დარიანის წიგნში კალანდაძის ლექსები შეცდომით მოხვდა — სამინისტრო ბაქრაძესთან "სერიოზულ განხილვას" გეგმავს
კულტურის სამინისტროს განცხადებით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა წიგნი, სადაც ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად ელენე ბაქრაძეა (დარიანი) მოხსენიებული. უწყების თქმით, მათ ამის შესახებ "აღშფოთებულმა მოქალაქეებმა" მიმართეს.
"ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ", — აცხადებენ ისინი.
კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში საკითხის "სერიოზულად" განხილვას მუზეუმის დირექტორთან, და ამავე დროს, წიგნის შემდგენელთან, ლაშა ბაქრაძესთან გეგმავენ. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ წიგნის რედაქტორი, თეა თვალაძე "გულწრფელად განიცდის" შეცდომას, რის გამოც, ავად გახდა.
"სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია", — აღნიშნავენ ისინი.
მათივე ცნობით, სამინისტრომ მუზეუმს გამოცემის გავრცელების შეწყვეტა მოსთხოვა, ამასთან, მუზეუმისგან მოითხოვეს ისიც, რომ მესამე პირებზე გაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად, შესაბამისი ზომები მიიღონ.
დეტალების გასარკვევად On.ge ლაშა ბაქრაძესთან ცდილობს დაკავშირებას, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ახერხებს.
თუმცა 2 იანვარს მან ფეისბუქზე დაპოსტა, რომ შეეშალათ, რის გამოც, ბოდიშიც მოიხადა. მისი განმარტებით, ელენე ბაქრაძის მიერ გადაწერილი ორი ლექსი, რომელიც ანა კალანდაძეს ეკუთვნის, მისსავე ლექსებად მიიჩნიეს და შეცდომით გამოაქვეყნეს. ბაქრაძე აცხადებდა, რომ მათ არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონიათ, თუმცა ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს, რომლებმაც "უნებლიე შეცდომით გაიხარეს".
"არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსნურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს — რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს. ერთ-ერთი არც მალავს ანა კალანდაძეზე "დარდის" მიზეზს — "ყველაფერი ლოგიკურია: როცა მუზეუმს ლაშა ბაქრაძე ხელმძღვანელობს, ისიც შესაძლებელია, ანა კალანდაძის ლექსები... ელენე ბაქრაძისა (დარიანისა) რომ აღმოჩნდეს(?!)..." ვეჭვობ, ეს ადამიანები ასე ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ ანა კალანდაძის პოეზიას, რომ ორი არცთუ ისე ცნობილი ლექსი თვითონ შეემჩნიათ", — წერდა ის.
ბაქრაძე აღნიშნავს, რომ შეცდომა ორმაგად მტკივნეულია, რადგან ელენე ბაქრაძეს ქართული ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის მოყვარულთა ნაწილი ისედაც არ სწყალობს. 2 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ბაქრაძე წერს, რომ "ამ შეცდომას დაუწყებენ ფრიალს" და დისკუსიას მთავარი საკითხიდან მასზე გადაიტანენ.
სამინისტროს განცხადების შემდეგ, ლაშა ბაქრაძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ უწყებისთვის საკუთარ პასუხს მოგვიანებით გაავრცელებს. ის სამინისტროს მოუწოდებს, რომ განცხადების ქვეშ მოქალაქეების კომენტარების არ წაშალონ. ბაქრაძე, ასევე, აღნიშნავს, რომ საზოგადოების შეწუხება არ სურდა, თუმცა უწყებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია საჯარო გახადა.
"დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ყურადღებისა და ინტერესისთვის. დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემს პასუხს სამინისტროს განცხადებაზე. ჟურნალისტებსაც ვთხოვ, ცოტა ხანი მაცალონ. მანამდე, კი სამინისტროს ვურჩევდი, რადგან "სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა" აზრი აინტერესებთ — განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით. რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა — მოგახსენებთ რომ კოვიდის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო", — წერს ის.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები