"პატარა პრინცის" ცნობილი ფრაზის 11 ვერსია, რომელიც სენტ-ეგზიუპერის ჰქონდა მოფიქრებული
ფოტო: Shutterstock
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლეგენდარული მოთხრობის, პატარა პრინცის, გამოცემიდან თითქმის 80 წელი გავიდა, თუმცა, ბავშვებიც და ზრდასრულებიც ზუსტად ისეთივე გატაცებითა და ემოციებით კითხულობენ წიგნს, როგორც მაშინ. თუკი ერთხელ მაინც შეხვედრიხარ B-612-დან ჩამოსულ ბიჭს, ან მისი მარტოსული ვარდის შესახებ წაგიკითხავს, აუცილებლად გეცოდინება, რომ წიგნი, ფორმის მიუხედავად, მთლად ბავშვებისთვის არ დაწერილა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა კი, დიდად სავარაუდოა, რომ უფრო ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი.
ჩემი საიდუმლო ერთობ მარტივია, გაგანდობ: დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ. მთავარი თვალისთვის უხილავია.
ის თუ იცოდი, რომ სენტ-ეგზიუპერის დიდი დრო დასჭირდა ამ ფრაზის საბოლოო ვერსიაზე ჩამოსაყალიბებლად?
მოთხრობის ხელნაწერზე, რომელიც Morgan Library & Museum-ში 1968 წლიდან ინახებოდა და პირველად 2014 წელს გამოიფინა, ჩანს, რომ მწერალი მელას ფრაზას რუდუნებით ამუშავებდა.
"სენტ-ეგზიუპერი ყოველთვის ასწორებდა და აშალაშინებდა", — ამბობს მუზეუმის კურატორი, ქრისტინ ნელსონი, — "ხელნაწერით ვიგებთ, რომ იგი ნაწარმოების ფორმასა და ტონს ფართო პერსპექტივითაც ხედავდა, თუმცა, ცალკეული წინადადებები და სცენები მაინც გადაწერა. ვერაფრით გავიგებთ, რატომ გადაწყვიტა, კონკრეტულ შემთხვევაში ასე მოქცეულიყო, ან რით დაიმსახურა მისი მოწონება საბოლოო ვერსიამ, თუმცა, ამ ცვლილებებს ყურადღებით შეგვიძლია დავაკვირდეთ".
ნელსონი ცნობილი ფრაზის 11 სხვა ვერსიას გვიზიარებს, რომელიც მწერალს ალტერნატიულ ვერსიებად ჰქონდა მოფიქრებული, საბოლოოდ კი, ზემოხსენებულ წინადადებაზე შეჯერდა.
1. "Mais ce qui compte est invisible"
"თუმცა, რაც მნიშვნელოვანია, ის უხილავია".
2. "Mais l’essentiel est toujours invisible"
"თუმცა, რაც არსებითია, ყოველთვის უხილავია".
3. "Ce qui est important est toujours invisible"
"რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის უხილავია".
4. "Le plus important demeure invisible"
"ყველაზე მნიშვნელოვანი უხილავი რჩება".
5. "Ce qui est important ça ne se voit pas"
"რაც მნიშვნელოვანია, მას ვერ დავინახავთ".
6. "Ce qui compte ne se voit pas"
"რასაც მნიშვნელობა აქვს, მას ვერ დავინახავთ".
7. "Ce qui est tellement joli n’est pas pour les yeux"
"რაც მშვენიერია, თვალისთვის უხილავია".
8. "Ce qui est important, ça ne se voit pas"
"რაც მნიშვნელოვანია, ის არც ჩნდება".
9. "Ce qui se voit ça ne compte pas"
"რასაც ვხედავთ, ის უმნიშვნელოა".
10. "L'important est toujours ailleurs"
"რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის სადმე სხვაგანაა".
11. "Ce qui est le plus important c’est ce qui ne se voit pas"
"მნიშვნელოვანი ის არის, რასაც ვერ ვხედავთ".
სენტ-ეგზიუპერიმ პატარა პრინცზე მუშაობა 1942 წლის ოქტომბერში დაასრულა და გვარიანად დარედაქტირებული ხელნაწერი თავის მეგობარს, სილვია ჰამილტონს მიაბარა, სანამ ალჟირისკენ მიმავალ ესკადრილიას შეუერთდებოდა. სხვათა შორის, სილვიას შავი პუდელი წიგნისთვის ილუსტრაციების ხატვისას ცხვრის ნატურა იყო.
ნაწარმოები აშშ-ში 1943 წლის დასაწყისში გამოიცა, თუმცა, სენტ-ეგზიუპერი თავისი წიგნის მსოფლიო მოვლენად ქცევას არ მოსწრებია. იგი 1944 წლის ივლისში გაუჩინარდა, მისი ვინაობის დამადასტურებელი სამაჯური კი მარსელის ნაპირებზე მეთევზემ 1998 წელს იპოვა.
პატარა პრინცი დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად. ტექსტი თარგმნილია 301 ენასა და დიალექტზე და გაყიდულია მისი 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
კომენტარები