NATO-ში გაწევრიანება ჩვენი უფლებაა, გავლენის სფეროებზე საუბარი მიუღებელია — ზალკალიანი რუსეთის განცხადებაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი NATO-სა და აშშ-ს მიმართ კრემლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის პასუხად აცხადებს, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული უფლებაა. ზალკალიანის თქმით, რუსეთს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტებზე, რომლებიც აღიარებს ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები.
"ეს არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგანაც ისინი არიან თავად ხელის მომწერი იგივე პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები. თუკი რუსეთის ფედერაციას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი, მან პატივი სცეს ასევე სხვის უფლებას და ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება. ამიტომ, საუბარი რაღაცა გავლენის სფეროებზე, რომელზეც არის საუბარი იმ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც თქვენ ახსენეთ, მიუღებელია. გავლენის სფეროები, ეს მე ვციტირებ ნატოს გენერალურ მდივანს, არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და ამისი განმეორება არ მოხდება", — აცხადებს ის.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოითხოვა გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ, ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს. ლავროვის უწყებამ გამოაქვეყნა "შეთანხმების პროექტი" და აცხადებს, რომ ის აშშ-ს უკვე გადასცეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკულ მხარეს მისცეს რუსეთის მიდგომის ლოგიკის აუცილებელი განმარტებები და წარუდგინეს შესაბამისი არგუმენტები.
რუსეთი ნატოსგან ითხოვს, უარი თქვას გაფართოებაზე, მათ შორის, დაკონკრეტებულია უკრაინის გაწევრიანება და აღნიშნულია სხვა სახელმწიფოების შესახებ. ამავდროულად, მოთხოვნებს შორისაა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო ქმედებებზე ამ ქვეყანაში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპოლის, ამიერკავკასიიდა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან ითხოვს, 9-მუხლიანია
უშუალოდ აშშ-ს რუსეთმა 8-მუხლიანი ხელშეკრულება გაუგზავნა და აქაც ჩაწერა, რომ ამერიკა ვალდებულია გამორიცხოს ნატოს არმოსავლეთით გაფართოება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გაწევრიანებაზე უარი უთხრას.
გაიგე მეტი:
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები