ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის ორგანიზებულ მედიკოსთა ჯგუფს — კელი დეგნანი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/აშშ-ის საელჩო
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს ენდობიან. ის აღნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა შეასრულოს რეკომენდაციები და გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ამას.
დეგნანი ასევე აცხადებს, რომ სახალხო დამცველზე მუქარა და თავდასხმის მცდელობები მიუღებელია. მისი თქმით, ომბუდსმენი, გუნდთან ერთად დიდი ზეწოლის ქვეშ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და კრიტიკის ნაცვლად, ის იმსახურებს აღიარებასა და პატივისცემას.
"ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აღარაა საჭირო რაიმე სახის დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა.
ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას ესაჭიროება მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში", — განაცხადა მან.
ელჩი ხაზს უსვამს, რომ ამ საკითხით დაინტერესება დიდია, როგორც საელჩოში, ასევე ვაშინგტონში.
"მოგეხსენებათ, ამ საკითხის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღება, როგორც ჩვენი საელჩოს მხრიდან, ასევე ვაშინგტონში და ასევე საქართველოს მეგობრებში, როგორც აღნიშნეთ, საქართველოში ყოფილი ელჩი იან კელი... ამაზე ვსაუბრობთ, რომ მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და მთავრობამ უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება", — განაცხადა მან.
18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებასთან განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა" და ის საკაცით გაიყვანეს. ბასილაია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს თვალები ხელით გაუხსნეს. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და "ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის". რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.
17 ნოემბერს, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი წარადგინა. კონსილიუმი ციხის საავადმყოფოში იმავე დღეს შევიდა და ადგილზე მდგომარეობას 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეისწავლიდა. მეორე დღეს მათ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმების განცხადებით, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
გაიგე მეტი:
-
10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი 10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი
გადახედვა
-
შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო
გადახედვა
-
გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება
გადახედვა
-
შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის
გადახედვა
-
24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა 24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა
გადახედვა
-
ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის
-
ირანში ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი დააკავეს ირანში ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით
-
ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
-
როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში
გადახედვა
-
მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი
გადახედვა
-
ირანში დააკავეს ოსკარზე ნომინირებული ფილმის, It Was Just an Accident-ის ერთ-ერთი სცენარისტი ირანში დააკავეს ოსკარზე ნომინირებული ფილმის, It Was Just an Accident-ის ერთ-ერთი სცენარისტი
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
-
ილია ინჯია: გამოვდივარ ინიციატივით, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე ილია ინჯია: გამოვდივარ ინიციატივით, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო... ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო... ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ
გადახედვა
-
ეკა სეფაშვილი: "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილება არავითარ რეპრესიებს ჩვეულებრივი გრანტებისა და ჩვეულებრივი საქმიანობისთვის არ ითვალისწინებს ეკა სეფაშვილი: "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილება არავითარ რეპრესიებს ჩვეულებრივი გრანტებისა და ჩვეულებრივი საქმიანობისთვის არ ითვალისწინებს
გადახედვა
-
საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით
გადახედვა
-
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
-
ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა
გადახედვა
კომენტარები