ჩვენ ვაგებთ ჰიბრიდულ ომს — პარტია რეფორმერის წევრი ლაშა პატარაია
პორტალმა Visual Capitalist გამოაქვეყნა ქვეყნების ფართობების შესახებ ინფოგრაფიკული კონტენტი, სადაც საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა წარმოდგენილი და ეს ტერიტორიები ცალკე ქვეყნებად არის მოცემული. ამ ფაქტს პარტია რეფორმერის წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია ეხმაურება.
როგორც ლაშა პატარაია აღნიშნავს, იმ ინდიკატორებით, რაც არის სახეზე, საქართველო რუსეთის სპეცსამსახურებთან ჰიბრიდულ ომს აგებს.
"დღეს მნიშვნელობა არ აქვს რომელი წყარო რა რეიტინგებს ფლობს. ის, რომ ნებისმიერ კვლევით ანგარიშში შეიძლება საქართველო განხილული იყოს მისი ტერიტორიების გარეშე, ოკუპირებული ტერიტორიები კი წარმოდგენილი ცალკე სახელმწიფო სტატუსით, ბევრისთვის შეიძლება მისი მნიშვნელობით არასათანადოდ იყოს შეფასებული, მაგრამ ეს არის ინდიკატორები, რომ ჩვენ ვაგებთ ჰიბრიდულ ომს, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ. როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ იმართება ჰიბრიდული ომი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მიმართ არის აქტიური ინტერესი, ეს მხოლოდ სამხედრო ვექტორით, ოკუპაციით, ტერიტორიების ანექსიით და რუსული ექსპანსიით არ დამთავრდება", — განაცხადა ლაშა პატარაიამ.
მისივე თქმით, აქ არის უფრო გრძელვადიანი და დიდი ამოცანა, რომელიც მეტად საშიშია ვიდრე, დღეს არსებული გაყინული კონფლიქტები, რომელიც გამოიყენება ქვეყნის შემაფერხებლად.
"ვინც იცის ჰიბრიდული ომის სპეციფიკა, მარტივად წარმოსადგენია, რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ ამ ყველაფრიდან. ყველა ეს ინდიკატორი და პროცესი, რაც ახლა ხდება, არის მანიშნებელი იმის, რომ ჩვენ ამ ჰიბრიდული ომის შედეგად უნდა ველოდოთ გაცილებით მეტს. დღეს მუშაობა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიების დაკავებასა და წართმევაზე, არამედ ადამიანების განწყობის, მენტალიტეტისა და ცნობიერების შეცვლაზე. ეს არაა მხოლოდ ტერიტორიული ექსპანსიის მცდელობა, ეს არის ეკონომიკური, კულტურული, და სოციალური ექსპანსია, რაც არის ჰიბრიდული ომის თვისობრივი სახე. ის, რომ ჩვენ დღეს არანაირ მყისიერ, ხისტ ნაბიჯს არ ვდგამთ ამ ყველაფრის საპასუხოდ, კიდევ ერთი დამატებითი განგაშის სიგნალია, რომ ჩვენ ამ ჰიბრიდულ ომს კოლოსალურად ვაგებთ. ლაშა პატარაიას განცხადებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს დიპლომატიური არხების გაძლიერება. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მოხდა, მათ შორის, დიდი და წამყვანი კომპანიების მხრიდან, მათ შორის სერვის პროვაიდერების მიერ ტურიზმის სფეროში", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს დელეგირებული ადამიანების ჯგუფი, რომლის ორგანიზება შეიძლება თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელმაც იცის ამ თემაზე ვის, როგორ, რა ფორმით და რა პროტოკოლით დაუკავშირდეს მყისიერად.
"ამ კამპანიას უნდა ჰქონდეს ისეთი ტონი და სახე, რომ ვერც ერთმა კომპანიამ და ორგანიზაციამ ვერ გაბედოს მსგავსი რამ. ჩვენ ამ ჰიბრიდულ ომში ვართ გაურკვეველ პოზიციაში, არ ვპოზიციონირებთ და არ ვსტრესავთ, ჩვენი პოლიტიკური მთლიანობის საკითხს. მისთვის, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, შესაძლოა სრულიად გულუბრყვილო და უანგარო შეცდომა იყოს ის, რაც გამოქვეყნდა Visual Capitalist-ში, მაგრამ ჩვენგან ამისი უგულებელყოფა ან უპასუხოდ დატოვება არის დანაშაულებრივი შეცდომა", — აცხადებს პატარაია.
მისივე განმარტებით, ინტერნეტსივრცეში დომინირებს რუსეთი თავისი ნარატივით. კერძოდ, პოზიციონირებენ, რომ ძალიან ბევრ ადგილას აფხაზეთი და სამაჩაბლო გამოჩნდეს, როგორც ცალკე რესპუბლიკები, და ამ დროს საქართველო არ პოზიციონირებს საპირისპიროდ.
"ჩვენ არ ვჩანვართ საერთაშორისო რადარებზე ამას კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდა გამართლება, თუ ჩვენ ვიქნებოდით წარმოდგენილი დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ეკონომიკური განვითარების ან ინოვაციური რეფორემების ნიშნით. ჩვენ რომ რომელიმე ამ ნიშნით ვციმციმებდეთ მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე ამას მეტ ნაკლებად კიდევ გავუძლებდით, მაგრამ არსად არანაირი ინდიკაცია არ არის და ამასთანავე ხდება ჩვენი სრული გადაფარვა. დღეს, ალბათ, უფრო მეტი ფული იხარჯება საჯარო სამსახურებში ყოველწლიური კალენდრების ბეჭდვაში, ვიდრე ჰიბრიდულ ომთან გამკლავებაში. უსაფრთხოებას სჭირდება ინვესტიცია და პროფესიონალების გუნდი, რომელიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არის კერძო სექტორში, თუმცა სახელფასო დისბალანსის გამო ამ ადამიანებს სახელმწიფო სექტორის მიმართ ინტერესი არ აქვთ".
ლაშა პატარაიას განცხადებით, ჰიბრიდული ომის საფრთხეებთან გამკლავებას ცდილობს მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცალკეული ადამიანები არასამთავრობო სექტორიდან, და საინიციატივო ჯგუფები, მაგრამ სახელმწიფო მათ არ უჭერს მხარს და არ უმაგრებს ზურგს. ასეთ პოზიციაში დუმილი არ არის ნეიტრალიტეტი, დუმილიც არის კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება, როდესაც საუბარია სახელმწიფოებრიობაზე.
"სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ბიუჯეტი უსაფრთხოების მიმართულებით, ითანამშრომლოს უამრავ ორგანიზაციასთან ვინც საკუთარი ინიციატივით და რესურსით აკეთებს სახელმწიფო საქმეს. რეფორმერს აქვს მკაფიო კონკრეტული ხედვა და გეგმები, უსაფრთხოების ყველა მიმართულებით. უნდა შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური ხედვა და სისტემა, რომელშიც ყველას ექნება თავისი როლი, მაგრამ უმთავრესი არის იდეოლოგიური მუშაობა, სახელმწიფოებრივი მიდგომა იდეოლოგიასთან დაკავშირებით, რაც დღეს არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. ჩვენ ყველა ვაწყდებით ერთი დიდი პოლიტიკური ნების ჩიხს, რომელიც უნდა გაირღვეს, ეს ნება ძალიან ბევრ სხვა სფეროშიც არის ჩაკეტილი", — აცხადებს პარტია რეფორმერის წევრი ლაშა პატარაია.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები