უნდა შემოვიტანოთ ქართული კულტურის ეკონომიკის ცნება და ვიზრუნოთ მისი ექსპორტზე — ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის კულტურის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, თამთა შავგულიძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ლელოს ახალი მარშალის გეგმა წარუდგინეს. შეხვედრაზე კულტურის სექტორის წარმომადგენლებმა მოისმინეს სფეროს განვითარების სტრატეგია და ის კონკრეტული მაგალითები, რასაც მათ ლელოს მოდელი სთავაზობს.
ღონისძიებაზე ლელოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს კულტურის სამინისტრო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, რადგან ეს სფერო გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციის შემოდინების წყარო გახდება. მისივე თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს კინემატოგრაფიის მწარმოებელთა რიგს.
"საქართველო უნდა დაუბრუნდეს კინემატოგრაფიის მწარმოებელთა რიგს, რადგან 30 წლის წინ იგი 6 წამყვან კინემატოგრაფ ქვეყანათა რიგში შედიოდა. ჩვენ უზარმაზარი შანსი გვაქვს იმისა, რომ საქართველო გახდეს კინოწარმოების ეპიცენტრი. ასევე, დიდი შანსი გვაქვს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ სხვა სახელოვნებო მიმართულებით. ლელოს აქვს საინტერესო ხედვა, რომელიც გავაცანით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ვთლით, რომ კულტურის სამინისტრო უნდა დაკომპლექტდეს ცალკე, თანამედროვე მენეჯმენტით და მოხდეს მთელი კულტურის გადაყვანა ისეთ მოდელზე, სადაც მათ ექნებათ გრძელვადიანი დაფინანსება, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ შავგულიძემ კულტურის დარგში, ლელოს ახალი მარშალის გეგმის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარტიის ლიდერებს მათი პრიორიტეტები და მოსაზრებები გააცნეს.
"ლელოელებმა შეხვედრა გავმართეთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. მაქსიმალურად შევეცადეთ, დაგვეფარა სექტორი და ყველა დარგიდან მოვიწვიეთ სტუმრები. წარვუდგინეთ ჩვენი სტრატეგიული გეგმა კულტურის დეპოლიტიზაციის თვალსაზრისით და ძალიან გამიხარდა, რომ მისაღები აღმოჩნდა დაფინანსების ის ახალი მოდელები, რომელიც გულისხმობს დარგის დელეგირებას.
ახალი მარშალის გეგმა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფონდების და საბჭოების ოპერირება უზრუნველვყოთ სხვადასხვა ფინანსური ნაკადიდან. რაც აბსოლუტურად ასუსტებს სახელმწიფოს როლს, როგორც ერთადერთ და ძლიერ დამკვეთს ხელოვნების და კულტურის სფეროში. ამითი ვცდილობთ, გავათავისუფლოთ კულტურა პოლიტიკური დაქვემდებარებისგან, რაც მნიშვნელოვანია", — აცხადებს შავგულიძე.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ლელო იმ ძირითად მესიჯებს შეეხო, რომელიც, მათი აზრით, სფეროს აღდგენისა და აქტიური მუშაობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ესენია:
- ლელო ემხრობა დეცენტრალიზაციის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურის პოლიტიკის ნაწილში ცენტრიდან (კულტურის სამინისტროდან) მოხდება საკითხთა დელეგირება რეგიონებზე და ფინანსურ და შინაარსობრივ ნაწილში. რეგიონი საკუთარი სახსრების დამოუკიდებელი განმკარგავი გახდება, ცხადია, ქვეყნის კანონმდებლობასთან და სტრატეგიული განვითარების ერთიან ხედვასთან კორელაციაში.
- ლელო ემხრობა კულტურის სამინისტროს გამოყოფას.
ა) ეს კულტურას დაუბრუნებს კუთვნილ, წამყვან ადგილს ქვეყნის კონცეფციაში.
ბ) გამოყოფა გააიოლებს რეფორმირების პროცესს. - ლელოს მოდელში გათვალისწინებულია კულტურის სამინისტროს, როგორც პირდაპირი დამფინანსებლის როლის შესუსტება. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, ეს მოხდება დეცენტრალიზაციის გზით, არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისა და კულტურის დანარჩენი სექტორისთვის — დარგობრივი ფონდების შექმნით.
-
თანხების ფონდებში აკუმულირება დაეხმარება საბიუჯეტო ორგანიზაციებს საბიუჯეტო დაფინანსების პარალელურად მოიზიდონ დამატებითი თანხები.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
კომენტარები