აჭარაბეთმა ყველა სარეკლამო სივრცე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დაუთმო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, მათ ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციაც განათვსდა.

ასევე, კომპანიის განცხადებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება და დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.

"სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს ინფორმაციის ფლობა საუკეთესო ინსტრუმენტია თავის დასაცავად. სწორედ აქედან გამომდინარე, დავიწყეთ კამპანია და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში ვანთავსებთ ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ, რაც აუცილებელია დაიცვას თითოეულმა ადამიანმა ვირუსის კიდევ მეტად არგავრცელბის მიზნით. ვფიქრობთ, ამ მასშტაბური საკომუნიკაციო ქსელით მაქსიმალურად მივაწვდენთ ხმას ყველას და საზოგადოება დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას. ერთად და რეკომენდაციების დაცვით, ყველაფერი შესაძლებელია", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფოტო: აჭარაბეთი