თბილისის მერია საახალწლო გალა კონცერტისა და ღონისძიებებისთვის 3 556 000 ლარის დახარჯვას გეგმავს
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერია საახალწლო გალა კონცერტისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის 3 556 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
როგორც გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, საახალწლო ღონისძიებები 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან — 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მერიის ინფორმაციით, წელს გამართული ღონისძიებები წინა წლისგან განსხვავებით, საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯები ასე გადანაწილდება:
- საახალწლო გალა კონცერტისა და საახალწლო ქალაქის გახსნა-დახურვის ღონისძიებებისთვის 1 155 500 ლარია გათვალისიწნებული;
- საბავშვო გასართობი აქტივობებისთვის — 470 500 ლარი;
- საახალწლო ქალაქის მუსიკალური პროგრამებისთვის, სხვა აქტივობებისა და საახალქლო ქალაქის დეკორაციებისთვის — 1 674 000 ლარი;
- გამოფენა-გაყიდვისთვის — 256 000 ლარი.
გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, 31 დეკემბერს დეკორირებულ სცენაზე გართულ გალა კონცერტში ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე, მათ შორის სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები, ორკესტრი. გაჟღერდება ცნობილი ქართული სასიმღერო კომპოზიცების ახლებურად გაორკესტრებული ვერსიები.
მერიის ინფორმაციით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ე.წ. "საახალწლო ქალაქი" მოეწყობა. როგორც დოკუმენტებში წერია, აღნიშნულ ლოკაციებზე, 15 დღის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, ვორქშოფები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული აქტივობები. ჩატარდება მსვლელობები, პერფომანსები, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები: დეკორირებული ნაძვის ხე, მოცულობითი ვარსკვლავები, ელფები თაღით და გირლანდით, მოცულობითი მანათობელი ანბანი, თოვლის ბაბუას სახლი, წიგნის მოცულობითი ინსტალაცია, ღია კინოთეატრი, ინსტალაცია "სანტას გადაფრენა", სინთეტიკური ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და სხვა. ამასთან, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა "თბილისის საშობაო ბაზარი".
საახალწლო გალა კონცერტისა და სხვა ღონისძებებისთვის თანხები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება: 3 300 000 ლარი — ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხებიდან, ხოლო 256 000 ლარი — ბიზნესის სტიმულირების პროგრამიდან.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები