ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, რომ საკმაოდ მკვეთრი შეფასებით ეპასუხა — თურნავა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "ბატონი ბიძინა" ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო იძულებული გახდა, "საკმაოდ მკვეთრი შეფასებით" ეპასუხა. კერძოდ, ნათია თურნავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას გუნდი ივანიშვილის სახელს იყენებს და მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას, თითქოს ის ივანიშვილის პროექტია.
"საზოგადოებას მოეხსენება, ჩვენს პარტნიორებსაც, მოსახლეობასაც, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია უკვე დისტანცირებულია პოლიტიკიდან, აქტიურად არანაირი ფორმით არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, რომ ასეთი განცხადებით, საკმაოდ მკვეთრი შეფასებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემირმინისტრის, ბატონი გახარიას პარტია იყენებს მის სახელს და აწვის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ თითქოსდა, ის არის ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასების მიცემა, რაც ასახულია ბატონი ბიძინას განცხადებაში. მათ შორის, მან ეს გადაწყვეტლება და გადადგომის საქციელი შეაფასა ღალატის ტოლფას საქციელად", — თქვა თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თავად როგორ აფასებს გახარიას გადადგომას. გახარიას მინისტრთა კაბინეტის აწ უკვე ყოფილი წევრი ამბობს, რომ ექსპრემიერის გადაწყვეტილება ბრძოლის ველის დატოვება იყო.
"ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რა მომენტში მოხდა გადადგომა. გადადგომა მოხდა საკმაოდ დინამიურ და რთულ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური კრიზისი. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს, ბატონ პრემიერმინისტრს. ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება", — განაცხადა თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ გახარიას გუნდის წევრების მიერ თითქოსდა გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა კიდევ ერთმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მისი თქმით, პარტიულ აქტივში და რეგიონებში ისინი ამბობენ, რომ მხარდაჭერილნი არიან ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ, რაც სიცრუეა. მინისტრის განცხადებით, "როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი გამოდის და იძახის, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი".
დღეს, 7 ივნისს, ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა და ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გახარია გააკრიტიკა. ის ამბობს, რომ იმედგაცრუებულია და ექსპრემეირს გუნდისა და ქვეყნის მოღალატეს უწოდებს, მის საქციელს კი პოლიტიკურ დანაშაულად აფასებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები