მოდი, დავიწყოთ გახარიას საქმეების გახსენება და შევავსოთ ქვიზი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ბიზნესომბუდსმენობით დაიწყო და გუნდთან შეუთანხმებელი პოზიციით დაასრულა. დიდი გზა გაიარა — იყო პრემიერმინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი და წინააღმდეგობის მიუხედავად, პრემიერიც გახდა.
ამ ხანგრძლივ გზაზე არაერთი ეპითეტით დაუხასიათებიათ — თვალთხარიადან დაწყებული, კრიზისმენეჯერით დამთავრებული. თავადაც არ აკლებდა ეპითეტებს სხვებს — ოპოზიციას ხან კურდღლებს ეძახდა, ხან ხულიგნებს. იყო დრო, მათ "დასრულებითაც" ემუქრებოდა, მაგრამ თვითონ უფრო ადრე დაასრულა.
მთელი კარიერის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კანონი, როგორი წინააღმდეგიც არ უნდა იყოს საზოგადოება ან ოპოზიცია, უნდა აღსრულდეს და ყველას მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. ამ ხისტი პოზიციით ამართლებდა ყველა ნაბიჯს, თუმცა პრემიერმინისტრობის ბოლო დღეს რიტორიკა შეიცვალა და თქვა: "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".
მიუღებლად არ მიაჩნდა ეს ბასიანსა და გალერიში, ან პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას; არც მაშინ, როცა "პარლამენტზე შტურმის აღკვეთის" მოტივით ანტისაოკუპაციო აქციას რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შლიდა. ალბათ ამიტომ, მის წასვლას "პასუხისმგებლობის არიდებად" უფრო ხშირად აფასებენ, ვიდრე "კრიზისის განმუხტვის" მცდელობად, როგორც ეს თავად აღნიშნა.
შეავსე ჩვენი ქვიზი და ნახე, რით დაგვამახსოვრა თავი გახარიამ. "ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს", რომ ეს ქვიზი მარტივი არ იქნება. მოდი, დავიწყოთ...
მოდი, დავიწყოთ გახარიას საქმეების გახსენება და შევავსოთ ქვიზი
ტესტის დაწყება1 / 20 გაიხსენე პირველი გახმაურებული საქმე გახარიას შს მინისტრობისას
2 / 20 "მოდი, დავიწყოთ ბოდიშით" — რა პირობა მისცა და არ შეუსრულა გახარიამ ამ სიტყვების შემდეგ დაშლილი აქციის მონაწილეებს?
- კლუბებში სპეცრაზმი აღარასდროს შევიდოდა
- ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებდნენ
- ქართულ მარშს აღარავის მიუქსევდნენ
3 / 20 ჩამოთვლილთაგან პირველად რომელი გახმაურებული საქმის გამო მოითხოვეს გახარიას გადადგომა და რატომ?
- 20 ივნისის — მოქალაქეების ძალადობრივი გზით დაშლის გამო
- პანკისის ჰესის სპეცოპერაციის — არასწორი ბრძანების გამო
- ხორავას ქუჩის — გამოძიების არაკვალიფიციურად ჩატარების გამო
4 / 20 ე.წ. მირზა სუბელიანის ჩანაწერების მიხედვით, როგორ იყო გახარია ჩართული ხორავას ქუჩის საქმეში?
- გამოძიების კეთილსინდისიერად წარმართვას ხელმძღვანელობდა
- სუბელიანისთვის ფინანსური ნაწილს აგვარებდა
- ვიქტორ ჯაფარიძეს სუბელიანის გასაჩუმებლად ციხეში აგზავნიდა
5 / 20 რომელი კამპანია წამოიწყო შს სამინისტრომ გახარიას მინისტრობისას?
6 / 20 რა რეაქცია ჰქონდა გახარიას პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე?
- თავს დამნაშავედ გრძნობდა მორალური ზიანისთვის, რაც რატიანს მიადგა
- გაბრაზებული იყო კადრების გასაჯაროების გამო
- ამბობდა, რომ არცერთი წუთით არ ნანობს
7 / 20 ჩამოთვლილთაგან, რომელი ფორმით არ მიუმართავს გახარიას ჟურნალისტებისთვის?
8 / 20 როგორ მოიქცა გახარია, როცა მისი უწყების მიერ შემუშავებულ კანაფის კონტროლის კანონპროექტს საპატრიარქომ ბრძოლა გამოუცხადა?
- განაცხადა, რომ ეკლესია სახელმწიფოს საქმეში არ უნდა ერეოდეს
- შეხვდა სინოდს და ნეიტრალურ პირობებზე შეთანხმდნენ
- შეხვდა პატრიარქს და კანონპროექტი უკან გაიწვია
9 / 20 რას პასუხობდა შს მინისტრი თიბისის დამფუძნებლის, ხაზარაძის ბრალდებას ე.წ. მუქარის წერილზე?
- "წერილებს არ ვწერ, სათქმელს ყველას პირში ვეუბნები"
- "ბიზნესმენებს არასდროს ვემუქრები"
- "გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას, ერის წინაშე მართალი ვარ".
10 / 20 ჩამოთვლილთაგან, რომელი საქმე არ უკავშირდება გახარიას შს მინისტრობის პერიოდს?
11 / 20 "უბრალოდ, ვერ ვხედავ, არც სურვილი მაქვს. ვთვლი, რომ რასაც ვაკეთებ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი" — რაზე ამბობდა ამას გახარია?
12 / 20 რა გახდა რამდენიმეთვიანი უწყვეტი აქციების მიზეზი, რომელზეც გახარიას გადადგომას ითხოვდნენ?
- 20 ივნისის აქციის ძალადობრივი გზით დაშლა
- გახარიას აღიარება შს სამინისტროში არსებულ ხარვეზებზე
- გახარიას ცინიკური განცხადებები პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორზე
13 / 20 მეუფე იაკობის განცხადებით, რაზე "ეჩალიჩებოდა" გახარია გომელაურთან და კვირიკაშვილთან ერთად?
- არაადეკვატური განცხადებებისგან თავის შეკავებაზე
- პატრიარქის გადაყენებაზე
- მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გატანაზე
14 / 20 როგორ მოიქცა გახარიას უწყება, როცა Tbilisi Pride-ს ღირსების მარშის ჩატარება სურდა?
- დაიცვა მათი გამოხატვის თავისუფლება
- დააკავა ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ლგბტქ აქტივისტებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ
- მათ ღია სივრცეში დაცვის გარანტია არ მისცა
15 / 20 "აქ ვარ და ვიქნები მანამ, სანამ იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, არ დავასრულებ. ამის შემდეგ ყველანაირი პრობლემის გარეშე გადავდგები" — რა მოხდა გახარიას ამ ციტატიდან 1 თვეში?
- 20 ივნისის საქმე გამოიძია და გადადგა
- 20 ივნისის საქმეზე ბრძანების გამცემ პირებს ბრალი წაუყენეს
- ის პრემიერმინისტრად წარადგინეს
16 / 20 რა გახდა ათეულობით კრიტიკული წერილის მიზეზი, რომელიც გახარიამ კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარებისგან მიიღო?
- პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდება
- ლარის კურსის გაუფასურება
- ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმა და რუსეთთან მეგობრული ხელშეკრულების გაფორმება
17 / 20 რას ამბობდა გახარია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 4 დღით ადრე?
- "საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საერთოდ შუქის ჩაქრობა და ასე ლოდინი"
- "აუცილებელია, რაც შეიძლება მალე ჩავკეტოთ ქვეყანა"
- "2-3 კვირაც და..."
18 / 20 რა გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ, როცა საპატრიარქომ უარი თქვა პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს დამორჩილებოდა?
- გამოსცა ბრძანება, დაეჯარიმებინათ ყველა, ვინც წესებს დაარღვევდა
- საპატრიარქოს პრივილეგირებულად მისცა წესების დარღვევის უფლება
- შეზღუდვები საერთოდ მოხსნა, რომ კონფლიქტი აერიდებინა
19 / 20 "სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ" — თქვა გახარიამ კორონავირუსზე საუბრისას 2020 წლის 19 ოქტომბერს. რა მოხდა 2 კვირაში?
20 / 20 ჩამოთვლილთაგან, რომელი ფრაზა არ ეკუთვნის ყოფილ პრემიერმინისტრ გახარიას?
- "რა კორუფცია ხალხნო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში..."
- "მაგარი კი არა, კურდღლები ხართ"
- "საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობს, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი"
- "კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ"
- "მადლობა ბატონ ბიძინას, რომ პრემიერმინისტრობა შევძელი. ამაყი ვტოვებ თანამდებობას"
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა

კომენტარები