შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი
ფოტო: Shutterstock
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე ცხოვრება ენდომეტრიოზით.
შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი ამ დაავადების მქონე ქალებისთვის განუყრელი პრობლემებია. ენდომეტრიოზის სიმპტომები ხშირად ახდენს გავლენას პაციენტების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე. ამიტომ ენდომეტრიოზი ითვლება მწყობრიდან გამომყვან მდგომარეობად, რომელმაც შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს ურთიერთობებზე, სექსუალობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ფსიქოლოგიურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ სიმპტომების სიმძიმის განსაზღვრაში. ქალები, რომლებიც იტანჯებიან ენდომეტრიოზით, აფიქსირებენ შფოთვას, დეპრესიას და სხვა ფსიქიატრიულ პრობლემებს.
ფოტო: NCBI
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ქვედა მენჯის ტკივილი აწუხებდათ, უფრო მაღალი შფოთვითა და დეპრესიით, დაბალი ცხოვრების ხარისხით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ქალები, რომლებსაც არ ახასიათებდათ ეს ტკივილი, ან ჯანმრთელები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა განზოგადების შესაძლებლობას არ იძლევა, ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებების თანახმად, ფსიქოპათოლოგიური დაავადებები, შესაძლოა, ზრდიდნენ ტკივილის სიმპტომებს ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში. ამ გზით იქმნება უწყვეტი წრე, რომელშიც ფსიქოპათოლოგიური დაავადებები იწვევს მომატებულ ტკივილს მუცლის ქვედა არეში, ტკივილი კი, თავის მხრივ, აუარესებს ფსიქოპათოლოგიურ დაავადებებს.
მენტალური დაავადება, შესაძლოა, ადამიანმა გამოსცადოს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს მატრავმირებელი გამოცდილებით, ან პერსონალური ტანჯვით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მენტალური დაავადება შესაძლოა განვითარდეს მსგავსი გამოცდილების გარეშეც. მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა კონდიციების ბევრი მაგალითი არსებობს. რამდენიმე მაგალითია:
- დეპრესია;
- ბიპოლარული აშლილობა;
- შფოთვითი აშლილობა;
- ყურადღების დეფიციტი;
- ჰიპერაქტიურობის სინდრომი;
- კვებითი აშლილობა;
- ობსესიურ კომპულსიური აშლილობა;
- პოსტ ტრავმული აშლილობა;
- შიზოფრენია და ა.შ.
მკურნალობის მეთოდები განსხვავდება სინდრომის მიხედვით და უმეტესად მედიკამენტურ მკურნალობასა და ფსიქოთერაპიაში მდგომარეობს.
შფოთვა
შფოთვა არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გახშირებით, გულის ცემის აჩქარებით (პულსი), სისხლის წნევით, კუნთური ტონუსის მომატებით და დაძაბულობით, ცუდი წინათგრძნობის, ღელვისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნებებით.
ორი ძირითადი კონსტრუქტი, რომელთანაც დაკავშირებულია შფოთვა, არის შიში და ფობია. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად, თუმცა მათ შორის კონცეპტუალური სხვაობაა.
შიში
შიში განისაზღვრება, როგორც საპასუხო რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ცალსახად იდენტიფიცირებულია. ხოლო შფოთვა არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებაზე, რომელიც არაა იდენტიფიცირებული. ასევე, შიშის რეაქციის ინტენსივობა ობიექტური საფრთხის პროპორციულია, ხოლო შფოთვის შემთხვევაში საპასუხო რეაქციები ხშირად მოსალოდნელზე გაცილებით ინტენსიურია (თუმცა ყველა თეორეტიკოსი არ ეთანხმება ამ განსხვავებას შიშსა და შფოთვას შორის).
ფობია
ფობია გადაჭარბებული შფოთვა ან შიშია, რომელიც აღმოცენდება ცალკეული სტიმულების საპასუხოდ. ფობიები იყოფა სამ კატეგორიად: სპეციფიკური ფობიები, სოციალური ფობიები და აგორაფობიები. შფოთვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და კოგნიციაზე. ზომიერი აღგზნების შემთხვევაში, ის თავისი არსით ადაპტურია და ხელს უწყობს მიზანმიმართული ქცევის განხორციელებას. ადაპტური და არაადაპტური შფოთვის ერთმანეთისაგან განსხვავების ერთი გზა მისი "გონივრულობა/მართებულობის" გათვალისწინებაა.
დეპრესია
დიდი დეპრესიული აშლილობის არსებითი ნიშანია, რომ მდგომარეობა, სულ მცირე, ორ კვირას უნდა გრძელდებოდეს და აღინიშნებოდეს ან დეპრესიული გუნება-განწყობილება, ან თითქმის ყველა აქტივობისადმი ინტერესისა და სიამოვნების დაკარგვა. ბავშვებსა და მოზარდებში გაღიზიანებადობა უფრო ხშირია, ვიდრე სევდა. გარდა ამისა, ინდივიდს, სულ მცირე, ოთხი დამატებითი სიმპტომი უნდა ჰქონდეს, მათ შორის, მადის ან წონის ცვლილებები, ძილის ან ფსიქომოტორული აქტივობის პრობლემები, შემცირებული ენერგია, უსარგებლობის ან დანაშაულის განცდა; აზროვნების, კონცენტრაციის ან გადაწყვეტილების მიღების სირთულეები; სიკვდილის, ან სუიციდის შესახებ განმეორებადი აზრები, ან თავის მოკვლის გეგმები ან მცდელობები. ამ სულ მცირე ორკვირიან პერიოდს თან უნდა ახლდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი დისტრესი ან გაუარესება სოციალურ, სამსახურეობრივ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, ფუნქციონირება ნორმალურია, მაგრამ ინდივიდს მეტი ძალისხმევა სჭირდება ამისათვის.
გუნება-განწყობილება ხშირად არის დეპრესიული, სევდიანი, უიმედო, უხალისო ან "თითქოს ფსკერზეა ჩაშვებული". ჩვეულია შემცირებული ენერგია, უსარგებლობის ან დანაშაულის განცდა, რისი შედეგია არარეალისტური უარყოფითი წარმოდგენები საკუთარ თავზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობა და ენდომეტრიოზი
ფოტო: Shutterstock
შფოთვას, დეპრესიას და ენდომეტრიოზს დიდი ხანია იკვლევენ და მათი ერთმანეთთან კავშირიც არახალი ამბავია. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ენდომეტრიოზი და მასთან დაკავშირებული სიმპტომები და გამოცდილებები, შესაძლოა უძღოდნენ გაუარესებულ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ასევე გაუარესებულ ცხოვრების ხარისხს. ეს კავშირები უფრო ძლიერია იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც გამგები პარტნიორის ან მხარდაჭერის სისტემის ნაკლებობას განიცდიან და მარტოები უმკლავდებიან ამ დაავადების ქრონიკულ და მძიმე სიმპტომებს. ამის მიუხედავად, ენდომეტრიოზის მქონე ნებისმიერი ქალი არის მენტალური პრობლემების (შფოთვა, დეპრესია) განვითარების რისკის ქვეშ.
ენდომეტრიოზთან დაკავშირებული სხვა შესაძლო ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ შფოთვისა თუ დეპრესიის (ან სხვა ფსიქიკური პრობლემების) გამოწვევა, არის ქრონიკული ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მტკივნეული სექსი, უშვილობა, დაგვიანებული დიაგნოსტირება, ასაკი, რომანტიკული ურთიერთობა, ინტიმური პარტნიორის მზრუნველობა, თვითშეფასება, თვითაღქმა (უარყოფით თვითაღქმას ან დაბალ თვითშეფასებას შემდგომში შფოთვის ან დეპრესიის გამოწვევა შეუძლიათ).
13 რამ, რაც ენდომეტრიოზზე უნდა იცოდე
ასევე, ქალს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაუსვეს ენდომეტრიოზის დიაგნოზი, შესაძლოა უფრო მეტად გაუჭირდეს სტრესთან გამკლავება, ვიდრე ქალს, რომელმაც დიდი ხანია იცის თავის დიაგნოზი. მსგავსად, ქალებმა, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ და ენდომეტრიოზის დიაგნოზს იგებენ და აქვთ უშვილობასთან ასოცირებული პრობლემები, შესაძლოა განიცადონ უფრო დიდი მენტალური პრობლემები, ვიდრე ქალებმა, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები, ან ქალებმა, რომლებიც შვილების ყოლას არ ცდილობენ.
მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ, რომ ეს მხოლოდ პოტენციური მაგალითებია და სინამდვილეში ენდომეტრიოზისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გადაკვეთა გაცილებით კომპლექსურია და ადამიანიდან ადამიანამდე იცვლის ფორმას. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომები ერთად თანაარსებობენ ციკლში, და როდესაც ერთი იზრდება, მეორეც იზრდება. მაგალითისთვის, ქვედა მენჯის ქრონიკულმა ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა ან დეპრესია, რამაც შემდგომში შესაძლოა ტკივილის საფეხურები გაზარდოს. ფიზიკური ტკივილის გაზრდა შესაძლოა გაგრძელდეს ციკლურად და ამან თავიდან გამოიწვიოს ფსიქოლოგიური სიმპტომები.
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების დიაგნოსტირებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან ხშირად ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია ყველა სიმპტომზე, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ. ხშირად, ექიმები ყურადღებას მხოლოდ ფიზიკურ სიმპტომებს აქცევენ: ტკივილს, ჭარბ მენსტრუაციას, გულისრევას და ა.შ. ვიდრე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. პაციენტები კი უიმედოდ ეძებენ პასუხებს, რომლებსაც ხშირად ვერც პოულობენ, თუმცა ეს ძიება, უიმედობა, მუდმივი ცვლილებები მკურნალობის სტრატეგიაში და ქრონიკულ ტკივილთან გამკლავება, თავისთავად, უდიდესი სტრესია ფსიქიკისთვის.
მენტალურ პრობლემებთან გამკლავება
ფოტო: iStock
რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ სტრესთან გიწევთ გამკლავება, შფოთვის, დეპრესიის სიმპტომებს ატყობთ საკუთარ თავს, ან ზოგადად გრძნობთ, რომ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესებულია?
დაელაპარაკეთ თქვენს გინეკოლოგს ამ სიმპტომებზე
გინეკოლოგი, რომელიც ენდომეტრიოზის მართვაშია ჩართული, არ არის მხოლოდ თქვენს საშოზე პასუხისმგებელი, რადგან ენდომეტრიოზი და ხშირად მის მართვასთან დაკავშირებული ჰორმონალური მედიკამენტები მთელ სხეულზე ახდენს გავლენას. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეცვალოს/შეიმუშავოს მკურნალობის სტრატეგია, ან გადაგამისამართოთ შესაბამის სპეციალისტთან.
თუ ამჟამად არ გყავთ კონკრეტული მკურნალი ექიმი, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ჩვენს ექიმებთან საკონსულტაციოდ.
მიმართეთ ფსიქოთერაპიას
ხშირად გვგონია, რომ ჩვენს ოჯახთან და მეგობრებთან საუბარი საკმარისია, ან თერაპიას ჩაგვინაცვლებს. ვფიქრობთ, რომ "თავის ხელში აყვანა" ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი და რომ "სხვებს კიდევ უფრო უარესი პრობლემები აქვთ", თუმცა ფსიქიკა ასე არ მუშაობს და რაც მთავარია, ფსიქიკური პრობლემა უკვე ფსიქიკური პრობლემაა, რომელსაც "ერთი თავს შემოუძახე" აღარ შველის.
ფსიქიკურ პრობლემას "ერთი თავს შემოუძახე" აღარ შველის.
ქრონიკული დაავადების მართვასთან დაკავშირებული დეპრესია, შფოთვა ან ნებისმიერი სხვა პრობლემა თავისით არასდროს დაგვტოვებს, თუ სპეციალისტთან ერთად ამ პრობლემის მართვას არ ვისწავლით. უდიდესი სურვილის არსებობის მიუხედავად, ჩვენს მეგობრებსა თუ პარტნიორებს ამის გაკეთების არც უნარები და არც შესაძლებლობები არ აქვთ. ფსიქოთერაპია მხოლოდ ამბების მოყოლა და მსმენელისგან "არ ინერვიულოს"
მიღება არაა, რისი არცოდნის გამოც ხშირად მეგობრობა და ფსიქოთერაპია ერთმანეთში ერევათ ადამიანებს.
შესაბამისად, სირთულის მიუხედავად, უმჯობესია თვალი გავუსწოროთ ჩვენს დაავადებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემას და იქამდე დავიწყოთ მასზე მუშაობა, ვიდრე უარეს შედეგამდე მივალთ.
მიმართეთ ფსიქიატრს
არსებობს შემთხვევები, როცა მხოლოდ ფსიქოთერაპია არ რის საკმარისი კონკრეტულ პრობლემასთან გასამკლავებლად, ან ადამიანს უკვე ფსიქოთერაპიისთვის საჭირო ენერგია და რესურსიც აღარ აქვს შემორჩენილი, რა დროსაც შესაბამისი სპეციალისტები კონკრეტულ მედიკამენტებს (ანტიდეპრესანტებს, შფოთვასთან, ძილიანობასთან თუ უძილობასთან გასამკლავებელ აბებს) ნიშნავენ ხოლმე.
არ მიხვიდეთ ფსიქიატრთან თქვენი გინეკოლოგის გაფრთხილების გარეშე. ასევე, აცნობეთ ფსიქიატრს თქვენი დაავადების და იმ მკურნალობის კურსის შესახებ, რომელსაც ამ ეტაპზე გადიხართ. ზოგიერთი ჰორმონისა და ანტიდეპრესანტის ერთდროულად გადამუშავება ორგანიზმს უჭირს, შესაბამისად სპეციალისტმა ყველაფერი უნდა იცოდეს თქვენი ორგანიზმის შესახებ.
თუ არ იცით სად და როგორ მოიძიოთ ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრი, გაწევრიანდით მენტალური ჯანმრთელობის ჯგუფში, სადაც სხვა ადამიანები გაგიზიარებენ გამოცდილებას.
ესაუბრეთ ადამიანებს თქვენს პრობლემებზე
ზოგჯერ, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები საკუთარ თავში ვიკეტებით და გვგონია, რომ ზედმეტი ტვირთი ვართ სხვებისთვის, თუმცა ჩვენს საყვარელ ადამიანებს ხშირად იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ამას წარმოვიდგენთ.
იმ შემთხვევაში თუ ვერ იღებთ შესაბამის მხარდაჭერას თქვენი ახლობლებისგან, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, რომლებთანაც ენდომეტრიოზი გაერთიანებთ და მათ გაუზიაროთ თქვენი პრობლემები და დაღლა.
შემოგვიერთდით ენდომეტრიოზის მქონე ქალებისთვის განკუთვნილ ჯგუფში.
იზრუნეთ თქვენს თავზე
ივარჯიშეთ, ისეირნეთ, როცა თქვენი სხეული ამის შესაძლებლობას გაძლევთ. არ მოიკლოთ ფიზიკური აქტივობა. ხშირად რთულია და მძიმეა, თუმცა ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობას ჩვენი ფსიქიკისთვის არანაკლები სიამოვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხეულისთვის. ნუ ეტყვით თქვენს თავს უარს სიამოვნებაზე.
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა

კომენტარები