წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა პროცესისადმი ნდობა შეამცირა — ISFED-ის საბოლოო ანგარიში
ფოტო: On.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის თანხმად, არჩევნების დღე, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, ძირითადად, კანონმდებლობის დაცვით წარიმართა. Covid-19-ის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყო ამომრჩეველთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. თუმცა, ISFED-ის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა ზეწოლა/მუქარა/მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების სიმრავლემ, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა და მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
ISFED-მა საარჩევნო პროცესში შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:
- საპარლამენტო არჩევნებს წინ განხორციელებული საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის შედეგად, არსებული საარჩევნო მოდელი მიუახლოვდა პროპორციულ სისტემას, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო და მიზნად ისახავდა საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფას. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიუხედავად, კვლავ უცვლელი დარჩა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო კომისიებში პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში პოლიტიკური გავლენების არსებობა და პარტიების მიერ არაპარიტეტული წესით წევრების დანიშვნის საკითხი, რამაც განაპირობა საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირება და დატოვა კითხვები საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ;
- წინასაარჩევნო პერიოდში, გამოწვევას წარმოადგენდა მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზეწოლის/მუქარის შემთხვევები. პანდემიის გამო დამძიმებულმა სოციალურმა ფონმა, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ არაერთი ადამიანის სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია და შექმნა მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემის აუცილებლობა. თუმცა, სახელმწიფოს სახელით გაცემული დახმარების მოსახლეობამდე მიტანაში მმართველი ძალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შედეგად, ეს დახმარება, ბენეფიციართა თვალში, ქართულ ოცნების მიერ გაღებულ დახმარებად ასოცირდებოდა. მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, რომლებიც ადგილზე სახელისუფლებო ძალას წარმოადგენდნენ და ამომრჩევლის თვალში გაიგივებულნი იყვნენ მასთან. მთელ ამ პროცესში, პრობლემა იყო სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არარსებობა. ტენდენციის სახე ჰქონდა მაჟორიტარი დეპუტატებისა და კანდიდატების მიერ საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას, რომლის შესახებ ინფორმაცია აქტიურად შუქდებოდა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა.
- გარდა ადმინისტრაციულ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობისა, მმართველი პარტიის მიერ მიღებული და წინასაარჩევნოდ დახარჯული ფინანსები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ოპოზიციური პარტიების რესურსებს. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტებს ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, არსებითად არათანაბარ პირობებში უხდებოდათ კამპანიის წარმოება;
- საარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით რეგიონებში, გამოწვევად რჩებოდა ფიზიკური დაპირისპირების, ზეწოლის/მუქარის შემთხვევები. მათ შორის ადგილი ჰქონდა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ქალი კანდიდატების მიმართ არაკეთილგანწყობილი გარემო, რაც, ხშირად, გამოიხატებოდა სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკრედიტაციითა და მუქარით. ასევე, გავრცელდა პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ ცნობებიც;
- მიუხედავად საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებისა, რომლის საფუძველზეც, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს აგიტაციაში მონაწილეობა აეკრძალათ, სკოლები და მათი ადმინისტრაცია, კვლავ, პოლიტიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა;
- წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა უკიდურესი პოლარიზაციით, როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიაში. პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, უმეტესად, უარს აცხადებდნენ დაპირისპირებულ ძალასთან აფილირებული საინფორმაციო პლატფორმების გამოყენებაზე. დისკუსია იშვიათად იმართებოდა პროგრამულ საკითხებსა და პარტიების სამომავლო ხედვებზე. შესაბამისად, ამომრჩეველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოესმინა პოლიტიკური პროგრამები და გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი. ასეთი გარემო არ ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ახალი/შედარებით მცირე მხარდაჭერის პოლიტიკური პარტიების წარმოსაჩენად და კიდევ უფრო აღრმავებდა დაპირისპირებას საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შორის;
- არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების შიგნით კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, განსხვავებით საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრისა, სადაც მასობრივი სახე ჰქონდა პარტიული აქტივისტების მობილიზებას და ამომრჩეველთა აღრიცხვას. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში, უკონკურენტო არჩევნების დროსაც კი, მმართველმა პარტიამ კვლავ გამოიყენა აღნიშნული მეთოდი. ეს პრაქტიკა, წლებია, პრობლემას წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმი. პარტიული კოორდინატორების გარდა, საარჩევნო უბნების მიმდებარედ საეჭვო პირთა ჯგუფების შეკრება, დამატებით რისკს უქმნიდა თავისუფალ საარჩევნო გარემოს.
- საარჩევნო პროცესში, ერთ-ერთ მთავარ მიგნებას წარმოადგენდა გადასწორებული და დისბალანსიანი (როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით) შემაჯამებელი ოქმების სიმრავლე და მათში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ნაკლოვანი პროცესი. შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი პრობლემებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით, შესწორების ოქმები როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგა. საგულისხმოა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმების რაოდენობა აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიებში შემდგარი შესწორების ოქმების რაოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესწორების ოქმების შედგენა არა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე, არამედ არაფორმალურ გარემოში წარიმართა. შესწორების ოქმები, უმეტესად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიცემოდა. კერძოდ, შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები არა გადათვლის საფუძველზე, არამედ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წერილობით ან/და ზეპირ ახსნა- განმარტებებზე დაყრდნობით სწორდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამ მეთოდით შედგენილი შესწორების ოქმები და საოლქო სარჩევნო კომისიაში გადათვლის გარეშე გამოცემული განკარგულებები აღიქმებოდა შემაჯამებელ ოქმში ბალანსის მიღწევის ინსტრუმენტად;
- საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე რეაგირება ვერ აკმაყოფილებდა საარჩევნო დავის განხილვისთვის დადგენილ სტანდარტებს. გამოვლინდა, ფორმალური მიზეზით, საჩივრების უგულებელყოფისა და განხილვისგან თავის არიდების ტენდენცია. შემაჯამებელი ოქმების შესწორებისა და საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩვენო კომისიებში მიმდინარეობდა საქმის გარემოებათა შესწავლისა და არსებითი განხილვების გარეშე და, შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების ნაცვლად, კომისია ეყრდნობოდა მხოლოდ საუბნო საარჩვენო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს. საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს მოვალეობას, კენჭისყრის სათანადოდ ჩატარებასთან ერთად, მისი შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამგვარი ნდობა უნდა მიღწეულიყო, ყველა არსებულ შენიშვნასა და საჩივარზე, დასაბუთებული და გამჭვირვალე განხილვის შედეგად მიღებული პასუხით. ამის საპირისპიროდ, საჩივრების განხილვის პროცესმა ვერ უზრუნველყო შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული დარღვევების და ხარვეზების გამჭვირვალე და სანდო მექანიზმებით აღმოფხვრა;
- საარჩევნო დავების განხილვისას, ანალოგიური პრობლემები დაფიქსირდა საერთო სასამართლოებშიც. საარჩევნო კომისიების მსგავსად, აქაც გამოიკვეთა ფორმალური, ზედაპირული მიდგომა. ამასთან, სასამართლოები, როგორც წესი, სრულად იზიარებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების ყველა მოსაზრებას და მსჯელობას, მაშინაც, როცა ის არაფრით იყო გამყარებული ან/და საპირწონედ მომჩივანის საფუძვლიანი არგუმენტები არსებობდა. სასამართლო გადაწყვეტილებები უმეტესად შაბლონური იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგი მსჯელობა და აზრი სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილებებში იდენტურია და შეიცავს მსჯელობებს საარჩევნო კოდექსის არარელევანტურ ნორმებთან დაკავშირებით. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ვერ აჩვენეს არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვის მაღალი სტანდარტი.
არასამთავრობო ორგანიზაციის სრული ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ აქ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები