღაც თქვენ.", — თქვა მან.
ზელენსკიმ მოუწოდა ისრაელის პარლამენტს, კრემლის სიტყვებს მოუსმინონ, რომელიც წააგავს ნაცისტური გერმანიისას.
"იქ ისმის ისეთივე ტერმინები, როგორიც ისმოდა ნაცისტურ გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს ამას ერქვა ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, ახლა კი კრემლი ამას ეძახის უკრაინის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას. ისრაელის ხალხო, თქვენ ნახეთ, რომ რუსული რაკეტები ჩამოვარდა ბაბინ იარში, სადაც დასაფლავებულია ჰოლოკოსტის 100 000-ზე მეტი მსხვერპლი. პირველივე დღეს რუსული ბომბები მოხვდა ქალაქ უმანს, რომელსაც ათიათასობით ებრაელი სტუმრობს ყოველწლიურად", — განაცხადა მან".
მისივე თქმით, ადრე უკრაინელებმა ისინი გადაარჩინეს, ახლა კი ისრაელზეა არჩევანი, გადაარჩენენ თუ არა უკრაინელ ხალხს.
"უკრაინელებმა არჩევანი 80 წლის წინ გააკეთეს, როცა ებრაელები გადაარჩინეს. და ამიტომ ჩვენ შორის არიან მართალნი მსოფლიოს ერებს შორის. ისრაელის ხალხო! ახლა თქვენც გაქვთ არჩევანი", — თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ყოველი სიტყვა პარლამენტარებს გულზე მტკივნეულად ხვდებათ. მისივე თქმით, შუამავლობა სახელმწიფოებს შორისაა შესაძლებელი და არა სიკეთესა და ბოროტებას შორის.
"შეგიძლიათ თუ არა ახსნათ, ამ დრომდე მთელ მსოფლიოს რატომ მიმართავთ დახმარებისთვის, მათ შორის, თქვენ ვიზისთვის. გულგრილობა კლავს, გათვლები ხშირად არასწორია და შუამავლობა შესაძლოა, სახელმწიფოებს შორის, და არა სიკეთესა და ბოროტებას შორის.
ყველამ იცით, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი ანტისარაკეტო სისტემა, თქვენი იარაღი ძლიერია, თქვენ შეგიძლია დაიცვათ თქვენი ხალხის ინტერესები და შეგიძლიათ დღეს დაიცვათ უკრაინელი ებრაელები. შეიძლება დიდი ხანი ვიკითხოთ, რატომ არ მოგვეცით ამ დრომდე იარაღი, ან რატომ არ მიიღეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? მაგრამ ეს იქნება თქვენი არჩევანი, ახლა თქვენ გაქვთ არჩევანი", — თქვა მან.
14 მარტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი რუსეთისთვის სანქციების არიდების გზა არ იქნება. მისივე თქმით, ისრაელი გააკეთებს ყველაფერს, რათა მედიაციის პროცესს ხელი შეუწყოს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები