ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორები მოთხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროპარლამენტარებს მიმართავენ. მას ხელს ამდროისთვის 2 276 ადამიანი აწერს.
პეტიციის თანახმა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეშფოთებულია იმით, რომ მთავრობა პუტინის დღის წესრიგს უჭერს მხარს. მათი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, "საქართველოს ღიად პრორუსულმა მთავრობამ ღიად გადადგა ნაბიჯები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად". პეტიციის ავოტორები ასახელებენ რამდენიმე მიზეზს, როს გამოც მათი აზრით, სანქციები უნდა დაწესდეს:
- არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს;
- არ ჩაუკეტა ცა რუსეთის თვითმფრინავებს;
- უკრაინელი ლტოლვილების დახმარება მან მთლიანად სამოქალაქო სექტორს და მოხალისეებს გადააბარა და ჯერჯერობით ამ კუთხით არანაირი გეგმა არა აქვს;
- არ შემოუშვა უკრაინული თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა;
- არ პასუხობს ქართველი მოქალაქეების ხმამაღალ მოთხოვნას, გააუქმოს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის და იმოქმედოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე; [ მთავრობა უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, ვინც რუსეთიდან ადამიანების მასობრივი შემოდინების წინააღდეგია, შოვინისტია და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა. ის დაემუქრა მოქალაქეებს მოქმედი კანონის გამკაცრებით.]
- აგრძელებს პოლიტიკურ შურისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უკრაინის მოქალაქეზე, ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეზე, მიხეილ სააკაშვილზე. პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი არის არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის მსხვერპლი.
პეტიციაში საუბარია, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ქვეყანაში "მასობრივად შემოსულიყვნენ" რუსეთის მოქალაქეები, ხოლო დამოუკიდებელი მედიის დოჟდის ჟურნალისტი არ შემოუშვეს.
როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ამჟამად საქართველო არის პუტინის პლაცდარმი სანქციებისგან თავის ასარიდებლად და ფულის გასათეთრებლად.
"ჩვენ გვსურს შევცვალოთ საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალი გზა, ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტარებს, დაუწესონ სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც სრულად აკონტროლებს მთავრობის სამივე შტოს, ასევე მის თანამონაწილეებს, მათ შორის და არა მხოლოდ პრემიერ მინისტრს ღარიბაშვილს", — ვკითხულობთ პეტიციაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები