NDI: გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ მთავრობასა და ცესკოს საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ
ფოტო: Illustration / iStock
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) არჩევნების დღის პროცედურები შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ.
პოლიტიკური კონტექსტი
ანგარიშში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიის, ქვეყნის საარჩევნო სისტემაში შეტანილი ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ცვლილებების, პოლიტიკური პოლარიზაციისა და მოქმედი პარლამენტის მიმართ შემცირებული ნდობის ფონზე ჩატარდა.
საარჩევნო დინამიკასა და პოლიტიკური გარემოს ფორმირებაზე კრემლის მხრიდან მომავალმა მუდმივმა აგრესიამ და რეგიონში სიტუაციის გამწვავებამაც იქონია გავლენა.
NDI-სა და სხვა ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
NDI-ს გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 64%-ს არ სჯეროდა, რომ პარლამენტი
ითვალისწინებდა მათ მოსაზრებებს, 68% კი მიიჩნევდა, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ თავიანთ ინტერესებს ემსახურებოდნენ. ეს მიგნებები ცხადყოფს, რომ ახალ პარლამენტს საზოგადოებაში ნდობის ნაკლებობასთან მოუწევს გამკლავება.
კენჭისყრის დღის პროცედურები
NDI-ს ანგარიშის თანახმად, დამკვირვებელთა ჯგუფები ხმის მიცემის ფარულობასა და შედეგების ოქმებთან დაკავშირებულ რიგ პროცედურულ ხარვეზებზე საუბრობდნენ. მათ შორის ჩამონათვალი მოიცავდა:
- მარკირების პროცედურის;
- ამომრჩეველთა იდენტიფიცირების;
- კოროვანირუსთან დაკავშირებული ზომების გამოყენებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების საკითხებს.
არჩევნების დღეს, ასევე, დაფიქსირდა ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მუშაობისთვის ხელის შეშლისა და ამომრჩევლის მოსყიდვისა და გაყალბების სავარაუდო ფაქტები.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დამკვირვებლებმა, ასევე, დააფიქსირეს პარტიული კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზება საარჩევნო უბნების უმრავლესობის გარეთ, რაც ამომრჩევლისთვის დამაშინებელ გარემოს ქმნიდა. ისინი ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში აქტიურ კამპანიასაც ეწეოდნენ, რასაც
დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა მოჰყვა.
პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიება 12 საქმეზე, ადმინისტრაციული წარმოება კი სამართალდარღვევის 16 ფაქტზე დაიწყო.
ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების მნიშვნელოვან ნაწილში საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობა განსხვავდებოდა ამომრჩეველთა სიაში ხელმომწერთა რაოდენობისგან. ამას გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, შემაჯამებელი ოქმები არასრული ან არასწორი იყო.
ზოგიერთმა დამკვირვებელმა ვერ მიიღო ოქმების ასლები ამ საუბნო საარჩევნო კომისიებში ქსეროქსის ან პრინტერის არარსებობის გამო, რაც მონიტორინგის პროცესს ართულებდა. ზოგიერთმა უბანმა დროულად ვერ დაითვალა შედეგები, რამაც შედეგების სამართლიანობის შესახებ სპეკულაციებს შეუწყო ხელი.
მთლიანობაში, ამ საკითხებმა პროცესების მიმართ უნდობლობა წარმოშვა და გამოცხადებული შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. კენჭისყრის დღის საჩივრების დიდი რაოდენობა უკვე შეტანილია და გასაჩივრების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
ანგარიშში წერია, რო საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა შეტანილი საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სწორად განიხილონ, საჭიროების შემთხვევაში კი კონკრეტულ უბნებზე ხმების გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდეს.
კორონავირუსი
ანგარიშში ნათქვამია, რომ კოვიდინფიცირებული ამომრჩევლებისთვის საარჩევნო პროცედურების მართვა განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე და წინააღმდეგობრივი საკითხი აღმოჩნდა.
19 ოქტომბერს გამოქვეყნებული ცესკოს დადგენილების მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ ან სახლში მკურნალობდნენ, მხოლოდ გადასატანი ყუთის საშუალებით შეეძლოთ ხმის მიცემა, რისთვისაც მათ ხანმოკლე, სამდღიან ვადაში დარეგისტრირება ევალებოდათ. ცესკოს მონაცემებით, გადასატანი ყუთით ხმის მისაცემად კომისიას 9 940 მოქალაქემ მიმართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შემჭიდროებულ ვადებს
ეწინააღმდეგებოდა და რეგისტრაციის დამაბნეველ პროცესს აკრიტიკებდა, რომლის შესახებ კომუნიკაციაშიც ხარვეზები შეინიშნებოდა.
ზოგიერთმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ცესკოს გადაწყვეტილება კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის გადასატანი ყუთის გამოყენების შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ საავადმყოფოებსა და საკარანტინო ზონებში სპეციალური უბნები მოეწყოთ.
მათ შეშფოთება გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ეს პროცესის დაკვირვებას გაართულებდა და მანიპულაციის შესაძლებლობას შექმნიდა.
კამპანიის დაფინანსება
როგორც NDI-ს ანგარიშში წერია, საქართველოს საარჩევნო პროცესებში კამპანიის დაფინანსების საკითხი დიდი ხანია კრიტიკის საგანს წარმოადგენს. სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს ეხება:
- პარტიებისა და კანდიდატების კამპანიის დაფინანსებაში არსებულ დიდ უთანასწორობას;
- კამპანიის, სახელმწიფო და კერძო რესურსებს შორის ბუნდოვან გამყოფ ხაზებს;
- საჩივრებს შემომწირველებზე ზეწოლისა და დაშინების შესახებ;
- "შავი ფულის" უკანონო გზით გამოყენების სქემების შესახებ ბრალდებებს.
ფართო შეთანხმება არსებობს იმის თაობაზე, რომ ამგვარი გარემო მმართველ პარტიას არაპროპორციულ უპირატესობას ანიჭებს და პოლიტიკური რეკლამისთვის და კამპანიის ფარგლებში სხვა აქტივობებისთვის მნიშვნელოვან რესურსებს აძლევს.
ანგარიშის თანახმად, არსებულმა კანონებმა და რეგულაციებმა ამ უთანასწორობის აღმოფხვრა ვერ მოახერხა. ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, შესაბამის ინსტიტუტებს ეფექტური მონიტორინგის განხორციელებისა და კანონმდებლობის აღსრულებისთვის საჭირო რესურსები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა აკლიათ.
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები