შემოსავლების სამსახური რ2-ზე: დაუშვებელია არსებობდნენ პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელები
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
შემოსავლების სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმიანება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებას იმის შესახებ, რომ დაგროვილი გადასახადების გამო, ტელევიზიამ შეიძლება მუშაობა ვერ გააგრძელოს.
გთავაზობთ შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად:
"შპს სამაუწყებლო კომპანია 2-ის მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებულ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოების და პირველ რიგში, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს:
შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1996 წლის 27 აგვისტოს. დღეს არსებული მდგომარეობით, კომპანიის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2 027 303 ლარს. ამ ეტაპზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გატარებული არ არის.
ამასთან, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ: დღეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არის უწყება, რომელიც ერთი მხრივ ორიენტირებულია კანონის მოთხოვნათა აღსრულებაზე, მეორე მხრივ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს.
აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს თავად კომპანიის მიერ წარდგენილი ოფიციალური წერილების საფუძველზე, სამჯერ გადაუვადა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის ვადა.
შპს „სამაუწყებლო კომპანია 2-მა“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს პირველი ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მომართა და ითხოვა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა 22 ოქტომბრამდე არ განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერვე დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 481 869 ლარს. საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გადამხდელის ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. კომპანიამ აღნიშნული საგადასახადო დავალიანება დაფარა.
გადამხდელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ასევე, ოფიციალური წერილის საფუძველზე იგივე თხოვნით 2016 წლის 17 ნოემბერს მომართა და ვადის გადაწევა 26 ნოემბრამდე მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა კვლავ დაკმაყოფილდა, თუმცა ამჯერად, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა მითითებულ ვადაში საგადასახადო დავალიანება ვერ დაფარა.
მესამედ, სამაუწყებლო კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წერილით 2016 წლის 28 ნოემბერს მომართა და მოითხოვა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა არ განხორციელებულიყო 2016 წლის 10 დეკემბრამდე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ აღნიშნული დავალიანება არ დაფარულა და 15 დეკემბერს, კომპანიას დაერიცხა ახალი ვალდებულებები. სწორედ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამ ეტაპზე, კომპანიის დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2 027 303 ლარს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უწყებამ სამივე შემთხვევაში იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით და იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო გადამხდელის საქმიანობა, არ განახორციელა შპს სამაუწყებლო კომპანია 2-ის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, შპს სამაუწყებლო კომპანია 2-მა იგივე შინაარსის მოთხოვნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საშუალებით, საჯაროდ გაავრცელა. თუმცა, ამ შემთხვევაში გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის, ოფიციალური წერილით არ მოუმართავს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცნობიერებს მედიის როლს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების საქმეში. ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადების მობილიზება, ამასთან, დაიცვას თითოეული კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესი. რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია არსებობდნენ პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელები, რომლებზეც არ გავრცელდება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმოქმედებს მხოლოდ კანონის ფარგლებში. შესაბამისად, თუ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მომართავს ოფიციალური წერილით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა და წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების დაფარვის ზუსტ გრაფიკს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წინადადებები და იმსჯელოს სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის ვადის გადავადების თაობაზე".
ნიკა გვარამიამ 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის ქონებაზე დადებული ყადაღის გამო, ტელეკომპანია ვერ მიმართავს საბანკო/საფინანსო ინსტიტუციებს და პრობლემა ექმნება გარე გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. გვარამიას თქმით, გადაუხდელი გადასახადების გამო ტელეარხის ანგარიშებს თუ ინკასო დაედება, ტელევიზია მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები