იუმორი რუსული პროპაგანდის საპირწონედ
ფოტო: Reuters
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრემლის პროპაგანდამ თავისუფალია მედიისთვის, პოლიტიკური გაშუქებისთვის და კრიტიკული მოსაზრებებისთვის სივრცე შეამცირა. კრემლის მზარდი პროპაგანდის წინააღმდეგ რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი გაერთიანდა, პროექტ მედუზის სახელით ცნობილი ჯგუფი ლატვიიდან მუშაობს და ისინი რუსი ახალგაზრდების მოსაზიდად ხშირად იუმორს იყენებენ.
რუსეთის ნაციონალისტური პროპაგანდა განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გაძლიერდა. სწორედ 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიძაბა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად, "ცივი ომის" შემდეგ.
"რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ხელისუფლების მზარდ წნეხს გაექცა და ახლა ლატვიის დედაქალაქ რიგიდან აგრძელებენ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას" - წერს ამერიკის ხმა.
პროპაგანდა ერთგვარ ყალბ დღის წესრიგს ქმნის, ჩვენ კი გვინდა ჩვენს მკითხველებს რეალობა შევთავაზოთ.
"პროპაგანდა ერთგვარ ყალბ დღის წესრიგს ქმნის, ჩვენ კი გვინდა ჩვენს მკითხველებს რეალობა შევთავაზოთ," ამბობს გალინა ტიმჩენკო, მედუზის დამფუძნებელი.
ბალტიისპირეთში კრემლის პროპაგანდაზე პასუხად მთავრობებმა რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები დროებით აკრძალეს და ამავდროულად რუსეთიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტები შეიფარეს.
"რუსი ჟურნალისტები, რომლებიც მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან გამოიქცნენ და მედიას ლტოლვილობაში ქმნიან, ამხელენ კრემლის პროპაგანდას, ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი
მედუზის მიზანი ინტერნეტის მომხმარებელ რუს ახალგაზრდებამდე მიღწევაა, მაშინ როცა მათი თანამემამულეების 80 პროცენტი სახელმწიფო ტელევიზიის მაყურებელია.
"ამ ადამიანებს მეტი შანსი აქვთ დაინახონ სხვა რუსეთი. მათ აქვთ შანსი დაინახონ რუსეთი ახლანდელი მთავრობის გარეშე. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ აუდიტორიაში მეტი უნდა დავაბანდოთ," - ამბობს ივან კოლპაკოვი, მედუზის მთავარი რედაქტორი.
გალინა ტიმჩენკო, მედუზის დამფუძნებელი
ფოტო: THE DAILY BEAST
კორუფციის თუ სხვა პოლიტიკური მოვლენების სამხილებლად მედუზის შემქმნელები იუმორს იყენებენ.
"ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ ვცდილობთ ეს არის ახალი ამბები ისევ საინტერესო გავხადოთ, რომ რუსი ხალხი ახალი ამბებით ისევ დავაინტერესოთ," - დასძენს კოლპაკოვი.
ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში კომედი არხმა სახელად ცოტაც გაუძელით იუმორისტული შოუს მომზადება რუსულ ენაზეც დაიწყო, სადაც ძირითადად რუსულ პოლიტიკას აშარჟებენ.
"ჩვენი შთაგონების წყარო ამერიკული შოუა, გასული კვირა ჯონ ოლივერთან ერთად, ასევე ჯონ სტიუარტის და სტივენ კოლბერტის შოუები," - ამბობს ანდრიუს ტაპინასი, ლიტველი ტელე-ჟურნალისტი.
მაყურებლის მიერ დაფინანსებული ონლაინ გადაცემები რუსულენოვანი აუდიტორიისთვის მზადდება.
"ჩვენ დავცინით რუსულ პოლიტიკას და რუსეთის მთავრობას, სწორედ აქ გვყავს პატარა აუდიტორია, რადგან თავად რუსეთში ადამიანები ამჯობინებენ ძალიან კრიტიკულები არ იყვნენ მათივე მტავრობის მიმართ," - დასძენს ტაპინასი.
მედუზის მსგავსად ტაპინასი ცდილობს ხმა მიაწვდინოს რუსეთის მომავალ თაობას, რომლებიც ინფორმაციას მეტწილად ინტერნეტში მოიპოვებენ, მაგრამ ვისაც ნაციონალისტური პოლიტიკა მობეზრებული აქვს და ვისაც ამ ყველაფერზე კარგად სიცილი შეუძლია.
-
ბექა გოცირიძეზე "თავდასხმის" ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ ბექა გოცირიძეზე "თავდასხმის" ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
-
მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს
გადახედვა
-
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ 6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
გადახედვა
-
როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? — აი, მისი წარმოშობის ისტორია როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? — აი, მისი წარმოშობის ისტორია
გადახედვა
-
საბა ბუაძე: მთავარი რაც მაწუხებს კალაძის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც ის თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული საბა ბუაძე: მთავარი რაც მაწუხებს კალაძის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც ის თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული
გადახედვა
-
ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა? ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა?
-
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
გადახედვა
-
გაიცანით სელაპი, რომელიც სათამაშო იხვს გვერდიდან არ იშორებს გაიცანით სელაპი, რომელიც სათამაშო იხვს გვერდიდან არ იშორებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო
გადახედვა
-
ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
-
სეს: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სეს-ს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად” მიჰყავს სეს: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სეს-ს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად” მიჰყავს
გადახედვა
-
როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს
-
ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან
გადახედვა
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა

კომენტარები