გამოძიების ფონზე, გირჩი მაინც გეგმავს ამომრჩეველთან ბარში შეხვედრას
ფოტო: გირჩი / FB
პარტია გირჩი დღეს, 19 ოქტომბერს სახელოსნო ბარის ტერიტორიაზე ამომარჩევლებთან შეხვედრის საღამოს გამართავს.
პარტიის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ნებისმიერი ქმედება წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლად იქნება აღქმული.
"ქართული ოცნების მთავრობის უკანონო ქმედებების და უფლებამოსილებების გადამეტების მიუხედავად, გირჩი დღეს, 19 ოქტომბერს, ბარი სახელოსნოს ტერიტორიაზე გამართავს ამომრჩევლებთან შეხვედრის მორიგ საღამოს.
სახელოსნო 22:00 საათის შემდეგ დაიხურება და მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენთან კომუნიკაციის და პარტიის იდეოლოგიაზე საუბრის შესაძლებლობა ექნებათ", — აცხადებს გირჩი.
17 ოქტომბერს გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სახელოსნო ბარში, სადაც მათი შტაბია გახსნილი და ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ. მისი თქმით, პოლიციელები ხელს უშლიდნენ გირჩის წევრებს აგიტაციის ჩატარებაში.
დღეს, 19 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ როდესაც მოქალაქეებს ჯერ კიდევ ბოლომდე გათვიცნობიერებული არ აქვთ რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი კლუბებსა და რესტორნებში "შეტყუება" მიუღებელია. მისივე თქმით, რამდენიმე კომპანია, რომლებიც "ვითომ" პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობით ცდილობენ მუშაობის გაგრძელებას დაჯარიმდებიან.
"რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც შეფერილობებით ვითომ პოლიტიკურ პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
15 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში 22 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდებოდა. თუმცა, კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. გირჩი სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები