ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
ფოტო: Adobe Stock
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჩვენს პროფესიულ არჩევანს არცთუ იშვიათად სწორედ ჩვენი თვისებები და უნარები განსაზღვრავს. ზოგს დეტალები უყვარს, ზოგს წესრიგი, ზოგსაც სხვებზე ზრუნვა და მათი დაცვა, საინტერესო კი ისაა, რომ ტექნოლოგიურ პროფესიებს ზოგიერთი ეს მახასიათებელი ზუსტად ერგება.
ცხადია, უამრავი გამონაკლისი არსებობს და პროფესიული სტერეოტიპები ადამიანს ზოგჯერ სულაც არ მიესადაგება. და მაინც, მოდი გავიგოთ, რომელი IT პროფესიისთვის იქნებოდი "ზედგამოჭრილი" კადრი.
როგორ ფიქრობ, რა არის შენი ყველაზე ძლიერი მხარე?
Giphy
- მიყვარს სხვებზე ზრუნვა და გარშემო თავს ყველას დაცულად ვაგრძნობინებ
- მიყვარს, როცა სხვებს რაღაცებს ვუხსნი და შემიძლია კომპლექსური ინფორმაცია მარტივად გადმოვცე
- დეტალებზე ორიენტირებული ვარ და კანონზომიერებებს მარტივად ვპოულობ
- მიყვარს საქმის კეთება და, თუ დავიწყე, ბოლომდე აუცილებლად მივიყვან
- მოწესრიგებული ვარ და ჩემ გარშემოც ყველასა და ყველაფერს "ვაწესრიგებ"
რომელი მოწყობილობა ან დეტალი იქნებოდი?
Giphy
რომელ ნივთს წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე?
Giphy
მეგობარმა საეჭვო ბმული გამოგიგზავნა. რას იზამ?
Imgur
- არავითარ შემთხვევაში არ დავაჭერ, სანამ VirusTotal-ზე არ გადავამოწმებ
- ბმულის სტრუქტურას დავაკვირდები, რომ მისი წარმომავლობა გავარკვიო
- ვეცდები გავიხსენო, ბოლო დროს თაღლითობის მსგავსი შემთხვევები თუ დაფიქსირებულა და ასე გადავწყვეტ
- გავხსნი — ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ ვერ მოვაგვარო
- სხვა გზით დავუკავშირდები და გავარკვევ, მართლა ხომ თვითონ მიგზავნის და რა ბმულია
ჯგუფურ პრეზენტაციებში რა როლი გაქვს ხოლმე?
Giphy
ფეხბურთის თამაშისას ვინ ხარ ან იქნებოდი?
Giphy
- მეკარე ან მცველი — ჩემს გუნდს გოლებისგან დავიცავდი
- კაპიტანი — გუნდს წავუძღვებოდი და მოტივაციას მივცემდი
- "მიდის სანახავად" — AI სისტემა ვიქნებოდი, რომელიც თამაშს დააკვირდებოდა და ყველა დეტალს აღრიცხავდა
- ტაქტიკოსი — სულ მე გადავწყვეტდი, ვინ სად უნდა იდგეს
- თავდამსხმელი — გოლების გატანაზე ვიქნებოდი ორიენტირებული
ავეჯი შეიძინე და ახლა უნდა ააწყო. საიდან დაიწყებ?
Giphy
- პირდაპირ აწყობას დავიწყებ — მთავარია შედეგი მივიღო
- ჯერ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებ და შევამოწმებ, რამდენად მყარია კონსტრუქცია
- ჯერ ყველა დეტალს დავახარისხებ და გავარკვევ, როგორ უკავშირდება ისინი ერთმანეთს
- ვეცდები მოვიფიქრო, ყველაზე მარტივად როგორ ავაწყო
- ოჯახის წევრებს ვთხოვ დახმარებას: ერთს ინსტრუქციის წაკითხვას ვთხოვ, მეორე დეტალებს მომაწოდებს
ყავის აპარატი უნდა იყიდო. როგორ შეარჩევ?
Giphy
- შევამოწმებ, რამდენად მარტივი გამოსაყენებელი იქნება და სისტემურად რამდენად გამართულია
- გავარკვევ, რა ფუნქციები აქვს და რამდენად სწრაფად ამზადებს ყავას
- მიმოხილვებს წავიკითხავ და იქ ვიყიდი, სადაც ყველაზე კარგი მომსახურება ექნებათ
- საგარანტიო პირობებს წავიკითხავ და გავარკვევ, რამდენად დიდხანს გაძლებს
- რეიტინგებსა და სტატისტიკას შევამოწმებ: რამდენად პოპულარულია ეს მოდელი, რამდენად ხშირად ფუჭდება და ა. შ.
და ბოლოს, რაში იყენებ ხოლმე ხელოვნურ ინტელექტს (AI) ყველაზე ხშირად?
Giphy
კომენტარები