დასავლელმა მეგობრებმა მოლაპარაკებების პროცესისადმი მიდგომა უნდა შეცვალონ — ჯაფარიძე
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ყველაფერზე თვალის დახუჭვა და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე "შეგუება", ნიშნავს "უპასუხისმგებლობასა და კრიზისის დროში უფრო გაწელვას". ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაპოსტა და თქვა, რომ ეს დასავლეთმაც უნდა გაიაზროს და შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესისადმი მიდგომა შეცვალოს.
"ნაცვლად იმისა, რომ დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთნაირად მოუწოდებდნენ კომპრომისებისა და შეთანხმებისკენ, ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უნდა უთხრან გასაგებად, ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ: ის რომ მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის და პარტიის ხელშია, სასამართლო პოლიტიზებულია, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და არჩევნებისადმი ნდობა არ არსებობს — თქვენი პასუხისმგებლობაა;
ჩვენთან თუ გინდათ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ყველაფერი უნდა შეცვალოთ დღესვე (არა ზეგ და 7 წელში), იმიტომ რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეა. მხოლოდ ეს შეილება იყოს შარლ მიშელის 5 პუნქტის შინაარსი და მხოლოდ ასეთი მიდგომით ჩვენი მეგობრების მხრიდან არის შესაძლებელი იმ პუნქტებზე შეთანხმება", — წერს ის.
მისი განცხადებით, ნებისმიერ დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში კრიზისის განმუხტვისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა — ხელახალი არჩევნები, ხოლო ქართული ოცნება აცხადებს, რომ ეს "წითელი ხაზია". ჯაფარიძის თქმით, მმართველი პარტიისთვის წითელი ხაზი არა ვადამდელი არჩევნები, არამედ "ძალაუფლების დაკარგვაა", რადგან მათ "წესიერი არჩევნების გზით ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ".
"ამ ფონზე ჩვენმა დასვლელმა მეგობრებმა, ზემოთ აღწერილი არაერთი მძიმე გამოწვევის გათვალისწინებით, გადაწყვიტეს ჩვენი დახმარება და დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მომრიგებლის როლის საკუთარ თავზე აღება. ამისთვის მათ მხოლოდ მადლობა ეკუთვნით, განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს. მოლაპარაკების რაუნდებმა პრაქტიკულად უშედეგოდ ჩაიარა და ახლა ყველა ველით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, ბ-ნი დანიელსონის მეორე ვიზიტს იმის იმედით რომ ახლა მაინც მოხდება რაიმე შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა", — ამბობს ის.
ჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ მომენტისთვის "სრულად გაუგებარია", რა შეიძლება მოხდეს მეორე ვიზიტის დროს ისეთი, რომ მოლაპარაკებების დინამიკა შეიცვალოს და მხარეები შეთანხმებამდე მივიდეს, ამიტომ მისი განცხადებით:
- პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს;
- სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი;
- ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული და ოპოზიცია აღჭურვილი უნდა იყოს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად საჭირო რეალური ბერკეტებით;
- ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
- არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივ ბარიერიანი სისტემით;
- ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს საკმარისი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ქვეყნის ასეთ ვითარებმდე მიყვანის შემთხვევაში, და ყველა სხვა გამოწვევების გათვალისწინებით, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
მისი განცხადებით, ის ელოდება, რომ სწორედ ეს იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის გზავნილები მეორე ვიზიტის დროს.
22 მარტს შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდებოდა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, კომპრომისებზე წავსლის დროა. დანიელსონის ბოლო ვიზიტის დროს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.
დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები