ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ, ვის სჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ — წილოსანი აქციაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნების წევრი, ნინო წილოსანი აქციის მონაწილეების შესახებ კითხულობს — ვინ დგას?! ვინ გამოდის, რა მუხტი აქვთ?! მისი თქმით, მიტინგის მონაწილეები 90-იანებიდან ვერ გამოვიდნენ.
"ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ.. ვის ჭირდება მიტინგები , სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან. დემოკრატია კომპექსური პროცესია- ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია, ინსტიტუტები. დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში , რადიკალიზმია - თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ღალატი მათი ამომრჩვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის არჩეული კურსის- დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა", — წერს წილოსანი facebook-ზე.
სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან
8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
- დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა — EMC
- კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს — TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე
- მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! — ლომჯარია
გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე:
- შეეშვან ხალხის ხოცვას, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება — ხოშტარია
- მოვუწოდებ, არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად — მდინარაძე
- ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება — მდინარაძე
- ეს არის უტიფარი რეჟიმის პანიკა, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი — ბოკერია
- ის, რაც ცესკოსთან ხდება, არის პანიკის ნიშანი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ლუკაშენკოს ხელისუფლება — ბაქრაძე
- გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ — ალეკო ელისაშვილი
არ არის დრო პოლიტიკური ძალის დემონსტრირების — ლომჯარია
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა!
გადახედვა
-
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
-
კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი
-
მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს — კიდევ ერთს, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ეძებენ მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს — კიდევ ერთს, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ეძებენ
გადახედვა
-
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
-
Amnesty International-ის წლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა Amnesty International-ის წლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს" მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს"
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი: ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს კონფრონტაციული განცხადებებისგან ოპოზიციური ალიანსი: ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს კონფრონტაციული განცხადებებისგან
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)
-
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
-
შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები