უკრაინა აქტიურია საერთაშორისო დონეზე მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების გატაცება გამქრალია დღის წესრიგიდან — ხოშტარია
ფოტო: ევროპული საქართველ
დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პარტია წამოიწყებს "საზოგადოებრივი და პოლიტიკური საერთაშორისო მიმართვებს" საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მისი თქმით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ქვეყნის საგარეო კურსზეც კი ვერ ხერხდება საზოგადოების კონსოლიდაცია.
"ჩვენ, დროა წამოვიწყებთ საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საერთაშორისო მიმართვებს, სადაც კიდევ ერთხელ, მყარად გავუსვამთ ხაზს, რომ NATO და ზოგადად, ევროპა არის ჩვენი საზოგადოების მყარი არჩევანი და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის.
ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა არის ძალიან აქტიური საერთაშორისო დღის წესრიგში მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზებიდან აბსოლუტურად გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ამ დროს, სწორედ ეს არის ამ პრობლემატიკის ნაწილი", — განაცხადა ხოშტარიამ.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და უსაფრთხოებას შეეხებოდა, ხოშტარიამ ბოლო პერიოდში, რუსეთსა, ევროკავშირსა და NATO-ს შორის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ხან უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მუქარით და ხან პირდაპირ ნატოს გადაწყვეტილებაზე თავდასხმით, რუსეთი დღეს ცდილობს ახალი ეტაპი წამოიწყოს ცივილიზებულ, ევროპულ, დემოკრატიულ მშვიდობის სივრცეზე და მათ უკარნახოს საკუთარი თამაშის წესები. ევროპა, რა თქმა უნდა, ძალიან მყარად და ერთიანად უპირისპირდება ამ საფრთხეს, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ საფრთხის და მუქარის პირდაპირი ადრესატი, უკრაინასთან ერთად, არის საქართველო [...]
გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადება არის პირდაპირი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ტყუილების გზით საუბრობს, თითქოს ქართული საზოგადოება არის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგი. ეს არ არის ცალკე აღებული, შემთხვევითი განცხადებები. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის ამოცანაც არის საქართველოს სუვერენიტეტის თავისუფალი არჩევანის და საქართველოს უსაფრთხოების ხელყოფა", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
11 დეკემბერს გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის შესახებ. სერგეი ლავროვის უწყება ითხოვს, გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის დაპირება. გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.
გარდა ამისა, ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში "ძალით შეყვანას" ცდილობენ და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ეს "წითელი ხაზის დარღვევა" იქნება. ამასთანავე ის იტყუება, თითქოს საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ეს არ სურს, რასაც არცერთი გამოკითხვა არ ადასტურებს. მეტიც, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, უმრავლესობა ინტეგრაციის მომხრეა.
გაიგე მეტი:
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
კომენტარები