15 ივლისს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
ოთხშაბათს, 15 ივლისს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აქციას — გადავარჩინოთ ტურიზმი გამართავენ. ამის შესახებ განცხადება ფეისბუქზე ერთ-ერთმა აქტივისტმა გამოაქვეყნა. ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანების საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ამ ფორმით მთავრობისთვის "ღია პასუხს" დააფიქსირებენ.
"აქცია არის მშვიდობიანი და აპოლიტიკური, ჩვენი მოთხოვნები და გამოსვლა გახლავთ — სოციალური თემატიკით განპირობებული, ვითხოვთ ბიზნესის გადარჩენას. [...] მოგეხსენებათ, დღეს ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ხუთი ქვეყნისთვის გახსნიან საჰაერო საზღვრებს. ეს არის მცირე ნაბიჯი, მაგრამ ცხადია სავსებით არა საკმარისი", — წერს საინიციატივო ჯგუფი.
საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნებია;
- გაიხსნას რეგულარული საჰაერო რეისები;
- გაუქმდეს საკარანტინო ზონები;
- გაიხსნას რეგულარული და არა ჩარტერული რეისები იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოხვდნენ მთავრობის მიერ გამოცხადებულ სიაში. სხვა შემთხვევაში ეს იქნება თავის მოტყუება;
- მთავრობამ უზრუნველყოს საჰაერო სივრცეში იმ კომპანიების დაბრუნება, რომლების წარმატებით ოპერირებდნენ და ახორციელებდნენ რეგულარულ ფრენებს;
- გაუქმდეს საკარანტინო სივრცეები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრუნდებიან სამშობლოში იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელთათვისაც გაიხსნა საჰაერო სივრცე;
- დროულად ითქვას რეგულარული ფრენების თარიღები, რათა კერძო სექტორი კიდევ ერთხელ არ შერცხვეს თავის უცხოელ პარტნიორებთან, რაც არა თუ ახლა, გრძელვადიან პერსპექტივაში პოვებს გამოუსწორებელ პრობლემებს;
- მოვუფრთხილდეთ ქვეყნის და კერძო სექტორის რეპუტაციას!;
- აღდგეს რეგულარული ფრენები იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სიაში, მაგრამ არ არიან რისკზონებში და მზად არიან ( ან უკვე გახსნილი აქვთ) გაგვიხსნან საზღვრები.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია თბილისში, შავთელის ქუჩაზე 12 საათზე დაიწყება და მონაწილეები მსვლელობით კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლებენ. მათი თქმით, აქციას პერფორმანსის სახე ექნება.
მთავრობა ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:
- გერმანია;
- საფრანგეთი;
- ლიეტუვა;
- ლატვია;
- ესტონეთი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. იგივე წესი არ ვრცელდება ევროკავშირის 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებზე, თუ მათ ტემპერატურა არ აქვთ.
ამავე თემაზე:
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, პირველი ივლისიდან მოგზაურობის შეზღუდვების დროებითი შემსუბუქების შესახებ. მან წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.
გაიგეთ მეტი:
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
-
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
კომენტარები