ვინ რამდენით ფინანსდება — MDF მედიის ფინანსური გამჭვირვალობის ანგარიშს აქვეყნებს
ფოტო: Strawberry Branding
მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედიის ფინანსური გამჭვირვალობის ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო ბაზრის ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის. MDF-ის თანახმად, რადიოებიდან ყველაზე დიდი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი ჰოლდინგ ფორტუნასთან გაფორმდა, ონლაინ მედიიდან — პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე, ბეჭდვითიდან — გაზეთ რეზონანსზე, რეგიონულიდან კი — გაზეთ ბორჯომზე.
2019 წლის მონაცემების ანალიზისას შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
- 2019 წელს სატელევიზიო მაუწყებლების შემოსავალმა 139 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებს 3 მილიონი ლარით აღემატება. შემოსავლების ზრდა ბაზარზე ოპოზიციასთან დაკავშირებული ორი ახალი ტელეკომპანიის მთავარი არხისა და ფორმულას გაჩენამ და მფლობელების საწყისმა ინვესტიციამ განაპირობა.
- სატელევიზიო ბაზრის ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე (51 მილიონი ლარი) მოდის, კერძო ტელევიზიებიდან კი — სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედსა (26.7 მილიონი) და რუსთავი 2-ზე (23.1 მილიონი). ამ უკანასკნელის მფლობელის ცვლილება სწორედ 2019 წლის ივლისში განხორციელდა.
- თუ ბოლო წლების (2016-2019) დინამიკას შევხედავთ, ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი იზრდება, ხოლო რუსთავი 2-ის შემოსავლები იკლებს, მცირედი კლება იკვეთება ტვ იმედის შემთხვევაშიც, ხოლო მცირე და ეტაპობრივი ზრდა TV პირველის შემთხვევაშია სახეზე.
- TV ობიექტივის შემოსავლის მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც შემოწირულობებია, რაც მთლიანი შემოსავლის 90.8%-ს შეადგენს. ტელეარხზე ხუთწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ის სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული დოტაციაზე, ხოლო დაფინანსების წყაროები გამჭვირვალე არ არის. ბოლო წლებში ტელეკომპანიის მთლიანი შემოსავალი გაორმაგებულია (2015-2019).
- რეგიონული ტელევიზიების საერთო შემოსავალმა 2019 წელს 10 342 437 ლარი შეადგინა, რომლის ყველაზე დიდი წილი — 74,7% აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის.
- 2019 წელს რადიოების შემოსავალმა 2018 წელთან შედარებით 0,5 მილიონი ლარით იკლო. წინა წლების მსგავსად ბაზარზე კვლავ რადიო ჰოლდინგი ფორტუნა დომინირებდა. რეგიონული რადიოებიდან კი ყველაზე დიდი წილი — 53.1% აჭარის საზოგადოებრივ რადიოზე მოდის.
- 2019 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან 6 581 303 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს, რომლის 31% ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის; 27.7 % — ონლაინ მედიაზე; 16.1 % — სოციალურ მედიაზე; 12.2% — რეგიონულ ტელევიზიებზე, 6.4 % — ბეჭდურ მედიაზე, 4.2 % — შერეულ კონტრაქტებზე, 2.4 % კი რადიოებზე გადანაწილდა.
- ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი (997 616 ლარი) იმედთან გაფორმდა, რეგიონულ მაუწყებლებს შორის კი, 2016-2018 წლების მსგავსად, ქვემო ქართლის ტელევიზიასთან (220 000 ლარი), რაც ამ კომპანიის მთლიანი შემოსავლის 90 %-ს შეადგენს.
რაც შეეხება რადიოებს, MDF-ის კვლევით, რადიოებიდან ყველაზე დიდი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი ჰოლდინგ ფორტუნასთან (46 856 ლარი) გაფორმდა. ონლაინ მედიიდან ყველაზე დიდი წილი (349 275) პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე მოდის, ბეჭდვითი მედიიდან — გაზეთ რეზონანსზე (72 593), რეგიონულიდან კი — გაზეთ ბორჯომზე (25 000).
სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციამ (397 500 ლარი) განათავსა, რომელსაც მოსდევს თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო (170 000 ლარი).
მათივე კვლევით, 2019 წლის საბიუჯეტო კონტრაქტების მონაცემების ანალიზისას ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: გამოვლინდა 3 ონლაინ სააგენტო — Guardian.ge, For.ge და Stv.ge — რომლებსაც საბიუჯეტო ორგანიზაციებთან გაფორმებული კონტრაქტებით, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებზე სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მასალების გაზიარება ევალებოდათ.
ორგანიზაციის მიერ საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 3 ონლაინ სააგენტოს ჯამში 20 ფეისბუქ ჯგუფსა და 7 გვერდზე ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება ჰქონდა აღებული. MDF-ის თანახმად, ამასთანავე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პასუხში მითითებულია, რომ ღია წყაროების სააგენტო, რომელსაც 300, 425 წევრი ჰყავდა, ამჟამად არ იძებნება, ხოლო მითითებულ ჯგუფებს 2019 წლის ზაფხულამდე თითქმის ორჯერ მეტი წევრი ჰყავდა, ვიდრე ფეისბუკი ბევრ მათგანს წაშლიდა.
ადმინისტრაციული ორგანოები Guardian.ge-ს და Stv.ge-ს საბიუჯეტო თანხებით ინფორმაციის მმართველი პარტიის მხარდამჭერ ჯგუფებსა და გვერდებზე განთავსებას ავალდებულებდნენ, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუქზე, კახი კალაძე თბილისის მერი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და აქტუალური თემები და სხვა.
ხობის მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებული ეს საქართველოა, სადაც stv.ge-ს ინფორმაციის განთავსება ევალება, დახურული ფეისბუქ ჯგუფია, რომელიც, სავარაუდოდ, პატრიოტთა ალიანსს უკავშირდება. ახალქალაქის მერიის მიერ მოწოდებულ წერილში მითითებული ფეისბუკ ჯგუფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2015, სადაც ინფორმაციის განთავსება Guardian.ge-ს ევალება, სავარაუდოდ ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება.
For.ge-მ და მასთან დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდებმა და ჯგუფებმა, რომლებიც საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებენ, ასევე, ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილმა გვერდმა (დავასრულოთ) სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი ვიდეო, სათაურით როგორ მიიტაცა ნაცმოძრაობამ არასამთავრობო სექტორი ორგანიზებულად გაავრცელეს და დაასპონსორეს. აღნიშნული ფილმი, აგრეთვე, ცალმხრივად გააშუქეს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანიებმა იმედი და Pos TV, სააგენტოებმა PIA, მარშალპრესი, reportiori, ქართული აზრი.
მმართველი პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის პოზიტიურად გაშუქების ფონზე, stv.ge, რომელსაც საბიუჯეტო კონტრაქტებით ინფორმაციის სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებში განთავსება ევალება, ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მადისკრედიტირებელ მასალებს შემდეგი სათაურებით აქვეყნებს: ძროხებზე მონადირე და ბიუჯეტის ქურდი — როგორ ეხმაურებიან გიგი უგულავას კანდიდატურას სოციალურ ქსელში. ნაციონალების კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრამდე ცოლთან ერთად ზმანებს ყიდულობს, სოფლის რწმუნებულები აცხადებენ, რომ ლელოს ადვოკატირებას არ საჭიროებენ, ნაციონალებმა ზუგდიდში დეპუტატობის კანდიდატად კარანტინში მყოფი მალხაზ ჯალაღონია წარადგინეს.
2014-2018 წლების პრაქტიკის მსგავსად, 2019 წელსაც გამოიკვეთა რამდენიმე მედია საშუალება, რომელთანაც საბიუჯეტო ორგანიზაციები წინა წლების მსგავსად თანამშრომლობდნენ და რომელთა ნაწილი ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევა.
კვლევა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ასახავს. ანგარიში შერეულ მეთოდოლოგიას — დოკუმენტების ანალიზსა და სპეციფიურ შემთხვევებში კონტენტ ანალიზს იყენებს.
- მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე MDF-ის სრული ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ აქ.
-
გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება
გადახედვა
-
შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო — რა შემთხვევაში ეკისრება გრანტის მიმღებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? "ოცნების" პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო — რა შემთხვევაში ეკისრება გრანტის მიმღებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?
გადახედვა
-
24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა 24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა
გადახედვა
-
ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის
-
"დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და თქვენი სახელმწიფოს გამოწვევებზე იზრუნეთ" — ირაკლი კირცხალია შვედეთს "დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და თქვენი სახელმწიფოს გამოწვევებზე იზრუნეთ" — ირაკლი კირცხალია შვედეთს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით
-
ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
-
როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში
გადახედვა
-
მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
-
ილია ინჯია: გამოვდივარ ინიციატივით, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე ილია ინჯია: გამოვდივარ ინიციატივით, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო... ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო... ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ
გადახედვა
-
ეკა სეფაშვილი: "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილება არავითარ რეპრესიებს ჩვეულებრივი გრანტებისა და ჩვეულებრივი საქმიანობისთვის არ ითვალისწინებს ეკა სეფაშვილი: "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილება არავითარ რეპრესიებს ჩვეულებრივი გრანტებისა და ჩვეულებრივი საქმიანობისთვის არ ითვალისწინებს
გადახედვა
-
საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით
გადახედვა
-
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
-
ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა
გადახედვა
-
სიფა: დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული მომსახურებისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან სიფა: დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული მომსახურებისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან
გადახედვა
-
ვარსკვლავთაშორის სივრცეში გოგირდის შემცველი უდიდესი მოლეკულა დააფიქსირეს ვარსკვლავთაშორის სივრცეში გოგირდის შემცველი უდიდესი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა — კიდევ 15-ს, მათ შორის, 3 ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი წარედგინება შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა — კიდევ 15-ს, მათ შორის, 3 ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი წარედგინება
გადახედვა
კომენტარები