"სანამ მაქედან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს" — უგულავას წერილი სააკაშვილს
ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხეში წერილი მისწერა. იგი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას "ისტორიული მასშტაბის აქტს უწოდებს". უგულავა ყოფილ თანაგუნდელს სწერს, რომ მისმა საქციელმა გააკვირვა და აღაფრთოვანა.
"მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.
მე ავდგები მალე და იცოდე ,სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი ,როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან", — წერს უგულავა სააკაშვილს და ამატებს, რომ ახლა მისით ისე ამაყობს, როგორც არასდროს.
წერილი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს მისი წაკითხვისას "თბილი ემოცია" ჰქონდა.
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.
გაიგე მეტი:
- მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს
- სააკაშვილი შიმშილობას იწყებს
- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის დაკავებაზე განმარტებებს ითხოვს
- ელჩი არ არის დაბარებული, შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი — საგარეო სააკაშვილზე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები