თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ფოტო: თიბისი
თიბისი კონცეპტის გალერეა 6 ივნისიდან 15 სექტემბრამდე წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილი პერსონალურ გამოფენას — "საით მიფრინავ, ღრუბელო?" — ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ.
გამოფენა ფერეიდნელი ქართველების ისტორიასა და კოლექტიურ მეხსიერებას ეძღვნება — თემს, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ირანის ისპაანის პროვინციაში აგრძელებს საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ქართული ენის შენარჩუნებას.
გამოფენის სახელწოდება ერთი სიმბოლური ისტორიიდან იღებს სათავეს. ფერეიდანში მოგზაურობისას ნათელა გრიგალაშვილმა ადგილობრივისგან მოისმინა მისი დედის სიტყვები: "საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!" — მონატრებისა და სამშობლოსთან უხილავი კავშირის ეს განცდა გამოფენის მთავარ ემოციურ ხაზად იქცა.
პროექტის კონცეპტუალური საფუძველი უკავშირდება ლადო აღნიაშვილის 1894 წლის ჩანაწერებს. აღნიაშვილი პირველი ქართველი იყო, რომელმაც ირანში "დაკარგული" ქართველების მოსაძებნად იმოგზაურა და მათი ყოფა აღწერა. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია სწორედ ამ ისტორიული მოგზაურობის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს — კულტურული მეხსიერების, იდენტობისა და დროის მიღმა გაგრძელებული კავშირის კვლევას.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავს ფერეიდანს, როგორც უნიკალურ კულტურულ სივრცეს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება სამშობლოს მუდმივ მონატრებასთანაა გადაჯაჭვული. ფოტოსერია ქმნის დიალოგს საუკუნის წინ აღწერილ და დღევანდელ ფერეიდანს შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც ერთდროულად ისტორიულიცაა და პირადიც.
ოცდაათ წელზე მეტია, ნათელა გრიგალაშვილი დოკუმენტური ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. მისი შემოქმედების მთავარი თემებია საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება, იზოლირებული თემების სოციალურ-კულტურული იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება და თანამედროვეობის გავლენა ტრადიციულ გარემოზე. ფოტოგრაფი ცნობილია გრძელვადიანი პროექტებით, რომლებიც ადგილობრივ თემებთან მჭიდრო ურთიერთობისა და ნდობის საფუძველზე იქმნება, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ სიღრმესა და ინტიმურობას ანიჭებს.
კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი
გამოფენის გახსნა: 6 ივნისის, 17:00 სთ.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის 7.
-
გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
კაფე მტირალა პატარებისთვის, სადაც დედებს შვილები ღამღამობით მიჰყავთ და ისვენებენ კაფე მტირალა პატარებისთვის, სადაც დედებს შვილები ღამღამობით მიჰყავთ და ისვენებენ
გადახედვა
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად? რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?
გადახედვა
-
რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია? რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია?
გადახედვა
-
საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია
გადახედვა
-
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
გადახედვა
-
მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები
გადახედვა
-
როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
-
მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს" მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს"
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება? ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
-
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ
გადახედვა
-
"ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება "ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება
გადახედვა
-
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
კომენტარები