თიბისი და მეამა მომხმარებელს ქართული ქსოვილის პროექტის ფარგლებში მორიგ სიახლეს შესთავაზებს
ფოტო: თიბისი
თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის — ქართული ქსოვილი და კომპანია მეამას თანამშრომლობა გრძელდება.
ქართულ ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსიდან აღებული ორნამენტები ახლა უკვე მეამას სრულიად ახალი, სამი ახალი არომატის ყავის კაფსულებზე გამოჩნდა. მეამამ ქართული ქსოვილის პროექტის ფარგლებში ნუშის, თაფლის ნუგბარის და ტყის თხილი შოკოლადით არომატის ყავის ახალი კაფსულები შექმნა.
ქართული ტრადიციული ორნამენტების ყავის კაფსულებში გაცოცხლება თიბისისა და ხელოვნების სასახლის მეამასთან თანამშრომლობის მეორე ეტაპია ქართული ქსოვილის პროექტის ფარგლებში. პირველ ეტაპზე, მეამამ take away კონცეფციის ობიექტებისთვის — მეამა ქოლექთისთვის, ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ჩაისა და ყავის ჭიქების შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდანაა აღებული.
ტრადიციული ქართული ქსოვილისა და ორნამენტების პროექტი თიბისიმ, კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად, 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებაა.
"აღსანიშნავია, რომ ქართული ქსოვილი და ქართული კოსტიუმი ვითარდებოდა და ფორმებს იცვლიდა, განციდიდა სხვადასხვა ცივილიზაციების გავლენას, თუმცა ორიგინალურობასაც მუდმივად ინარჩუნებდა. ჩვენი პროექტის მიზანია ძველი ტრადიცია გავაცოცხლოთ, მივიწყებული ფერებისადმი და ორნამენტებისადმი ინტერესი გავაღვივოთ და ამით ჩვენი ხალხისათვის ისტორია უფრო ხელშესახები გავხადოთ", — აცხადებს გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე — კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი.
"ქართული ქსოვილი ულევ ინსპირაციას და შესაძლებლობას გვაძლევს გავაცოცხლოთ წარსული აქ და ახლა. პროექტის ახალ ეტაპზე მეამას მიერ შექმნილი საახალწლო/საშობაო კოლექცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ პროექტს და რაც მეტი კომპანია ჩაერთვება ქართული ქსოვილის პოპულარიზაციაში, მეტი ადამიანისთვის გახდება ის ყოველდღიურობის ნაწილი. მადლობა მეამას მთელ გუნდს, რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში", — აცხადებს ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი.
"ჩვენთვის საინტერესოა ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ძველი ტრადიციების გაცოცხლებისა და მათი ახლებურად დანახვის საშუალებას გვაძლევენ. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ ქართული ქსოვილის პროექტში თიბისისა და ხელოვნების სასახლესთან ერთად და ქართული გემოების შთაგონებით შევქმენით ყავის ახალი კაფსულები ამერიკულ და ევროპულ ფორმატში. ტყის თხილი შოკოლადით, თაფლის ნუგბარი და ნუში — ეს ის არომატებია, რომლებიც დღეიდან მეამას ყავის მოყვარულების ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. შერჩეული გემოებიდან გამომდინარე, შეფუთვებისთვის შევარჩიეთ ქართული ქსოვილის პროექტის ფარგლებში გაცოცხლებული ის ორნამენტები, რომლებიც ყველაზე კარგად ასახავენ ახალი კაფსულების ხასიათს. გვჯერა, რომ ახალი კაფსულების ჩაშვება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართული ქსოვილის პოპულარიზაციის საერთო წამოწყებაში", — ნათია ჩომახაშვილი, მეამას მარკეტინგის დირექტორი.
პროექტის ფარგლებში, თიბისი არაერთ კომპანიასთან, დიზიანერთან თუ სტარტაპთან თანამშრომლობს, რომლებიც ტრადიციული ქართული ქსოვილის ორნამენტების გამოყენებით, სხვადასხვა სახის, ყოველდღიური გამოყენების პროდუქტებს და კოლექციებს ქმნიან.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები