შეიძლება სასიამოვნო არაა, მაგრამ კრიტიკა საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია — ლომჯარია ზურაბიშვილს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილს პახუსობს და ამბობს, რომ ზოგადად, ამ ქვეყანაში თანამდებობის პირები მკაცრ კრიტიკას ექვემდებარებიან და ეს მათი ვალდებულების შემადგენელი ნაწილია. ზურაბიშვილის ომბუდსმენს მისამართით ამბობს, რომ მის "შეურაცხყოფაზეც" ჰქონდეს რეაგირება.
"ზოგადად თანამდებობის პირები, ხშირ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ვექვემდებარებით ძალიან მკაცრ კრიტიკას, აგრესიულ განცხადებებს და ა.შ. ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შეიძლება მისთვის არ არის სასიამოვნო ესა თუ ის შეფასებები და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი", — განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, თუ პრეზიდენტის მიმართ განცხადებები დისკირმინაციის შემცველი იქნება, მაშინ სახალხო დამცველს რეაგირება აუცილებლად ექნება.
"თუკი სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ან უმაღლესი მთავარსარდალი, დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე როგორც ვახდენთ და მოგვიხდენია რეაგირება მათ შორის მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე", — განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალების და მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს. ასე აფასებს ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო მის მიმართ კრიტიკას.
"საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა", — აცხადებს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე.
"მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 16 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე.
არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ", — აცხადებს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე თქვა, რომ მან "ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის", ხოლო, ჯგუფური აგრესია "ძალიან არაქართულია". პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოყვა.
ამასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოხდეს. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ასეთ საკითხებზე საჯარო პირების განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კრიტიკოსები გააკრიტიკა და მედია ბულინგში დაადანაშაულა. მან მისივე ციტატა, "ვაჟკაცობა არის ერთი ერთზე", განმარტა და ჟურნალისტები ქართულის არცოდნაში დაადანაშაულა
"თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა, თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის. მცდელობა, რომ მე გამასაღოთ პრო მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო
მე რაც ვიგულისხმე, ერთი ერთზე არის ყველაფერი, არ მითქვამს ერთი ერთზე ძალადობა კარგი არის თუ რაღაცა. ერთი ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი ერთზე და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი. ლაპარაკი, სიყვარული, ალბათ არ იცით. ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და მონანიებაში", — განაცხადა მან.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები