როგორ შეუძლია მონაცემთა ანალიტიკას ადამიანების ცხოვრების გამარტივება
ფოტო: თიბისი
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების შემქმნელები გამუდმებით ცდილობენ, ჩვენ და უსულო საგნებს "უსიტყვოდ" გვესმოდეს ერთმანეთის. ეს, ალბათ, თავადაც გამოგიცდიათ: მაგალითად, რამდენჯერმე თუ ახსენებთ პიცას, მოგვიანებით ნიუსფიდში პეპერონი ამოგიხტებათ. არა, თქვენს აზრებს არავინ კითხულობს, მაგრამ დიდმა ტექ-გიგანტებმა მეტნაკლებად იციან, რას ეძებთ, რა მოგწონთ და რას ელით მათგან.
ეს ყველაფერი სინამდვილეში ერთ მასშტაბურ სისტემაზე დგას, რომელსაც მონაცემთა ანალიტიკა ან მონაცემთა მეცნიერება ჰქვია. როგორ ცვლის მონაცემები ჩვენს ყოველდღიურობას და რა გავლენა აქვს მას ბიზნესზე? — ამ საკითხებზე თიბისის მონაცემთა ანალიტიკის ლიდერი და თბილისის მონაცემთა ანალიტიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი მიშა ნადარეიშვილი გვესაუბრა.
მისი თქმით, გუგლი და ფეისბუქი ყველაზე მარტივი და ხელშესახები მაგალითებია, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რა როლი უჭირავს მონაცემთა ანალიტიკას ჩვენს ყოველდღიურობაში.
რას ვიწონებთ ყველაზე ხშირად Facebook-ზე და რა აინტერესებთ ჩვენს მეგობრებს, რას ვეძებთ ინტერნეტში, რაზე ვჩერდებით სქროლვის დროს, ვის ვეკონტაქტებით — ეს მონაცემები გროვდება და ანალიტიკური ძრავების მეშვეობით ისე ლაგდება, რომ ჩვენ აღარ ვიკარგებით ინფორმაციის ზღვაში. "თუკი სოციალურ ქსელში ჩვენი ასობით მეგობრის გაზიარებული ფოტოები, ვიდეოები თუ მოსაზრებები ამ "ფილტრის" გარეშე, ერთიანად შეგვხვდებოდა, შეუძლებელი გახდებოდა გზის გაკვლევა ამ უსასრულო სივრცეში, ხოლო ის, რაც ნამდვილად საყურადღებოა, ჩვენთვის უინტერესო კონტენტში გაერეოდა", — ამბობს ის.
იგივე ითქმის Google-ზეც, რომელიც კიდევ უფრო დიდ სივრცეს — თითქმის მთელ ინტერნეტს ფარავს. მონაცემთა ანალიზის დახმარებით გუგლი ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას პრიორიტეტების მიხედვით ალაგებს და ცდილობს, კითხვებზეც შესაფერისი პასუხები გაგვცეს. ამგვარად, ინდივიდების თვალთახედვიდან თუ განვიხილავთ, მონაცემთა ანალიტიკას ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და გამარტივება შეუძლია. თუმცა მონაცემთა ანალიზი მხოლოდ ინტერნეტ სივრცეს არ ეხება. ესაა სფერო, რომელიც ბიზნესს, ტექნოლოგიებს, ფინანსებს და საზოგადოებრივ საკითხებსაც ფარავს.
მონაცემთა ანალიტიკა ჩვენს ყოველდღიურობაში
მიშა გვიყვება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაცემთა ანალიტიკას უცნაური და მოულოდნელი დანიშნულებაც შეიძლება მოუძებნონ. როგორც აღმოჩნდა, იტალიაში, ერთ-ერთ სააგარაკო ქალაქში ყოველი მომდევნო დღის ელექტროენერგიის მოხმარებას სატელეფონო ზარების მეშვეობით პროგნოზირებენ. ქალაქის მესვეურები ქალაქგარეთიდან შემოსული ზარების სიხშირეს აკვირდებიან. ზარების მომატებული რაოდენობით ისინი ხვდებიან, რომ ქალაქში დასასვენებლად უფრო მეტი ადამიანი აპირებს ჩამოსვლას და შესაბამისად ელექტროენერგიის მოხმარებაც უფრო მეტად გაიზრდება. ეს საშუალებას აძლევს მათ სწორად წარმართონ პოლიტიკა, იზრუნონ ელექტროენერგიის იაფი წყაროებიდან მიღებაზე ან დააწყონ გრძელვადიანი გეგმები.
საქართველოში ტექნოლოგიურ ინოვაციას უმეტესად ბანკები ნერგავენ. თიბისი ტექნოლოგიების დახმარებით საბანკო სერვისების გამარტივებასა და ციფრული სივრცის მაქსიმალურად ათვისებაზეა ორიენტირებული. ამაში მას მონაცემთა ანალიტიკა დიდ დახმარებას უწევს.
ბიზნესში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში მონაცემთა ანალიტიკის გამოყენების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიშა თიბისი სტატუსისა და სტატუსის ციფრულ სერვისებს ასახელებს. თიბისი სტატუსით მომხმარებელს საბანკო და არასაბანკო პროდუქტებზე განსაკუთრებული უპირატესობები აქვს, ის პირადი ბანკირის მომსახურებითა თუ სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში ფასდაკლებებით სარგებლობს.
თიბისიში ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ შესაფერისი მომსახურების შეთავაზების მიზნით ამ სეგმენტის მომხმარებლები ჩვევებისა თუ გემოვნების მიხედვით დაეჯგუფებინათ. სტატუს მომხმარებლების მონაცემთა ანალიზისას გამოჩნდა, რომ შოპინგის მოყვარულთა, მოგზაურთა თუ სხვა მცირე და მრავალი სახის ჯგუფებისგან განცალკევებით ერთი დიდი გაერთიანება — ციფრული მომხმარებლების ჯგუფი არსებობდა. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც საბანკო სერვისების მისაღებად ინტერნეტს, სმარტფონს იყენებდნენ და ამისთვის ფიზიკურად ფილიალში მისვლა არ სჭირდებოდათ. შედეგად, ბანკმა მათთვის სტატუსის ციფრული ნაკრები შექმნა — მომსახურების ერთობლიობა პირადი ბანკირის გარეშე ნახევარ ფასად. სტატუსის ციფრულმა ნაკრებმა რამდენიმე თვეში მომხმარებლების რეკორდული რაოდენობა შეიძინა.
"მონაცემთა ანალიტიკა არის ბიზნესის თვალები", — აღნიშნავს მიშა და განმარტავს, რომ ის საშუალებას გაძლევს დაინახო, თუ რა სურს შენს მომხმარებელს და მოერგო მას. ამგვარად, ანალიტიკამ ბანკს საშუალება მისცა, დაენახა მომხმარებელთა საკმაოდ დიდი სეგმენტი და მათთვის ცხოვრება კიდევ უფრო გაემარტივებინა.
ახლახან მათ კიდევ ერთი ანალიტიკური ძრავი — შემდეგი საუკეთესო შემოთავაზების სისტემა დანერგეს. ხარჯავ თუ არა თანხას ხშირად გასართობ დაწესებულებებში? სტუმრობ თუ არა ერთსა და იმავე ბანკომატს? რა სახის დანაზოგი გაქვს? — ეს და სხვა მსგავსი ინფორმაცია შენი ფინანსური ქცევების შესახებ ანალიტიკური ძრავის მეშვეობით იფილტრება. შედეგად, ბანკს საშუალება ეძლევა, პროგნოზი გააკეთოს იმის თაობაზე, თუ რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯი და მხოლოდ ისეთი შემოთავაზებით მოგმართოს, რომელიც შენს ყოველდღიურობასა და ინტერესებთან ახლოს იქნება. შედეგად ორივე მხარე მოგებულია: ბანკი რესურსებს უფრო ეფექტურად განკარგავს, ხოლო მომხმარებელი ზუსტად იმ სერვისებსა და ინფორმაციას იღებს, რომელიც სჭირდება.
როგორ ცვლის სამყაროს მონაცემები
ფოტო: sdecoret / Shutterstock
ჩვენ გარშემო თითქმის ყველაფერი მონაცემებს აგენერირებს და ინფორმაციის წყარო ხდება, მათგან კი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებაა შესაძლებელი. ესაა სისტემა, რომელიც ადამიანის ქმედებას და გადაწყვეტილების მიღების გზებს ბაძავს. ხშირად ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას არარაციონალურ შიშებს გამოთქვამენ, თითქოს ის ადამიანებს ჩაანაცვლებს, რობოტები დაიკავებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს ან იმდენად განვითარდებიან, რომ ადამიანებზე იბატონებენ. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და იმედისმომცემია.
მეცხრამეტე საუკუნეში ავტომატიზაციის პირველი ტალღისას ადამიანის კუნთი და ძალა მექანიზებულმა მანქანა-დანადგარებმა ჩაანაცვლა. შიშები მაშინაც იყო, ფიქრობდნენ, რომ ეს დანადგარები ადამიანებს საქმიანობის გარეშე დატოვებდა, თუმცა მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ მათ უბრალოდ ინტელექტუალური საქმიანობისთვის მეტი დრო გამოუთავისუფლდათ.
ახლა ავტომატიზაციის მორიგი ტალღაა. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ "ტვინების ავტომატიზაციის" ტალღის დროს ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს უკვე აზროვნებასაც წაართმევს და სრულიად უმოქმედოს, შემოსავლის გარეშე დატოვებს. მიშა აღნიშნავს, რომ ასე ფიქრობდნენ მანამდეც, საკერავი მანქანების შექმნის და მასობრივად გავრცელების პერიოდშიც. მკერავებს ეგონათ, რომ ისინი შიმშილის პირას მივიდოდნენ, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა — თუკი მანამდე მათ საზოგადოების მდიდარი ფენისთვის თვეში რამდენიმე ერთეული ტანსაცმლის შეკერვა უწევდათ, საკერავმა მანქანამ სხვადასხვა სახის ტანსაცმელი ფუფუნების საგნიდან უბრალო ნივთად აქცია და საზოგადოების სხვა ფენებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა, შესაბამისად მოთხოვნაც გაიზარდა და მკერავებს იმაზე მეტი საქმე გაუჩნდათ, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. თვით მკერავების რიცხვი კი ერთიორად გაიზარდა.
სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანების აზროვნებას სრულიად ჩაანაცვლებს ჯერ-ჯერობით არ არსებობს და ალბათ, დიდი ხანი არ იარსებებს. ხოლო ის, რაც ჩვენთვის ახლა ხელმისაწვდომია, ე.წ. გაფართოებული ინტელექტია. ის მონაცემებზე დაყრდნობით ადამიანებს აზროვნებაში ეხმარება. "შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა ნახატი ვან გოგის სტილში შეასრულოს, თუმცა ის მხატვარს ვერ ჩაანაცვლებს — კრეატიულობის ელემენტი მაინც ადამიანის მხარეს რჩება. ჩვენ მას უბრალოდ აზროვნების განმეორებად ელემენტებს "ვაბარებთ", ის კი მარტივი, რუტინული საქმეებისგან გვათავისუფლებს. ამის შემდეგ ადამიანებს მეტი დრო რჩება შემოქმედებითი საქმიანობისა და მაღალინტელექტუალურ საკითხებზე საფიქრელად, რაც, თავის მხრივ, ახალი სფეროების, ინდუსტრიების განვითარებას უწყობს ხელს", — აღნიშნავს მიშა.
მონაცემთა ანალიტიკა ბიზნესში
ფოტო: energepic.com / Pexels
მონაცემთა ანალიტიკას ბიზნესში სარგებლიანობის კუთხით თუ განვიხილავთ, რამდენიმე დიდი კატეგორია გამოიყოფა — ესაა მოგების ზრდა, ხარჯების შემცირება, მომხმარებლის კმაყოფილება და ეფექტურობის ზრდა. ყველა ამ მიმართულების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მონაცემების შეგროვებას, მათ ანალიზს და სწორი დასკვნების გამოტანას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიშა აღნიშნავს, რომ ანალიტიკის როლი ბიზნესისთვის ისეთივეა, როგორიც, მაგალითად, კომპიუტერის — დღეს იშვიათად თუ შეხვდებით ბიზნესს, რომელსაც კომპიუტერი თავის საქმიანობისთვის საერთოდ არ სჭირდება. თუმცა, ანალიტიკა ჯერ კიდევ ახლა იკრებს ძალას და ბიზნესში მისი აქტიურად გამოყენების კუთხით შეიძლება ითქვას, რომ საწყის ეტაპებზეა.
მონაცემთა ანალიზის სპეციალისტების საჭიროება ბევრ კომპანიას აქვს, თუმცა ამ კუთხით საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, პროფესიონალთა დეფიციტია. როგორც მიშა ამბობს, 2019 წლის ბოლოს LinkedIn-მა შიდა კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ აშშ-ში ანალიტიკის მიმართულებით 155 000 სამუშაო პოზიცია არსებობდა, რომელიც ვერ შეივსო. საქართველოში კი პროფესიონალთა დეფიციტი კიდევ უფრო მწვავედ ჩანს. ტექნიკური მიმართულებებით განათლებას სტუდენტთა მცირე ნაწილი იღებს, მათგან საუკეთესოები კი უცხოურ ტექნოლოგიურ გიგანტებში — გუგლში თუ ფეისბუქში იწყებენ მუშაობას, შესაბამისად ადგილობრივი პროფესიონალები აქ არსებულ ისედაც მცირე მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.
თბილისის მონაცემთა ანალიტიკის საერთაშორისო კონფერენცია
ფოტო: თიბისი
საქართველოში მონაცემთა ანალიტიკის საჭიროება ბიზნესებს მეტნკლებად გათავისებული აქვთ, მაგრამ ამ კუთხით ინფორმაციული დეფიციტი მწვავედ იგრძნობა. იმისთვის, რომ კომპანიებმა მონაცემთა ანალიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები მიიღონ, თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
კონფერენციის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ადგილობრივმა პროფესიონალებმა დაინახეს, რომ საქართველოში ბიზნეს მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის საერთო სივრცე არ არსებობდა. მართლია, აქამდე არსებობდა სხვა ღონისძიებები, რომლებიც მონაცემთა მეცნიერების საკითხებს მეტ-ნაკლებად ფარავდნენ, თუმცა უშუალოდ ბიზნესში მონაცემთა გამოყენების და სარგებლიანობის საკითხებზე თითქმის არსად საუბრობდნენ. კონფერენციაც სწორედ ამ დანაკლისს შეავსებს — მონაცემთა ოცი პროფესიონალი ანლიტიკოსი მსოფლიოს 9 ქვეყნიდან და 8 ინდუსტრიიდან TIDA კონფერენციაზე წარდგება და ამ სფეროში მოღვაწე ქართველებთან ერთად ბიზნეს ანალიტიკის სივრცეში არსებულ პრობლემებს, საჭიროებებს განიხილავს. ასე რომ, საწყისი მიზანი სწორედ შეკრების ადგილის ჩამოყალიბებაა, რომელიც შემდგომში საერთო კომუნის შექმნასაც შეუწყობს ხელს.
კონფერენციის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანია, დააჩქაროს ამ დარგის განვითარება ორი მიმართულებით — ხელი შეუწყოს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალების ზრდას და მეორე, ცნობიერება ამაღლდეს ბიზნესის შიგნით ანალიტიკის რესურსის მნიშვნელობაზე. "გვინდა, მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ეს რესურსი არსებობს, კარგია და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საკითხი დაბალანსდეს", — ამბობს მიშა.
ის IBM-ის ერთ-ერთ კვლევაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვით მსოფლიოში ანალიტიკური პროექტების მხოლოდ 2%-ია წარმატებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნესები, რომლებსაც ანალიტიკის უპირატესობების შესახებ სმენიათ, პროფესიონალების გუნდებს ქირაობენ, თუმცა შემდეგ ზუსტად არ იციან რა მოუხერხონ მიღებულ მონაცემებს და როგორ მისცენ მათ სწორი მიმართულება. კონფერენციის კიდევ ერთი მიზანიც ესაა — ბიზნესებმა გაიგონ, თუ რისი გაკეთება შეიძლება მიღებული მონაცემებით, როგორ უნდა წარმართონ საქმიანობა ანალიტიკის დახმარებით და როგორ შეიქმნან სწორი მოლოდინები ამა თუ იმ საკითხზე.
"ბიზნესს დღეს მეტ-ნაკლებად ესმის, რომ მონაცემთა შეგროვება სარგებლის მომტანია და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაც წარმატების ოპტიმალური გზაა, თუმცა სირთულეს წარმოადგენს ის, თუ როგორ აღმოაჩინონ მათ მონაცემების რეალური ღირებულება. ეს სიტუაცია დაახლოებით იმას ჰგავს, რომ გქონდეს ნავთობის საბადო, მაგრამ არ იცოდე, როგორ გადაამუშავო და მიიღო მისგან ბენზინი. ამჟამად მდგომარეობა ასეთია — ბევრ კომპანიას არ აქვს ეს "ნავთობიც" კი, ხოლო ზოგიერთს აქვს წვდომა, მაგრამ კარგად არ იცის, როგორ მიიღოს მისგან სარგებელი", — აღნიშნავს მიშა. ამიტომაც, ეს კონფერენცია და შემდგომში ჩამოყალიბებული კომუნა ბიზნესებს დაეხმარებათ, გაიგონ როგორი ორგანიზაციული მოწყობაა საჭირო, რა მეთოდები უნდა გამოიყენონ საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რა კომპეტენციას მოითხოვს ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი ერთმანეთთან ინტეგრირებული, რაში გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ბიზნესმა მონაცემები და სხვა.
