რატომ განიხილავს პარლამენტი ჯერჯერობით მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის წევრების მანდატების საკითხს — კახიანის პასუხი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრის, გიორგი კახიანის თქმით, იმ პარტიებს წარმომადგენლებს, რომელთა საარჩენო სიები ცესკოს მიერ ანულირებულია, ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. სწორედ ამიტომ, კომიტეტი არ ჩქარობს მათი უფლებამოლისების საკითხის განხილვას.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხს. ანუ, იმ პარტიებს, რომლებსაც ჩახსნილი აქვთ თავისი სიები, მათი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებების შეწყვეტა გამოიწვევს იმას, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ, ამიტომ, ვიდრე საბოლოოდ შეთანხმება არ შედგება და ეს მოლაპარაკებების რაუნდი არ დასრულდება, ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ ვიღებ", — განაცხადა გიორგი კახიანმა.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
დღეს, 4 იანვარს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა პატრიოტთა ალიანისის სიის პირველი სამი ნომრის — ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. საბოლოო გადაწყვეტილება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. პარტიის საარჩევნო სიის მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე მანდატის დატოვებაზე უარს ამბობს, ხოლო როდის შევა პარლამენტში, ჯერ არ გადაუწყვეტია.
ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ უარი თქვეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და საპარლამენტო მანდატებზე. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი. მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ჯერ ცესკოს მიმართა საარჩევნო სიების ანულირების, ხოლო შემდგომ, პარლამენტს თითოეული დეპუტატის მანდატის გაუქმების მოთხოვნით, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, პარლამენტი ერთპარტიულად აღარ გააგრძელებს მუშაობას.
- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, დიდი ალბათობით, ამ თვეში გაიმართება — ჩიხლაძე
- იმის გამო, რომ პატრიოტთა ალიანსს ცესკოში სიები ჩახსნილი არ აქვს, ადგილმონაცვლეობით შემოსვლის ალბათობა არსებობს — ქადაგიშვილი
- ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლება არა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, არამედ პარლამენტში ვინმეს შეტყუებას ცდილობს
- თალაკვაძეს სჯერა, რომ "მწიფდება მომენტი", როცა "ჯანსაღი" ოპოზიცია გააცნობიერებს, რომ ბოიკოტირება შეცდომა იყო
- კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერების პროცესი ფასილიტატორების თხოვნის გამო გადადეს
- კობახიძის მოლოდინით, 2021-ის დასაწყისში პარლამენტში სამზე მეტი პარტია შევა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
კომენტარები