ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა იყო მისაღები და რა არა — ზურაბიშვილი "ოცნების" არგუმენტზე ანულირების შესახებ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა ეფიქრა, რა იყო მისაღები საზოგადოებისთვის და რა არა. ასე ეხმაურება ის მმართველი გუნდის არგუმენტს იმის შესახებ, რომ შეთანხმების ცალმხრივად შესრულებას მხარდამჭერები არ აპატიებდნენ. გარდა ამისა, ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნაურია, რატომ მოაწერა "ოცნებამ" ხელი დოკუმენტს 43%-იანი ბარიერის შესახებ მაშინ, როცა პირველ დოკუმენტზე, სადაც ეს პირობა არ იყო, არ მოუწერია.
იმედის წამყვანის კითხვაზე, რატომ არ არის "წონიანი ან საფუძვლიანი" მმართველი გუნდის არგუმენტი, რომ შეთანხმების ცალმხრივად შესრულებას საზოგადოება ვერ გაუგებდა, ზურაბიშვილი პასუხობს:
"ალბათ, ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა იყო მისაღები და რა არ იყო მისაღები საზოგადოებისთვის. საერთოდ, ერთი პუნქტი არის, რომელიც ჩვენთვის და მე ნათქვამი მქონდა კიდევაც, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ არსებობს დანარჩენი საზოგადოებაც და პარტიებიც, ეს არის 43%-იანი ბარიერი, თუ საკითხი საერთოდ"
ზურაბიშვილი იმეორებს, რომ საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად შედგა და დარღვევები ყველგან ხდება. მისი თქმით, არ შეიძლება ლეგიტიმური არჩევნების შედეგი დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ და გახადო აუცილებელი ახალი დადასტურება.
"მე არაფერს არ უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ იყო პირველი ვერსია დოკუმენტის, რომელიც არ გულისხმობდა ამ 43%-იან ბარიერს და არ მოაწერა ხელი მმართველმა პარტიამ და შემდეგ მოაწერა ამ 43%-იან დოკუმენტს. მე კითხვას ვსვამ ცხადია", — განაცხადა მან.
28 ივლისს შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციისგან მკაცრად არ ითხოვენ შეთანხმების შესრულებას. მისი თქმით, ამ შეთანხმების "ცალმხრივი ერთგულება" ქართული ოცნებისთვის შეურაცხმყოფელია და "ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ აატიებდათ". მისივე თქმით, ვითარებაში მისი ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად ესახებათ.
3 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის არგუმენტებს, რითიც მათ ანულირება გაამართლეს. ზურაბიშვილი თქვა ისიც, რომ თავად წითელი ხაზების გავლება ხელმოწერამდე იცის, რითიც მიანიშნა ხელმომწერ პარტიებს, რომ ამაზე შეთანხმებამდე უნდა ეფიქრათ.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ნაწილი გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები და კრიტიკა, თუმცა იმისთვის რომ პატივისცემა დავიმსახჯუროთ, სიტყვას პატივი უნდა ვცეთ და ნაკისრი ვალდებულებები შევასრულოთ.
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
კომენტარები