თეგეტა მოტორსი გუნდის ახალ წევრებს ეძებს
თეგეტა მოტორსი გვიზიარებს თანამშრომლების გამოცდილებას
დღეს რომ კითხოთ ზაზა კუკულაძეს რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა, გეტყვით, რომ ავტოინდუსტრიაში მოხვედრა, — თუ მეორე კითხვასაც დაუსვამთ, 5 წლის შემდეგ თავი სად წარმოუდგენია, მისი პასუხი არ შეიცვლება. არც არის გასაკვირი — 21 წლის სტუდენტი, რომელსაც მანქანების არა თუ არაფერი გაეგებოდა, მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა, თეგეტა მოტორსში აღმოჩნდა, უბრალოდ ბედი სცადა და გამოუვიდა. დღეს უკვე თეგეტა მოტორსის ბათუმის მომსახურების ფილიალის გაყიდვების ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ყველაფერს დასაწყისი, მაგრამ სხვადასხვანაირი გაგრძელება აქვს, — ზაზას ისტორიას მივყვეთ, — ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტს მუშაობის დაწყება უნდა და მიზნის მისაღწევად ეძებს გზებს. ასე ხვდება თეგეტა აკადემიაში, სადაც ავტომანქანებს ჯერ უბრალოდ შორიდან, ვიზუალურად სწავლობდა და თეორიულ კურსს გადიოდა. უცხო სიტყვები იყო "კატალიზატორის დაჩიკი" (ჟანგბადის სენსორი), "ბაბინა" (კოჭა), ,"პაჩებნიკი" (საკისარი), არც სარქველის ზამბარა იცოდა, არც გიტარა და არც "შარავოი", — სამაგიეროდ ჰქონდა სწავლის სირვილი და ჰყავდა ტრენერები, რომლებმაც დეტალებში გასარკვევად უკვე ძრავშიც ჩაახედეს.
ერთი შეხედვით ჯადოქრობას თავისი სახელი დაერქვა, ეს იყო მანქანის მექანიზმი, რომლის მუშაობის სპეციფიკასაც დღეს ზაზა კუკულაძე სრული სიზუსტით აგიხსნით.
"როდესაც გავიგე ამ შესაძლებლობის შესახებ, ვიფიქრე, — სად თუ არა თეგეტაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი, წარმატებული და სტაბილური ქართული კომპანიაა. იყო შიშის მომენტი, რამდენად შევძლებდი, იქნებოდა თუ არა საერთოდ ჩემთვის საინტერესო, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემი ცოდნა და უკვე თეგეტაში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს ნელ-ნელა დაუკავშირდა. ამან უფრო გამამხნევა და დღეს უკვე გაყიდვების ჯგუფის უფროსი ვარ", — ამბობს ზაზა.
ასე იწყება კარიერა თეგეტაში. მსურველები ჯერ თეგეტა აკადემიაში თვენახევრიან თეორიულ კურსს გადიან, შემდეგი ნაბიჯი კი უკვე გარანტირებული დასაქმებაა. ამ შესაძლებლობით სარგებლობა და საკუთარი ძალების მოსინჯვა შემოდგომიდან ქუთაისის, ფოთის და ბათუმის მცხოვრებლებსაც შეუძლიათ. ამისათვის მხოლოდ განაცხადის შევსებაა საჭირო. სასწავლო კურსი, რომელიც ბათუმში წარიმართება უფასოა. შერჩეული აპლიკანტების ტრანსპორტირების და თვენახერის განმავლობაში ბათუმში ცხოვრების ხარჯებს თეგეტა მოტორსი დაფარავს.
21 წლის იყო ზაზა კუკულაძე, როდესაც თეგეტაში მოხვდა, ამბობს, რომ ეს იყო პირველი სერიოზული სამსახური და პირველი დიდი პასუხისმგებლობა. პარალელურად არც უნივერსიტეტში სწავლა შეუწყვიტავს. შუა გზაზე საქმის მიტოვება არც თვითონ უყვარს და არც ახალი მიღწევების სურვილი დაუკარგავს, — სტაჟიორობას, ხელშკრულება და კონსულტანტის პოზიცია, შემდეგ კი დაწინაურებაც მოჰყვა. დღეს ჯგუფის უფროსია მის გუნდში კიდევ სამი თანაშრომელია.
"როდესაც თანამშრომელი თავისი საქმის ერთგული და შრომისმოყვარეა, ამას თეგეტაში ყველაზე მეტად აფასებენ და გეტყვით, რატომაც, — ყველაზე მეძიმე პერიოდში, როცა უკვე კორონას გამო რამის ყველაფერი გაჩერდა, ჩვენი კომპანია ფეხზე იდგა და არა თუ შევინარჩუნეთ სამსახური, არამედ ზუსტად ამ რთულ სიტუაციაშიც, ყველაზე ნაკლებად რომ ველოდი, დამაწინაურეს კიდეც. ის ადამიანიც ვის ადგილზეც მე დავინიშნე, კიდევ უფრო წინ წავიდა.", — ამბობს ზაზა.
არც თვითონ გაჩერებულა, ბაკალავრიატი დაამთავრა და ახლა ბათუმის უნივერსიტეტში მაგისტრატურის სტუდენტია. თეორიულ ცოდნას აგურ-აგურ გამოცდილებასაც აშენებს და კარიერის გაგრძელებასაც თეგეტაში გეგმავს.
აქვს თუ არა წარმატებას ფორმულა, ვკითხეთ ზაზას — აღმოჩნდა, რომ არც კარიერის დასაწყისში სტარტის ხაზთან ხვდები შემთხვევით და ფინიშამდე მისასვლელ გზასაც თავად ირჩევ. მთავარია არ გაუშვა შანსი, რომელიც ხელისგულზეა.
"თეგეტა მოტორსი" მის შვილობილ კომპანისთან "თეგეტა აკადემიასთან" ერთად, განაგრძობს კამპანიას "დაიწყე კარიერა თეგეტაში", რომელიც ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს მოიცავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან.
სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია.
-
8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება 8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა
გადახედვა
-
ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში? ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში?
-
ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი? ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
გადახედვა
-
ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
-
ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი
გადახედვა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
კომენტარები