პოლარიზაცია, დაშინება, ზეწოლა, ამომრჩეველთა მოსყიდვა — ევროკავშირი არჩევნებზე
ფოტო: On.ge
ევროკავშირი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. ევროკავშირის განცხადებით, საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მაგრამ ხაზს უსვამენ მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს.
"გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროა უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზუნველსაყოფად", — ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი აფასებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და აგრეთვე მადლიერებას გამოხატავს თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, Covid-19 პანდემიის რთული კონტექსტის გათვალისწინებით.
"მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად გათვალისწინება, მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს. სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია, ასევე, საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე. ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას კი ყველა მხარეს აკისრებენ.
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.
"ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით.
ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს — ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი -საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს", — ნათქვამია განცხადებაში.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა.
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები