არჩევნებზე აქტივობა აჩვენებს, რომ ქართველებს ქვეყნის ბედი აღელვებთ — ლიეტუვის საგარეო
ფოტო: ხათუნა სალუქვაძე / Facebook
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 31 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა (56%) აჩვენებს, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ქართველს ხალხს ქვეყნის ბედი აღელვებთ. საგარეო უწყება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადებებს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, არჩევნები კონკურენტული იყო და საბოლოო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლება დაცული.
"თუმცა გარკვეული ინციდენტები და დარღევები დაფიქსირდა, რისი გამოძიებისკენაც მოვუწოდებთ მთავრობას. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და ცესკოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების შენიშვნები გაითვალისწინონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მომდევნო არჩევნები რაიმე სახის ეჭვს არ გამოიწვევს", — წერია ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, ლიეტუვა ამ საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ახალმა საარჩევნო სისტემამ პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნდობა დემოკრატიული პროცესისადმი გაზარდა. ამიტომ, იმედოვნებენ, რომ საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება პოლიტიკურ აქტორთა ფართო სპექტრს საშუალებას მისცემს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს.
"იმედი გვაქვს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ჩამოყალიბებული მთავრობა დაუყოვნებლივ განახორციელებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია", — აცხადებენ ლიეტუვის საგარეოში.
ლიეტუვა საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელების, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში მზადყოფნას კვლავ გამოთქვამს.
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები