გეოგაპი/GeoGAP ფერმერებს უვნებელი პროდუქციის წარმოებისთვის სტანდარტების დანერგვაში ეხმარება
გეოგაპი/GeoGap-ის სერტიფიკატის მიღების პროცესის გამარტივებისა და ეფექტურად წარმართვის მიზნით, შეიქმნა უახლესი ხელსაწყოებით აღჭურვილი მობილური ლაბორატორია, რაც ადგილზე მომსახურების საშუალებას იძლევა. გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი უვნებელი სურსათის წარმოების ადგილობრივი ნიშანია, რომელიც ფერმერებს, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, აწარმოონ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული, მათი საქმიანობა დაუახლოვონ საერთაშორისო სტანდარტებს.
გეოგაპი/GeoGAP-ს სტანდარტის დასანერგად მეწარმემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციას უნდა მიმართოს.
ფოტო: GeoGAP
2020 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სატესტო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გეოგაპი/GeoGAP-ის მობილური ლაბორატორიის გამოყენება და ვიზიტები საანალიზო ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის (ნიადაგი, წყალი და ხილბოსტნეული).
"გეოგაპის მიღებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა, ამ პროცესს გვიმარტივებს მობილური ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებისა და ექსტენციის მიზნისთვის შეიქმნა. ლაბორატორია კარგი საშუალებაა, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერულ მეურნეობებში ლაბორატორიული ანალიზების საველე პირობებში ჩატარებისა. აუდიტის წარმატებით გავლის შედეგად კი მას გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატი მიენიჭება", — განაცხადა გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიცირების უფროსმა სპეციალისტმა, საბა მესხმა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ თორია მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა მხრიდან უვნებელ სურსათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც ფერმერისთვის გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შეიქმნა გეოგაპი/GeoGap-ი, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, დანერგონ ახალი სტანდარტები უვნებელი პროდუქციის წარმოებისთვის და გახადონ წარმოება უფრო მომგებიანი.
"როდესაც მომხმარებელი დაინახავს გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატის აღმნიშვნელ ნიშანს ამა თუ იმ პროდუქციაზე, მაგალითად, მწვანილზე, ვაშლზე, სტაფილოზე, ის უკვე დარწმუნებულია, რომ ოჯახისთვის ყიდულობს უვნებელ პროდუქციას და აღარ უჩნდება კითხვა შეიცავს თუ არა მის მიერ ნაყიდი სტაფილო მავნე ნივთიერებებს", — აღნიშნავენ გეოგაპი/GeoGAP-ში.
ბაზარზე უკვე არსებობს გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატის მფლობელი სამი კომპანია, მათ შორის ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია ჰერბია. გეოგაპის სტანდარტის დანერგვის პროცესს ამჟამად რამდენიმე კომპანია გადის და ბაზარს მალე უფრო მეტი უვნებელი პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შეემატება.
ვინ დაგეხმარება, დანერგო გეოგაპი/GeoGAP-ი
ფოტო: GeGAP
გეოგაპი/GeoGAP-ის გუნდის წევრები არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები საბა მესხი, ილია კუნჭულია და თეკლა გურგენიძე, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში წარმატებული მუშაობის გამოცდილება. მათ ტრენინგები ჰოლანდიურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში Q-Point გაიარეს, რომელთან თანამშრომლობის შედეგადაც შეიქმნა გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი. Q-Point-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. Q-Point-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტების დროს მათთან ერთად განხორციელდა სტანდარტის სახელმძღვანელოს შემუშავება, მოთხოვნების სიის შედგენა და პილოტ ფერმერებთან ვიზიტი.
გეოგაპი/GeoGAP-ი მესაქონლეობის სექტორში
გეოგაპი/GeoGAP-ი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის სექტორით არ შემოიფარგლება და თამარ თორიას განცხადებით, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი სექტორი — მესაქონლეობა დაემატება. მისი თქმით, ფერმის დონეზე, პირველადი წარმოების გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის მინიჭება იქნება შესაძლებელი.
"უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის საქართველოში სურსათის გადამუშავების ეტაპზე ინერგება სხვადასხვა სისტემები, მაგალითად, როგორიცაა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა, სურსათის უვნებლობის მართვის სიტემა ISO 22000 და სხვა, თუმცა პირველადი გადამუშავების დონეზე მსგავსი ხარისხისა და უვნებლობის სისტემები ნაკლებად არის წარმოდგენილი. არადა, მნიშვნელოვანია უვნებელი და ხარისხიანი ნედლეულის, მათ შორის რძისა და ხორცის მიღება პირველადი წარმოების დონეზე", — განაცხადა თამარ თორიამ.
ფოტო: GeoGAP
მესაქონლეობის სექტორში, პირველადი წარმოების დონეზე გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის სისტემის შექმნაზე მუშაობას იწყებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL", რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის სისტემა იქნება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის სისტემების ადაპტირებული ვერსია მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერული მეურნეობებისთვის.
"პირველადი პროდუქციის მწარმოებლებს გეოგაპი/GeoGAP-ის დანერგვა დაეხმარებათ, ერთი მხრივ, მზად დახვდნენ სახელმწიფო კონტროლს, ხოლო მეორე მხრივ, აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის და უვნებელი პროდუქცია, შესაბამისად, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის, მაგალითად, რძის უფრო მაღალ ფასად და სტაბილურ, ინდუსტრიულ მომწოდებლებზე რეალიზაცია", — განაცხადა პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" დირექტორის მოადგილემ ლაშა ავალიანმა.
გეოგაპის/GeoGAP-ის სტანდარტი შეიქმნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ პროექტ "ზრდა"-ს ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
კომენტარები