მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე "საფარმა" სტრასბურგში საქმე მოიგო
მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე არასამთავრობო ორგანიზაცი "საფარმა" სტრასბურგში საქმე მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას "საფარი" ავრცელებს. მათი ცნობით, ეს არის პირველი საქმე სექსუალური ძალადობის დანაშაულზე საქართველოში, სადაც სტრასბურგის სასამართლომ წამებისა და პირადი ცხოვრების მუხლების დარღვევა დაადგინა. "საფარი" ასევე წერს, რომ საქართველომ ეფექტურად ვერ გამოიძია არასრულწოვანის მიმართ მომხდარი სექსუალური ძალადობის შემთხვევა.
"მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე საფარმა სტრასბურგში საქმე მოიგო.
ეს არის პირველი საქმე სექსუალური ძალადობის დანაშაულზე საქართველოში, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მე-3 (წამება) და მე-8 (პირადი ცხოვრება) მუხლების დარღვევა დაადგინა, ვინაიდან საქართველომ ეფექტურად ვერ გამოიძია არასრულწოვანის მიმართ მომხდარი სექსუალური ძალადობის შემთხვევა.
საქმის დეტალებზე, სისტემურ ხარვეზებსა და ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საფარი ვრცელ განცხადებას ხვალ პრესკონფერენციაზე გააკეთებს", — წერია "საფარის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც, "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა დანაშაული 2021 წელს მოხდა, ხოლო მათ სტრასბურგის სასამართლოს 1 წლის შემდეგ მიმართეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა გუშინ სტრასბურგის სასამართლომ. საქართველოსთვის ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას და ამ შემთხვევაში ეს ძალადობა ხორციელდებოდა ბავშვზე. თვითონ ფაქტს 2021 წელს ჰქონდა ადგილი. ჩვენ ერთ წელიწადში მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს და საკმაოდ დაჩქარებულ ვადებში განიხილა. სასამართლომ თქვა, რომ ასეთი გაჭიანურებული მართლმსაჯულება უკვე არღვევს ბავშვის უფლებებს და თქვა, რომ სტანდარტები, რომლითაც გამოძიება მუშაობს საქართველოში, არ შეესაბამება სტრასბურგის კონვენციის სტანდარტებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ბავშვმა იმის მიუხედავად რომ ბევრი იბრძოლა, საქართველოში ვერ შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება და რეალურად, მოუწია სტრასბურგისთვის მიმართვა, რომ არა ქალთა და ბავშვთა ორგანიზაციები, ისეთი, როგორიცაა საფარი, ეს ბავშვი საერთოდა დარჩებოდა ყოველგვარი მართლმსაჯულების მიღმა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. შეგახსენებთ, რომ საფარი ამ ეტაპზეც დაყადაღებულია და ჩვენ ძალიან შეზღუდული რესურსებით ვმუშაობთ, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს თავის პოლიტიკას და ყადაღა მოუხსნას საფარს და ხელი შეუწყოს ქალთა და ბავშვთა ორგანიზაციებს მუშაობაში", — განაცხადა ბაია პატარაიამ.
ადამიანის უფლებათა ევრპულმა სასამართლომ დაადგინა, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე ჩატარებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება არაეფექტიანი იყო და გამოიწვია მისი ხელახალი ვიქტიმიზაცია და საქართველოს სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ, არამატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები