რაში და როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს — NGO-ების მორიგი მიმართვა
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობისთვის ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დახმარების გაძლიერების მოწოდების შემდეგ, ხელისუფლებლებას პუნქტობრივად უთითებენ, თუ რაში უნდა დაეხმარონ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას.
არასამთავრობოების განცხადებით, გალში მცხოვრები ხანდაზმულები და დევნილები, გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო, პენსიასა და დევნილთა შემწეობას თვეობით ვერ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარის მიერ გამშვები პუნქტი ცალმხრივად პერიოდულად იხსნება, პირველადი მოხმარების ნივთების, პროდუქტის ან მედიკამენტის შესაძენად ორკვირიან სავალდებულო საკარანტინე სივრცეში მოთავსების პერსპექტივა, გალის მაცხოვრებლებისთვის გადმოსვლას აზრს უკარგავს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით აბიტურიენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, თუმცა იმის გამო, რომ გალში განათლების რუსიფიკაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, ბევრ ახალგაზრდას ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელება უჭირს, რაც მათთვის დამატებითი დახმარების გაწევის აუცილებლობას ქმნის.
"პანდემიის პირობებში, ხელისუფლების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა გალის სკოლების ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართვის საკითხი. სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში გაგრძელების შემთხვევაში, გალში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც გალის რაიონში გამყოფ ზოლთან ცხოვრობენ და სასწავლებლად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში გაგრძელების შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის ან ინტერნეტის სუსტი დაფარვის გამო, მოკლებულები იქნებიან სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას", — აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ხაზგასმულია სამედიცინო კუთხით არსებული რთული ვითარება. საკარანტინო შეზღუდვებმა გალის რაიონის მოსახლეობა სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. გალისა და საბერიოს საავადმყოფოებს არ ჰყოფნით მედიკამენტები და აღჭურვილობა, დიდი ხნის განმავლობაში მედიკამენტების გაგზავნა ან შეტანა ვერ ხდება.
გალელი ქართველები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირად გადაუდებელი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადმოდიოდნენ, პანდემიის შემდეგ, ორკვირიან სავალდებულო კარანტინში ყოფნა უწევთ, რის გამოც გადაუდებელ სერვისებს გვიან იღებენ. მძიმე, მათ შორის, ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც დაგეგმილი ქიმიოთერაპია აქვთ გასაკეთებელი და ორკვირიან საკარანტინე სივცეში მოხვედრა არ სურთ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ გადმოდიან. ამის გამო უკვე არაერთ ადამიანს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ორგანიზაციების განცხადებით, კარანტინისთვის თავის ასარიდებლად, არაერთი პაციენტი ცდილობს, შემოვლითი გზებით, მდინარე ენგურის გადაცურვით, გადმოვიდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის გამო რამდენიმე პაციენტი შემთხვევით გადაურჩა დახრჩობას. ბოლო პერიოდში, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს.
"ენგურის ხიდამდე კატასტროფის ბრიგადის მოსასვლელად ხშირად პაციენტებს 6-7 საათი უწევთ ლოდინი. ერთ შემთხვევაში, იმის გამო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ენგურის ხიდზე გაუსაძლისი ტკივილების მქონე, საოპერაციო პაციენტის გადმოსაყვანად ვერ შევიდა, ნათესავებმა ავადმყოფი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელით გადმოიყვანეს. ავადმყოფისთვის სასწრაფო ოპერაციის გაკეთება მხოლოდ 24 საათის შემდეგ გადაწყდა, თუმცა ის თავდაპირველად კარანტინში ყოველგვარი გამოკლევების გარეშე მოათავსეს", — აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებით მიღებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მთავრობას გალში და ახალგორში მცხოვრები ათასობით თანამოქალაქის და დევნილების სპეციფიური საჭიროებები არ აუსახავს. გამშვები პუნქტის დახურვის გამო, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუმცა სეზონური სამუშაოსთვის ან სავაჭროდ გალში გადადის (ძირითადად დევნილი ქალები), საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. მათი საჭიროებები სახელმწიფო მხარდაჭერის არცერთ პროგრამაში არ ასახულა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევამ და მათმა პოზიტიურმა მესიჯებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა. თუმცა, მათივე განცხადებით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პასიურობა და ახალი, შემხვედრი ნაბიჯების ნაკლებობა ნათლად აჩვენებს, რომ შერიგების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გააქტიურებასა და ახალ იმპულსებს საჭიროებს.
"დღემდე საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად იყენებს სამოქალაქო საზოგადოების რესურს და გამოცდილებას სამშვიდობო პროცესში. ბოლო პერიოდში სახელმწიფოს პოლიტიკის პასიურობის დასტური იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვაკანტური პოზიცია თვენახევრის განმავლობაში და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამინისტროს გაუქმება 2018 წელს", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას აფხაზეთში COVID-19-ით მკვეთრი აფეთქების ფონზე, აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერის გაძლიერება მოუწოდეს. განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სადაც განაცხადეს, რომ რეგიონებს პანდემიამდე და პანდემიის დროსაც ეხმარებიან.
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება
გადახედვა
-
ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
-
ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ
გადახედვა
-
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
-
როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური
გადახედვა
-
წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
კომენტარები