თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ
ფოტო: თოდუას კლინიკა
ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ.
— რა როლი აქვს მკურნალობას მშობლიურ გარემოში?
მშობლიური გარემო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მკურნალობის პროცესში, ასეთ დროს, პაციენტის სხვადასხვა ემოცია სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს — ღიმილი, ცრემლი, სევდა, სიხარული, იმედი — მნიშვნელოვანია ამ ემოციების გამოხატვის დროს მშობლიურ გარემოში იყო, ახლობელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, შინაურ ცხოველთან, კოლეგებთან, რადგან ხშირად სწორედ ეს გარემო ხდება სიმშვიდის გარანტი. ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიურად უამრავ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას, უცნობ ადამიანებსაც კი, ვისაც ყოველ დღე ვხვდებით ნაცნობ ქუჩაზე, სახლი, სადაც ვცხოვრობთ, საწოლი ოთახი, სადაც ყველაზე მშვიდად გვძინავს, ადგილები და ნივთები, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, მოგონებები, რომლებიც დადებით მუხტს გადმოგვცემს, სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს ემოციურ სიძლიერეს!
უცნობ გარემოში ადაპტირება კიდევ უფრო სტრესულია, როდესაც მკურნალობისთვის იცვლი საცხოვრებელს — პაციენტისთვის ხშირად მშობლიურ ენაზე ექიმებთან კომუნიკაციასაც კი დიდი როლი ენიჭება. ჩვენი გასტრონომიული ჩვეულებების გამო, ორგანიზმს უჭირს ახალ საკვებთან შეგუება, განსხვავებული სასმელი წყლის მიღება, ალერგიულ დერმატიტს ხშირად იწვევს კანისთვის მიუჩვეველი წყლის შეხებაც. ჩვენი კამპანიის მთავარ ვიდეო რგოლში სწორედ ეს ჩანს — პაციენტის წერილებით გადმოცემული ისტორია, რომელიც მადლობას უხდის სრულიად უცნობ ადამიანს, რომელმაც ტელევიზიით თავისი ისტორიის მოყოლით გადაარჩინა, მადლობას უხდის ჩვენი კლინიკის პიანისტს, რომელიც ამ რთული გზის გავლის დროს პოზიტიურად განაწყობდა პროცედურებამდე. ჩვენი პაციენტის, ნონას ისტორია კიდევ ერთი დასტურია, იმის, თუ რა შეუცვლელი ძალა აქვს მშობლიურ გარემოში მკურნალობას და სწორ ემოციურ მხარდაჭერას.
— თქვენი კლინიკა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა, მიმდინარე კამპანიაც ამას მოწმობს — რატომ ონკოლოგიაზე განსაკუთრებული აქცენტი?
ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის მაჩვენებლებით მსოფლიოში რიგით მეორეა გულსისხლძარღვთა დაავადების შემდეგ. გაცილებით მეტი სტერეოტიპი, ცრუ ინფორმაცია და არასწორი დამოკიდებულებაა სწორედ ონკოლოგიური დაავადებების მიმართ. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პოზიტიურად ცვლის მოსახლეობის დამოკიდებულებას, ქცევას. განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია სწორ კომუნიკაციაში. ჩვენი კამპანიებით ვცდილობთ დავამსხვრიოთ არაერთი მითი — მოსახლეობის ნაწილს აქვთ დიაგნოზის მოსმენის შიში, დაავადებულ პაციენტებს კი ხშირად ჰგონიათ, რომ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია "ანგრევს". ჩვენს კლინიკაში თითოეულ პაციენტს განიხილავენ ინდივიდუალურად, საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით, სწორად და ინდივიდუალურად დაგეგმილი მკურნალობა გართულებებს და გვერდით მოვლენებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ჩვენი თითოეული კამპანიით გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაზე მთავარი რამ — როდესაც ხარ ინფორმირებული, ხარ ძლიერი!
— ვიდეორგოლის მთავარი გმირი ქუთაისიდან არის, ალბათ სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდანაც ბევრი პაციენტი გყავთ, რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ნდობას გიცხადებენ?
ჩვენთან პაციენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდიან და არამარტო ქვეყნის, ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა თანასწორი ვართ. ვფიქრობ, რომ ნდობა განპირობებულია მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომით, გამოცდილებით, სამედიცინო პერსონალის მუდმივი განათლებით. საჯაროდ ათეულობით პაციენტის ისტორია გვაქვს გადმოცემული, ეს რიცხვი რეალურად, გაცილებით მეტია — ათეულობით ათასი პაციენტი თავად არის ცოცხალი მაგალითი, რომ კიბო განაჩენი არ არის, რომ დროული დიაგნოსტიკა პრინციპულად მნიშვნელოვანს ხდის მკურნალობის ეფექტურად წარმართვას. განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით ნდობას, რომელიც 30-წლიანი გამოცდილებით, პროფესიონალი ექიმებით, ჩვენი სოციალური კამპანიებით და პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით მოვიპოვეთ.
— ვიდეორგოლის გარდა, სხვა რა საკომუნიკაციო გეგმები გაქვთ კამპანიის ფარგლებში?
კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენს მკითხველს უკვე შესაძლებლობა აქვს კამპანიის მთავარ ვიდეოს გაეცნოს, რომელსაც მოჰყვება ფოტოსესია პაციენტებისა და იმ ახლობელი ადამიანების, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშეს მათი გამოჯანმრთელების რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან გზაზე. იქნება მორიგი ვიდეორგოლი, სადაც კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ რამხელა როლი აქვს სწორ ემოციურ მხარდაჭერას. კამპანიას სრული მხარდაჭერა ექნება სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიასა და სატელევიზიო გადაცემებში.
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
კომენტარები