ტეხასელ კაცს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით ბრალი წარედგინა მას შემდეგ, რაც მან თავისი ცუგა პენსილვანიის აეროპორტში დატოვა.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვების, WDBJ7-ის, ცნობით, ინციდენტი პარასკევს, 20 მარტს, საღამოს 5 საათზე მოხდა, პიტსბურგის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ოფიცრებს შეატყობინეს, რომ ტერმინალის მახლობლად ძაღლი დარბოდა. გამვლელების დახმარებით, ოფიცრებმა ცუგა, ლაბრადორ რეტრივერი, დაიჭირეს.

ალეგეინის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, პოლიცია ესაუბრა ძაღლის პატრონს, რომელიც თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ დაინახა, როგორ მიატოვა ძაღლი სხვა ადამიანმა, კერძოდ, ტაქსის მძღოლმა.

თუმცა, მოგვიანებით სამართალდამცავებმა დაადგინა, რომ პატრონმა ცუგა მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ ცხოველთან ერთად ფრენას ვერ შეძლებდა. პოლიციის ცნობით, ძაღლის პატრონს ბრალად ედება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და ცხოველის მიტოვება.

ფოტო: Allegheny County Police Department

რაც შეეხება ცუგას, ის უსაფრთხოდაა. პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ის დროებით თავშესაფარში წაიყვანეს და თავს კარგად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი 2023 წელსაც დაფიქსირდა, როცა მოგზაურმა პიტსბურგის საერთაშორისო აეროპორტში თავისი ფრანგული ბულდოგი მიატოვა მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ სათანადო საბუთების გარეშე ძაღლი ვერ ავიდოდა თვითმფრინავში.