საქართველოსთვის კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. "მონაცემთა ანალიტიკის და ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მომგებიანია ჩვენნაირი ქვეყნისთვის იმ მხრივ, რომ მას არ სჭირდება დიდი წინასწარი ინვესტიცია და სრულიად შესაძლებელია, დიდ ქვეყნებთან კონკურენციაში შევიდეთ ამ სფეროს განვითარების კუთხით. ეს ის სფეროა, სადაც ნამდვილად შეგვიძლია, კონკურენტუნარიანები ვიყოთ", — ამბობს მიშა.
გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს სფეროს "ექსპორტის" სიმარტივესაც — მონაცემთა ანალიზის პროფესიონალებს, სტარტაპებს, მარტივად შეუძლიათ საქართველოდან საზღვარგარეთ დიდ პროექტებზე იმუშავონ, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისათვის დამატებით ერთი პერსპექტიული მიმართულება შექმნან.
კონფერენცია მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ონლაინ ტარდება. როგორც მიშა აღნიშნავს, ეს ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. რა არის ცუდი მხარე, ეს ყველასთვის გასაგებია, ხოლო კარგი ისაა, რომ ამით ორგანიზატორებს საშუალება ეძლევათ, მინიმალური დანახარჯებით მაღალი დონის კონფერენცია მოაწყონ. მომხსენებლებისა და დაინტერესებული პირებისთვის კი ეს კიდევ უფრო ამარტივებს საქმეს, რადგან მათ ნებისმიერი წერტილიდან შეეძლებათ ღონისძიებაში ჩართვა. კონფერენცია რვა დღის განმავლობაში, 15-დან 24 ივნისამდე გაიმართება და მასზე დასასწრებად ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე შეძლებთ.
კონფერენციის ციფრული ფორმატი, მართალია, მის შინაარს კარგად პასუხობს, მაგრამ მომავალში, როცა ჩვენს ცხოვრებაში დიდი თავყრილობები დაბრუნდება, ექსპერტები პირისპირაც მოგვიყვებიან, რა სარგებლობა მოაქვთ მონაცემებს.
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა
-
წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო
-
პაციენტმა ტრანსპლანტაციამდე ფილტვების გარეშე 48 საათი გაატარა — როგორ გადარჩა ის პაციენტმა ტრანსპლანტაციამდე ფილტვების გარეშე 48 საათი გაატარა — როგორ გადარჩა ის
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს
გადახედვა
-
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
-
შალვა პაპუაშვილი: სად არის ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, რომელიც საბოოლოო ჯამში დახლზე ფასად გადაიქცევა, ამას შევისწავლით შალვა პაპუაშვილი: სად არის ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, რომელიც საბოოლოო ჯამში დახლზე ფასად გადაიქცევა, ამას შევისწავლით
გადახედვა
-
პირველი ვიზუალები The Beatles-ის ოთხფილმიანი პროექტიდან პირველი ვიზუალები The Beatles-ის ოთხფილმიანი პროექტიდან
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში, არც მე არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვართ შალვა პაპუაშვილი: მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში, არც მე არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვართ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
გადახედვა
-
სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან — თამარ ონიანი მოსკოვის მექანიზმზე სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან — თამარ ონიანი მოსკოვის მექანიზმზე
გადახედვა
-
მეცნიერებმა IBM-ის კვანტური ჩიპით ერთ-ერთი უდიდესი დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა IBM-ის კვანტური ჩიპით ერთ-ერთი უდიდესი დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot) სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot)
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება
გადახედვა
-
რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
-
როგორ აირიდოთ ზედმეტის გადახდა სესხის აღებისას როგორ აირიდოთ ზედმეტის გადახდა სესხის აღებისას
-
"ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს "ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა
გადახედვა
-
5 უფასო აპლიკაცია, რომელიც კალორიების დათვლაში დაგეხმარება 5 უფასო აპლიკაცია, რომელიც კალორიების დათვლაში დაგეხმარება
-
სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები