ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში "სამხედრო განგაში" გამოაცხადა და ოპერატიული შტაბი შექმნა
ფოტო: cominf.or
დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ოკუპირებული ცხინვალში "სამხედრო განგაში" გამოაცხადა. მან მოუწოდა ე.წ. სამსახურებს შეასრულონ ყველა ბრძანება, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასცემს და აკონტროლონ ე.წ. საზღვარი საქართველოსთან. მისივე თქმით, მზად უნდა იყვნენ უპასუხონ "ყველა პროვოკაციას", რომელიც მოსალოდნელია ქართული მხრიდან.
ბიბილოვმა დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებამ გამოიწვია ისეთი ძალების გააქტიურება, რომლის უპასუხოდ დატოვება რუსეთს "არ შეეძლო".
"რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინმა აღნიშნა, რომ არის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესებში, ანუ გარე ძალები. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოც გარე ძალებს ეკუთვნის", — განაცხადა მან.
ბიბილოვი ამბობს, რომ ამ მოვლენების გათვალისწინებით საჭირო ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, შექმნა ოპერატიული შტაბი, რომელშიც სხვადასხვა ე.წ. სამინისტრო და დე ფაქტო უწყება გაერთიანდა. მისი დავალებით, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს განგაში სრულ შემადგენლობაზე. პერსონალი იყოს ყაზარმულ სიტუაციაში და მზად ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად.
"7:30-ზე თავდაცვის მინისტრს სამხედრო განგაში გამოვაცხადებინე. სამინისტროს ყველა დანაყოფი უნდა იყოს ყაზარმულ მდგომარეობაში და მზად იყოს კონცენტრაციის ზონებში წასვლისთვის. დაორგანიზდეს სრული თანამშრომლობა რუსულ სამხედრო ბაზასთან. ამოცანები, რომლებიც წამოვა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ხაზიდან, ასევე ეხება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს. [...]
სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა უნდა მოახდინოს კონტრდაზვერვის მობილიზება და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის FSB-ს სასაზღვრო წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოს ყველა საჭირო ქმედება საზღვრის და საქართველოს მიმდებარე ტერიტორიების მონიტორინგისთვის. უზრუნველყოს მზადყოფნა, უპასუხოს ყველა პროვოკაციას, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოდან", — წერია ბიბილოვის განცხადებაში.
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: კარგად იცით, რატომაც ვერ დადო [გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა], ყველაფერი წინ არის გიორგი შარაშიძე: კარგად იცით, რატომაც ვერ დადო [გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა], ყველაფერი წინ არის
გადახედვა
კომენტარები