რაც ლუკაშენკოა, იგივეა ივანიშვილი, სპეცრაზმით შენარჩუნებული ძალაუფლების დედა ვატირე — უგულავა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ივანიშვილი იგივეა, რაც ლუკაშენკო.
"რაც ლუკაშენკოა, იგივეა ივანიშვილი. გაფორმდა, რომ არჩევნებს იპარავს და მერე წყლის ჭავლით და სპეცრაზმით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. სპეცრაზმით შენარჩუნებული ძალაუფლების დედა ვატირე. არ არსებობს ეგეთი ძალაუფლება. სპეცრაზმით შენარჩუნებული ძალაუფლება არ არსებობს, ისე გაგჭყლიტავთ ეს ძალაუფლება და ისეთ უბედურებაში გაერევა, წარმოდგენაც არ აქვს ივანიშვილს და საკუთარ ოჯახს რას უკეთებს", — ამბობს უგულავა
სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან
დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობაც იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
- დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა — EMC
- კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს — TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე
- მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! — ლომჯარია
ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.
გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე:
- შეეშვან ხალხის ხოცვას, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება — ხოშტარია
- მოვუწოდებ, არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად — მდინარაძე
- ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება — მდინარაძე
- ეს არის უტიფარი რეჟიმის პანიკა, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი — ბოკერია
- ის, რაც ცესკოსთან ხდება, არის პანიკის ნიშანი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ლუკაშენკოს ხელისუფლება — ბაქრაძე
- გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ — ალეკო ელისაშვილი
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
გადახედვა
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა? 25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
-
კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი
-
მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს" მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)
-
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
-
შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
გადახედვა
-
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
-
სანდრო ურუშაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია სანდრო ურუშაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია
გადახედვა
-
როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
-
მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე
კომენტარები