ევროპული საქართველო ქართულ ოცნებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს, "ოცნება" უარყოფს
ფოტო: ევროპული საქართველო
პარტია ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი წინასაარჩევნო აგიტაციაში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. კერძოდ, დონაძე საუბრობს ჩიქოვანის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ვიდეო რგოლებზე, სადაც სკოლების პედაგოგები და საბავშო ბაღის თანამშრომლები მონაწილეობენ.
ვიდეოებში, რომლებიც ქართული ოცნების კანდიდატის ფეისბუქ გვერდზე იძებნება, მითითებულია მონაწილე ადამიანების ვინაობა და პროფესიები, მათ შორის არიან მასწავლებლებიც. ისინი მმართველი პარტიის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.
ფოტო: Facebook/ირაკლი ჩიქოვანი
ფოტო: Facebook/ირაკლი ჩიქოვანი
ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ამ საკითხზე ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე შეიტანა.
"ვიდეორგოლში კარგად ჩანს მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო ნომერი და ყველა საჭირო საარჩევნო სიმბოლიკა. გთხოვთ დაუყონებლივ რეაგირებას წინასაარჩევნო აგიტაციაში დარღვევით მონაწილეობისთვის მოხდეს ყველა დამრღვევი პირის დაჯარიმება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 79-ე მუხლის შესაბამისად", — აღნიშნავს დონაძე.
On.ge-მ ესაუბრა ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის წამომადგენელსაც. ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, კანონი არ დარღვეულა, რადგან ვიდეოები გადაიღეს არასამუშაო დროს და ეს იყო ნებაყოფლობითი.
"კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში, რომელიც მხარდამჭერ ვიდეოებსაც მოიცავს, ჩართულები არიან სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები. დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხსენებულ ადამიანებს შეუძლიათ ნებაყოფლობით, მათი სურვილისამებრ მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში. ამ ადამიანებს არასამუშაო დროს არ ეკრძალებათ პოლიტიკური აქტივობა, არ მომხდარა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჩაწერა მოხდა არასამუშაო დროს, არ გამოგვიყენებია არც სივრცე, მაგალითად, სკოლა. ევროპულ საქართველოს ვურჩევთ, რომ განცხადებების გაკეთებამდე კარგად გადახედონ კანონს და არ დაუშვან მსგავსი შეცდომები. განიხილავს ამას ალბათ შესაბამისი უწყება და მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის კანონდარღვევა, გავიარეთ მანამდეც იურისტებთან და ახლაც გავიარეთ, ამიტომაც გეუბნებით ამ პასუხს", — განაცხადა ლაგვილავამ.
On.ge დაუკავშირდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც ამბობენ, რომ განცხადების შესწავლა უკვე დაიწყეს. როგორც კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ამბობს, ვიდეო რგოლებში მონაწილე ადამიანებს ახსნა-განმარტებები ჩამოერთმევათ იმ მიზნით, რომ დადგინდეს, რა დროს მიიღეს მათ კამპანიაში მონაწილეობა. მირანდა მესხი მიუთითებს კანონდებლობაზე, რომლის მიხედვით, მასწავლებლებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათებში ეკრძალებათ.
"ეკრძალებათ სამუშაო საათებში, თავიანთი სამსახურეობრივი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების დროს აგიტაციაში მონაწილეობა და ჩართვა. შესწავლა უკვე დავიწყეთ, ვნახეთ ვიდეო რგოლები, ახსნა-განმარტებებს ჩამოვართმევთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში, ათ სამუშაო დღეში", — აცხადებს ზუგდიდის #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები