გვარამია პროკურატურისგან მოითხოვს, გამოქვეყნდეს მოსამართლეების განცხადების შინაარსი
ფოტო: ნოდარ ლადარია / Facebook
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პროკურატურისგან მოითხოვს გამოქვეყნდეს განცხადების შინაარსი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, მათზე შესაძლო ზეწოლის გამო, პროკურატურას მიმართეს:
"ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან, რომ გამოქვეყნდეს განცხადების შინაარსი და შეწყდეს ზეწოლა მოსამართლეებზე, არა მხოლოდ ჩვენი საქმის გადაწყვეტის ნაწილში, არამედ იმ ნაწილში, რომ შეცვალონ ამ გადაწყვეტილების შინაარსი. ეს ზეწოლა არის ძალიან ფართომასშტაბიანი, იმიტომ, რომ მიმდინარეობს ანგარიშსწორება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და ა.შ."
გვარამია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ყველა პრო-დასავლურ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ ამ საკითხით.
გვარამიას თქმით, ამ ინფორმაციის გასაჯაროვება იმიტომ არ მოხდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელისუფლების მოკავშირეა მოსამართლეების წინააღმდეგ. მისივე თქმით, მოსამართლეებზე იყო ზეწოლა, რომ შეეცვალათ ამ განცხადებაში დასახელებული პირების ვინაობა და ხელისუფლების წამომადგენლები ჩაენაცვლებინათ მიხეილ სააკაშვილით და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები:
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ მათ ან გაეტანათ განცხადება, ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები. დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე, ან ის ადამიანები, რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები. ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ისევე გენერალური პროკურატურის მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს როგორც მორალური, ასევე, პროფესიული უფლება, რომ დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები სახელმწიფო სისტემაში."
გვარამიას განცხადებით, მათ განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეს, რაც უვიზო მიმოსვლის პროცესი დასრულდა, რადგან მისი თქმით, ევროპარლამენტი ძალიან სენსიტიურია იმგვარი განცხადებების მიმართ, რომელიც ეხება მედიის და სასამართლოს თავისუფლებას.
გუშინ, 2 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 14 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე პროკურატურას მათზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოძიებას სთხოვს.
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
კომენტარები